კლასმა თავისი გაიტანა - საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 1:3 დამარცხდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა, წინა მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა, ისიც იძულებითი - ტრავმირებული შენგელიას ნაცვლად ძირითადში აზაროვი დააყენა. მოლოდინისამებრ, უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლე ნორმანმა ყველას დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ გავის გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. ცოტა ხანში კი ჩაკვეტაძემ კვარაცხელიას დიდებული პასი გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. „ფურია როხამ“ ზეწოლა გააძლიერა, მამარდაშვილმა ორჯერ გადაგვარჩინა. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა,
მაგრამ შანსი ვერ იქნა გამოყენებული. 30-ე წუთზე მამარდაშვილმა მორატას ორი მეტრიდან დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების მერე თამაშის სურათი არ შეიცვალა, ესპანელები ბურთს მუდმივად ფლობდნენ. როდრის თავური მამარდაშვილმა საოცარ ნახტომში მოიგერია, ხოლო ფერან ტორესმა მალე წინ გაიყვანა მასპინძლები. მერე ხვიჩამ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან ვერ უწია მიზანს. სანიოლმა კვეკვესკირი და მიქაუტაძე მექვაბიშვილით და დავითაშვილით შეცვალა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა. ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევისას ჩაკვეტაძის კარგ დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა - და შეცვლაზე შესული იამალის ჩაწოდებული ბურთი ლოჩოშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

A ჯგუფში ესპანეთმა 21 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველო 8 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა და მარტში ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის მატჩებისთვის მოემზადება.

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“

ესპანეთი - საქართველო 1:3
გოლები: 1:0 ლე ნორმანი (4), 1:1 კვარაცხელია (10), 2:1 ფერან ტორესი (55), 3:1 ლოჩოშვილი (72, საკ. კარში)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (მამუჩაშვილი 89), კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, აზაროვი (გოჩოლეიშვილი 78), კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 60), ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე (ალთუნაშვილი 89), კვარაცხელია, მიქაუტაძე (დავითაშვილი 60)

მკითხველის კომენტარები / 78 /
ჩვენი გოლი რაც ვნახეთ ესე იგი თამაში შეგვიძლია...კიდევ შეგვეძლო მაგრამ
გიო
20 ნოემბერი 2023 15:29
1
ჩაკვე ნაპოლიში!
zviads
20 ნოემბერი 2023 14:44
1
ჩვენ გუნდში ყველაზე დაბალი კლასის სანიოლხიზანიშვილია.
გიორგი
20 ნოემბერი 2023 13:42
1
დიდი საფეხბურთო ანალიზის უნარით ვერ დავიკვეხნი, ერთი ჩვეულებრივი რიგითი გულშემატკივარი გახლავართ, მაგრამ დაკვირვებული თვალის გარეშეც ადვილად შეიმჩნევა, რომ ოცდაათ წელზე მეტია ერთი და იგივე პრობლემებია ჩვენს ფეხბურთში და წლიდან წლამდე არაფერი იცვლება. მესმის, საბოლოოდ ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკას და ფეხბურთში ჩადებული ფინანსებს უკავშირდება, მაგრამ რაცა გვაქვს, იმასაც ვერ ვიყენებთ ყაირათიანად.
არადა, ზოგიერთებმა რაც არ უნდა იქილიკონ და იმასხარაონ, ისე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, ფეხბურთშიც არ გვაკლია ნიჭიერი ახალგაზრდები, თითქოს ინფრასტრუქტურაც შედარებით მოწესრიგდა, მაგრამ საგრძნობი წინსვლა არ ჩანს. ჩვენი ნაკრები ისევ იმ ქაოტურ, უსისტემო, ლამის ეზოს ფეხბურთს თამაშობს.
ამ ევროპის ჩემპიონატზე, ზოგიერთი ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგე გუნდების თამაშს შევავლე თვალი, ალბანელების, ყაზახების, აზერების, მოლდოვას, ლუქსემბურგის ნაკრებების თამაშს და პირველი, რაც მომხვდა თვალში იყო ის რომ ყველამ ისწავლა თანამედროვე ფეხბურთი. კარგადა აქვთ დაყენებული გუნდური ურთიერთქმედებები, უბურთოდ მოძრაობა, გახსნა. ამის გამო არ უჭირთ ბურთის ამოტანა, შეტევის გაგრძელების მრავალვარიანტულობა, რაც პრობლემაა ჩვენი გუნდისათვის. შესადარებლად, თანამედროვე, გუნდური ფეხბურთი იმით განსხვავდება ჩვენი ნაჩვენები თამაშიდან, როცა, ვთქვათ გაჩერებულ მანქანას ერთად ვაწვებით, ხოლო ჩვენს შემთხვევაში - ცალ-ცალკე. აგრეთვე, მნიშვნელოვნად ჩამოვრჩით ფიზიკური მომზადების დონით, რის გამოც სუსტები ვართ ორთაბრძოლებში, არა გვაქვს შესაბამისი სისწრაფე, გამძლეობა. რა გაუხდა ჩვენს ფედერაციას ერთი ძლიერი სპეციალისტის ჩამოყვანა, რომ ჩვენს მწვრთნელებს და ფეხბურთელებს თანამედროვე მეთოდები გააცნოს და აათვისებიოს. არადა ფეხბურთელები მონდომებულები არიან, ლამის თავდადებით თამაშობენ, მაგრამ არასწორი ტაქტიკის გამო ჩვენი ძალისხმევა წყალში იყრება.
მნიშვნელოვანი პრობლემაა შემადგენლობის დაყენება. თავისი არსით, აზაროვი და გოჩოლეიშვილი არ არიან მცველები, არც ფიზმომზადება უწყობთ ხელს, რომ მთელი ორი ტაიმის განმავლობაში აკონტროლონ ფლანგები. ვფიქრობ, მარცხენა ფლანგზე დვალი უნდა ადაპტირდეს, რომელსაც საკმაო სიმაღლე და მოქნილობა გააჩნია, ხოლო მარჯვენაზე - ტაბიძე, რომელსაც ათლეტური მონაცემები გააჩნია და თითქმის გაუვალია. ეს და სხვა მსგავსი ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვანი აქტივია და მათ სათანადოდ უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ.
არის ბევრი საკითხი, რომელზეც სერიოზული ყურადღებაა მისაქცევი, მაგრამ მთავარი ნაკრების კვალიფიციური მწვრთნელის შემჩნევაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ხუთგუნდიან შესარჩევ ჯგუფში მეოთხე ადგილს ვერ ავცდებით.
თენგაბი
20 ნოემბერი 2023 13:06
1
კაი რა.ამ ფედერაციის და ამ მწვრთნელის გამო,წარსულზე აღარ ვლაპარაკობ,რადგან წარსულია და ამათზე ნაკლები არც ისინი იყვნენ საშველი არ არის,რადგან არასწორად ირჩევა შემადგენლობა.ასევე არ აძლევენ ბევრ ფეხბურთელს შანს,საერთოდაც არ იძახებენ და საერთოდ კლუბურ ფეხბურთსაც დედა უტირეს და ერთ დროს ევროპის ფეხბურთში საუკეთესო ქვეყანა მაჩანჩალად აქციეს.რაც შეეხება ნაკრებს ბოლო ორ თამაშში მაღალი ქონდა კვარაცხელიას, ჭანკვეტაძეს და კაკაბაძეს.რასაც ვეთანხმები.დანარჩენი 7 ქულას ვერ აცდენ. დაცვა ძაან სუსტია ბურთი ვერ ამოაქვთ და მაღალ ბურთებს ხშირად აგებენ.ამ 2 თამაშში ყველა გოლი მარცხენა ფლანგზე .ბურთი მარცხენა ფლანგზე გავიდა.კაშია.კვირკველია მადლობა,მაგრამ გასაშვებია.აზაროვი სუსტია,ბევრ შეცდომას უშვებს.ლოჩოშვილი ხშირად ჯარიმის ზღვარზე თამაშობს და ხშირად ჯარიმდება. იმედი მაქვს მოუმატებს.პოტენციალი აქვს. კალანდაძესაც არა უშავს.მოუმატებს მაგეც. იუნდა ვათამაშოთ გელაშვილი,საზონოვი.უნდა მოვსინჯოთ გველესიანი,გადრანი და კიდევ მოიძებნებიაბ სხვებიც.ნახევარდაცვაც სუსტია.ბურთი ვერ ამოაქვს თავდასხმელაბდე ჭანკვეტაძის გარდა. მიქაუტაძეს ჩავარდნა დროებითია მოუმატებს,ასევე დავითაშვილის იმედიც მაქვს.კიტეიშვილი კარგია.ქოჩორაშვილსაც არა უშავს მოუმატებს მაგეც.ნახევარდაცვაშიც შეიძლება სხვა ფეხბუთელების მოსინჯვა. მექვაბიშვილმა მოუკლო,აღარ მომწონს,ზივზიბაძეც მოუმატებს თუ კლუბუს ძირითადში ჩაჯდება.გოჩოლეიშვილსაც არა უშავს. ალთუნაშვილსაც,მამუჩაშვილსაც არა უშავს.წიტაიშვილიც არ არის დასაკარგი ფეხბუთელი.
კახა
20 ნოემბერი 2023 12:16
1
ჭანკვეტაძე რომელია ?
JABA
20 ნოემბერი 2023 15:48
1
მართალია ის, რომ ესპანეთთან თამაშით შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა ვერაა მთლად სასარგებლო, მაგრამ ჩაილია ეს მორიგი შესარჩევი ციკლიც და მთლიანობაში შეიძლება საერთო სურათის დანახვა. რა შეიძლება ითქვას დადებითი: გვყავს რამოდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი, გუნდს ესმის მწვრთნელის მოთხოვნები და არჩეულ სქემას შეუძლიათ რომ დისციპლინირებულად მისდიონ, ანუ მართვა არის შესაძლებელი, ძირითადი სათამაშო სქემაც გამოკვეთილია.სამწუხაროდ აქ პლუსები თითქმის ამოწურულია. რაც შეეხება უარყოფითს: ზოგი ფიქრობს რომ შეტევითი ფეხბურთი (პირობითად თუ ვიტყვით) მხოლოდ შემტევებზე, ან შეტევით ფაზაში მხოლოდ კონკრეტულ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. შედარებით სუსტ გუნდებთან კიდევ შესაძლებელია ფონს გასვლა, მაგრამ დღეს ფეხბურთი ასე აღარ მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანია როგორაა მოწყობილი ბურთის მოპოვება, შეუძლია თუ არა გუნდს პრესინგის თამაში რაღაცა დროის განმავლობაში მაინც. ამ ასპექტში დიდი როლი აქვს დაცვის ხაზს. ჩვენი დაცვა ასაკოვანია, სტატიკურია. ამ დაცვით ვერასოდეს ვითამაშებთ მაღალ პრესინგს(ესპანეთთან ერთადერთხელ ავედით და ეგრევე მომენტი მოგვეცა). ჩვენ ცენტრებს არ ყოფნით სისწრაფე და ვერ ამოვლენ ძლიერ გუნდებთან ძალიან ზევით, კონტრშეტევების შიშით. ისინი კარს ეჯაჭვებიან, შესაბამისად არა თუ პრესინგი ბურთის ამოტანაც უჭირთ. არ გვყავს კიტეს გარდა ხაზების შემაერთებელი ფეხბურთელი, ჩვენ კარგ გუნდებთან არ გვაქვს ბურთის კონტროლი, შესაბამისად გვიწევს ბევრი უბურთო სირბილი შემტევებიანად და სადღაც ერთი საათის შემდეგ მართლაც არაქათგაცლილი გუნდი ვერაფერს ვეღარ ახერხებს. შეცვლებზე უკვე აღარაფერს ვამბობ.ეს არის ის ძირითადი უბედურებები, რაც გვჭირს და რის გამოც გვიჭირს არათუ გრანდებთან, არამედ ნებისმიერ თანამედროვე ყაიდაზე ორგანიზებულ გუნდთან ( მაგ. ლუქსემბურგი) რა შეიძლებოდა რომ გაგვეკეთებინა: ამ ჯგუფში ჩვენი შანსები მალე ამოიწურა, რატომ არ დავაყენეთ იმთავითვე ახალგაზრდა დაცვა საზონოვი-გელაშვილი-ლოჩოშვილი. აქამდე ხომ მეტად შეთამაშებოდნენ, შუა ხაზში აღმოაჩინეს ერადერთი ანზორი, როცა შეიძლებოდა სხვების მოსინჯვა, ისევე როგორც შენგელია იქცა ფლანგელად.ან მაგალითად ემუშავათ მარადიშვილზე. ხომ ცხადი იყო რომ კიტე ტრავმამიდრეკილია. 5-3-2 ითაც შესაძლებელია სემტევი ფეხბურთის თამაში, მთავარი სქემას მორგებული სწორი კონტინგენტია
ამატაკი
20 ნოემბერი 2023 11:41
2
ისე ამ ჩაკვეს რომ აფეტიშებთ,ცოტა მეტი ხომ არ მოგდით,რა მის საოცარ თამაშზეა საუბარი-ფეხბურთში საერთოდ მოდებაში არ ხართ, გუნდი, ოთხი ტაიმი კარებში ავტობუსად იდგა და ბურთი ვერ ამოქონდა,ვერ იჭერდა, ნახევარდაცვისა და დაცვას შორის კავშირი მოშლილი იყო,ხოლო თავდასხმა სრულიათ მოწყვეტილი გუნდს. ეს ყველაფერი, თამაშის წაყვანა,ტემპის კონტროლი, ბურთის დაჭერა, მაღალი პრესინგის ორგანიზება მას ეხება და ტყუილად ნუ ტენით მას გმირობას,ის გატანილი გოლები, მხოლოდ კვარას დამსახურება და მისი უმაღლესი კლასის შედეგია,თორემ მისი აუტის ხაზთან მიცემული ე.წ. საგოლე პასით მაგარი თამაშით,ორივე თამაში 5 გოლი გავუშვით,ერთი ამდენი კიდევ შეეძლოთ. გუშინაც ხომ ნახეთ გოლის შემდეგ საერთოდ ჩაიკარგა და იყო თუ არა მინდორზე არც იგრძნობოდა, საერთოდ შესაცვლელი ეგ იყო პირველ რიგში მიქაუტაძესთან ერთად.
ასეა!!!
20 ნოემბერი 2023 11:40
27
ნუ ეჭვიანობ თუ ძმა ხარ.. კვარას არანაირად არ აკნინებს ჩაკვეს კარგი თამაში. პირიქით. )))
)))
20 ნოემბერი 2023 17:11
0
ვაისი ჩაკვეტაძემ გაიყვანა ერთა ლიგაში, სანიოლი კვარაცხელიამ! აი როგორც კი არ აღმოჩნდა ერთიც და მეორეც ვაისიც განულდა როგორც მწვრთნელი და სანიოლი ხომ ნულია, რად უნდა განულება! დაველოდოთ როდის მორჩება ფულის კეთებას ფედერაცია და მერე მივაღწევთ ალბათ ლუქსემბურგის დონეს მაინც!
მწვრთნელი
20 ნოემბერი 2023 11:27
3
ხო, რათქმაუნდა ფეხბურთელების გარეშე მწვრთნელი ნულია. თქვენ გინდათ ფეხბურთელების გარეშე იგებდეს მწვრთნელი, არ გამოვა ეგრე არასოდეს!
მწვრთნელი
20 ნოემბერი 2023 14:18
0
ამ გუნდით არსად გამოსაჩენები არ ვართ. ბურთს ვერავინ აჩერებს, პასს ვერავინ აძლევს, გადაცემათა 70%-ზე მეტს მოწინააღმდეგე ეუფლება. ორ ტაიმს სრულყოფილად ვერავინ თამაშობს, ასეთი ფეხბურთელებით რა შედეგი უნდა დადოს მწვრთნელმა? მთელი გუნდი თავის საჯარიმოშია და იცავს თავს, მოწინააღმდეგეს ჩვენი ნახევარი აქვს ოკუპირებული, ამ დროს ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოს გარეთ იგერიებს ჩვენი მცველი, ანუ პირდაპირ ფეხებში აძლევს მოწინააღმდეგეს და ეს გრძელდება მთელი თამაშის განმავლობაში, ანუ ვერავინ ხვდება, რომ ასეთი მოგერიება არ შეიძლება.
ჟორა გაბრიჭიძე
20 ნოემბერი 2023 11:22
0
ორი ტაიმი სრულყოფილად რომ ითამაშო,ძლიერ ლიგაში,ძირითად შემადგენლობაში უნდა თამაშობდე.ასეთი,მხოლოდ ხვიჩა გვყავს(მამარდას არ ვთვლი,კარში დგას),ეს შემადგენლობა ესპანეთს,თუნდაც ფიზიკურად რომ ვერ გაუძლებდა,ან შოტლანდიას და ნორვეგიას,ვისი ფეხბურთელების უმეტესობაც,წამყვან ლიგებში თამაშობენ და საერთოდაც,სწორედ ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან,მოულოდნელი რატომ უნდა იყოს?ასეთ ლიგებში თამაში კი,ფიზიკასთან ერთად,კლასსაც ნიშნავს.ჩვენ,ნაკრებში,5-6 კაცი მაინც როცა გვეყოლება,ტოპ ლიგაში სტაბილურად მოთამაშე და კიდევ სულ ცოტა ერთი მაგდენი,შეზღუდული დროით მოთამაშე,კიდევ რამდენიმე საშუალო დონის ჩემპიონატებში,სტაბილურად მოთამაშესთან ერთად,მაშინ გვექნება საფუძველი,პირველი თუ არა,მეორე ადგილიდან მაინც,ჯგუფიდან გასვლის საფუძვლიანი იმედი გვქონდეს.რამდენიმე წლის წინ,ჩვენი ნაკრები,სადღაც ასეულის ზღვარზე იყო,მსოფლიოს რეიტინგში.ახლა?ახლა,სადღაც 75 ადგილთან ვართ ამოწეული.ეს პროგრესი არ არის?გასაგებია,რომ გვეჩქარება,მაგრამ ბავშვი,9 თვეზე ადრე თუ დაიბადა,დღენაკლულად ითვლება და მის გადასარჩენად,სპეციალური ღონისძიებებია გასატარებელი.ყველაფერს თავის დრო აქვს და დღესვე,როგორც ამ საიტზე ძალიან ბევრს სურს,არაფერი გამოვა.დროა საჭირო,ახალაშენებულ ბაზებზე,ფეხბურთელების და მწვრთნელების გასაზრდელად.თვითონ ამ ბაზების მშენებლობასაც დრო და სახსრები სჭირდება,რომელიც გაცილებით მცირე იქნებოდა,წინა მთავრობას,ძალიან ბევრი რომ არ დაენგრია და გაეყიდა.ამ ფედერაციას,ალბათ ძალიან ბევრი შეცდომებიც აქვს,მაგრამ ბევრსაც აკეთებს და როცა აკეთებ,იქ ცდები კიდეც.ყოველ შემთხვევაში,მათ სწორი მიმართულება დაისახეს და თუ ფეხბურთში,ბიზნესისაგან ფულის ჩადებაც მოხერხდა,შედეგები,კიდევ უფრო ჩქარა გამოჩნდება.
ამ პოსტით,თქვენ არ მოგმართავთ,ბატონო ჟორა,რადგან დარწმუნებული ვარ,ეს ყველაფერი,თქვენთვისაც ცხადია.აი აქ მწერალი ახალგაზრდები კი,თუ წაიკითხავენ და დაფიქრდებიან,ძალიან კარგი იქნება.არც მე ვარ მტყუან-მართალის გარკვევის უკანასკნელი ინსტანცია.სხვებსაც აუცილებლად ექნებათ საწინააღმდეგო არგუმენტები,მაგრამ საუკეთესოს ძებნას,კარგიც არ გადავაყოლოთ,ამისი მეშინია და ამისი თქმა მინდა.ასეთი რამე ხომ ადრეც უამრავჯერ დაგვმართნია.
სოსო
20 ნოემბერი 2023 12:35
0
ლოგიკურია:რომ ჩვენ არ გვყავს მსოფლიოს საუკეთესო თავმდამსხმელი ნორვეგიასავით(თუმცა მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას)არ თამაშობენ ჩვენები ისეთ კარგ კლუბებში როგორშიც ნორვეგიელები და როგორ უნდა გვქონდეს მატზე უკეთესი შედეგი;მაგრამ რა ვუყოთ ალბანელებს და ყაზახებს რომელთაც არც კვარაცხელია ყავთ და არც ჰალანი და არც ისეთ კარგ გუნდებში თამაშობენ?
გოჩა
20 ნოემბერი 2023 11:21
1
ალბანეთის ქვეჯგუფი არ იყო ისეთი რთული როგორც ჩვენი - პოლონეთი (არარაა ისეთი ძლიერი როგორც 4-5 წის წინ), ჩეხეთი, მოლდოვა (ესეც ინარჩუნებს შანსს თუ მოუგო გასვლაზე ჩეხეთს). ყაზახებს რაც შეეხება, მათი ჯგუფიც შედარებით იოლი იყო, ასევე ყაზახური გუნდები უკვე ასე თუ ისე გადიან უეფას ჯგუფებში და ასტანა თითქმის ყაზახეთის ნაკრებივითაა და სულ ერთად თამაშობენ. რათქმაუნდა ეს ჩვენების გამართლება ვერ იქნება, მეტი უნდა მოინდომონ როგორც აქ კლიბებმა ისე ლეგიონერებმა თავიანთ გუნდებში და ბევრი ბევრი ბიჭი გვინდა ევროპულ ჩემპიონატებში და ნაკრებშI კონკურენციის გაზრდა.
QT
20 ნოემბერი 2023 13:06
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული