ვილი სანიოლი: იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, გაუჭირდათ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებთან წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, თავს კარგად ვიცავდით. მეორე ტაიმში იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, ასეთი ინტენსიური ტემპის გაძლება გაუჭირდათ. მთლიანობაში, თამაშით კმაყოფილი ვარ. როგორც დე ლა ფუენტეს ვუთხარი, დღეს საფრანგეთთან ერთად ევროპაში საუკეთესო გუნდი ჰყავს და წარმატება ვუსურვე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ნაყოფიერად ვიმუშავეთ და საერთო დონე გაიზარდა. შოტლანდიასთან კარგად ვითამაშეთ და დღეს პირველ ტაიმში, რაც თავდაჯერებისთვის კარგია.
თუმცა საქართველო ვართ და კიდევ უფრო მეტი გვინდა და გვჭირდება. მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა რაც ხალხს უნდა, ის შედეგი გვქონდეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

რთული ჯგუფი იყო. როცა კვიპროსს ვუგებთ, ეს ნორმალურად ითვლება, მაგრამ როცა ესპანეთთან ვაგებთ, მიზეზის ახსნას გვთხოვენ. ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე და მომავლისთვის ეს დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ძლიერი გუნდი გავხდეთ".

რატი შელეგია - ვალიადოლიდიდან

მკითხველის კომენტარები / 58 /
ყველამ იბუზღუნა კვარას ცენტრფორვარდად რა უნდაო, მაგრამ აჰა, სწორედ რომ სანიოლმა მოუძებნა ყველაზე სასარგებლო პოზიცია. ყველა თამაშზე გოლი გააქვს.
მეც არ გვიგჟდები სანიოლზე, მაგრამ ბევრზე მეტად რომ ესმის ფეხბურთი და ბევრზე უკეთეს ანალიზს რომ აკეთებს ფაქტია.
ვაჟა
20 ნოემბერი 2023 16:18
2
ზოგადად ტეხავს, ტიგანას და ჰიცფელდის საუკეთესო გუნდებში რომ წლები ითამაშე კაცმა და ყველა სამწვრთნელო ეტაპი გაიარე, და ეხლა სოცქსელებში გიგლა და ოთიკო რომ გასწავლიან ფეხბურთს. მაგრამ რა გინდა, იგივე სასტავი უხსნიდა იმ კაცს, სლოვაკური უბნის გუნდი ლიგაზე რომ გაიყვანა და ნაკრები მუნდიალის მერვედფინალში, შეცვლები რომელ წუთზე უნდა გაეკეთებინა, ხოდა მაგ ფონზე სანიოლი კიდევ კარგ დღეშია.
ჯეკო
20 ნოემბერი 2023 17:08
2
სამწუხაროდ არასწორ ფეხბურთს თამაშობს ნაკრები ისევ. Kვარაცხელიას და ჩაკვეტაძის გარდა ბევრი საერთოდ აზრზე არ არის ან ფიზიკურად უსუსურები არიან. აზაროვი ნიჭიერი ბიჭია მაგრამ ფიზიკურად ძალიან აგებს მარცხებნა ფლანგზე ორჯერ დაკარგა მოწინააღმდეგე და ორივეჯერ გაუტანეს. ტექნიკა აქვს, მაგრამ ბევრ ნაკრებში ასეთი ფიზიკურის მონაცემების მოთამაშეს არ გამოიძახებდნნენ. კვარამ სამწუხაროდ აიკიდა ორი ყვითელო ორ თმააშში და გაზაფხულზე გუნდს ფლეი ოფში დააკლდება. მოკლედ იგივე სცენარი მეორდება როგორც წინა შესარჩევში კვარა ისევ ტრიბუნებიდან უყურებს თამაშს და ისევ წააგებს გუნდი. შუა ხაზი საერთოდ არ გვყავს ქოჩორაშვილს არა უშავს, მაგრამ კვირკველიამ მოჭამა თავისი. არის ახალგაზრდულში ერთი ორი კარგი ბიჭი თან სიმაღლეც აქვთ. რატომ არ უXძახიან საინნტერესოა. მამუჩაშვილს ნაკრებში არა ესაქმება რა. Mოკლედ საშინელი დონეა, შოტლანდიას ჩააბარეს შუა ხაზი და ბურთი, აუტის მოწოდება უჭირთ როგორც მორაგბეებს, აქაც შადრე აგდებს ბურთს? საჯარიმოს ვერ ურტყავენ, ამ დროს არაბიძეს არც აკარებენ ნაკრებს, პასიც კარგი აქვს და შორიდანაც კარგად ურტყამს, ამ გუნდში კი ვერავინ შაჯარიმოს გარედან ვერ ურტყავს. მიქაუტაძეს სამჭუხაროდ დაკარგულია და ისევ ბუდუ სჯობს ან ქვილითაია, მაგრამ ამათ ყველას გაგუა თუა არ სჯობდეს მაგ პოზიციაზე. მუშაა , თავით კარგად თამაშობს, ფეხითაც პასიც კაგრგი იცის. ალთუაშვილი, მექვაბიშვილიც არა არიან სანაკრები დონის. და ბოლოს კი სამწვრთნელო შტაბიც რადგან ასეთ უსუსურ ფეხბურთს ათამაშებს ნაკრებს. წუწუნი კარგი იცის სანიოლმა მაგრამ არა აქვს ხედვა. როგორ შეიძლებოდა მაყვეითელის აკიდება კვარასთვის თან ზედმეტი ლაპარაკის გამო. ეს ხელების შლა კიდევ რა არის ხელების შლას... დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვას... სად არის ფეოლა ეჰ
simartle
20 ნოემბერი 2023 10:28
15
სულ სხვა ტურნირია "ერთა ლიგა" და შესარჩევი, არ ინერვიულოთ
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
20 ნოემბერი 2023 10:46
2
დავიწვი ჩვენი მცველების საცოდაობით ბურთის ცენტრამდე ამოტანაზე... მოედანზე რომ ვყოფილიყავი, ვთხოვდი ესპანელებს, კაცურად ცოტა გაგვაგორებინეთ ბურთი თქო. რას გვერჩოდნენ, ესაა მასპინძლობა ადამიანების ასეთი წნეხის ქვეშ მოქცევა??? გაჭაღარავებული გამოვიდა მთელი ჩვენი დაცვა თამაშის შემდეგ მოედნიდან.

დისბალანსი ძალიან დიდია ჩვენი დაბალი დონის დამცველებსა და შედარებით მაღალი დონის თავდამსხმელებს შორის. ჩაკვეტაძეს კიდე მთელი ცენტრის ფუნქციებს ითავსებს, დიდებული თამაში ქონდა გუშინ და მაგიტომაც ესპანელმა კომენტატორებმაც არ დაიშურეს საქებარი სიტყვები როცა შეცვალეს: ჩვენი ყველაზე დიდი თავის ტკივილი გაყავთო.

ნუ, ხვიჩა თავისთავად...
ეჰჰ..
20 ნოემბერი 2023 15:43
1
ყველაზე მეტად სანიოლსა და ხიზანიშვილს უჭირთ, რადგან არანაირი სამწვრთნელო პრაქტიკა არ აქვთ.
გიორგი
20 ნოემბერი 2023 13:46
1
თავს ზემოთ ძალა არაა :)) ნუ იქმნით ილუზიას ჯერ უნგრეთის პოლონეთის დონემდე მივიდეთ. გუშინ აშკარა იყო ტოპ დონის ფეხბურთელების არყოლა
beqa
20 ნოემბერი 2023 12:42
0
ეს ვერ არის საერთოდ-არაადეკვატურია ან ჩვენ ვგონივართ ადგილობრივი ტომი,რომელსაც რასაც გინდა დააბოლებ და რაღაც ბრჭყვიალა კრიალოსნებით გააკვირვებ. რა პროგრესზეა საუბარი: ისევ ბოლოდან მე-2 ადგილზე გავედით სულ 8 ქულით,აქედან 6 ბილოადგილოსანთან ავიღეთ, ხოლო წინა სამეულთან ორი,ამასთან ჯგუფის გამარჯვებულთან სულაც 2-10 წავაგეთ, ბედი ჩვენი რომ კვარა გვყავს და მისმა გოლებმა ცოტა შეალამაზა ეს მორიგი ფიასკო. ეხლა უეფას მიერ მაჩანჩალებისთვის გამოყოფილი ევროზე მოსახვედრი უკანა კარიდან მოსახვედრი საგზური უნდა გათამაშდეს და იქაც ღმერთმა უწყის რა მოხდება. ასეთი თამაშით,ტაქტიკით, დაცვით, ნახევარდაცვითა და ცერტრფორვარდებით შფოთვის საფუძველი ბევრს გვაქვს. ერთი კაშკაშა წერტილი ხვიჩაა, მაგრამ რად გინდა, მხარს ვერ უბავენ და მისი ძალისხმება შედეგობრივად მაინ არაფერს ნიშნავს,შოტლანდიასთან გააკეთა დუბლი-ვერ მოვიგეთ,ესპანეთს გაუთანაბრა-საერთოდ წავაგეთ......ისე კვარაზე კიდევ უფრო ვბრაზდები, ახალგაზრდულში,რომ არ იკადრა თამაში, მისი ამ სათამაშო დონით და შემართებით საეთოდაც შეგვეძლო ტურნირის მოგება.
SOSO
20 ნოემბერი 2023 12:09
7
სულ მიქაუტაძის დაცვაში ვარ ბოლო დროს, მაგრამ ამ თამაშში საშინლად არ მომეწონა, საერთოდ არ მუშაობს ართმევებზე, ასე როგორ შეიძლება?! კვირკვლიას რატომ ათამაშებს სანიოლი, დიდი გამოცანაა ჩემთვის. კაკაბაძემ რამდენჯერაც უკან დაუგორა, იმდენჯერ სისულელე ჩაიდინა, აღარ ვლაპარაკობ იდიოტურ ბურთის ამოტანებზე. ან ასე ღრმა დაცვაში რატომ ვჯდებით მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან, ესეც გაუგებარია. სანიოლიც მწვრთნელია და ანჩელოტი და გვარდიოლაც? საბოლოოდ იმას მივხვდი, რომ ჩვენს ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს.
ბმბ
20 ნოემბერი 2023 12:07
5
თითის გაშვერის სლეციალისტი
III
20 ნოემბერი 2023 03:16
2
ნორმალური მწვრთნელია და შეეშვით რა.შეცვლებსაც დროულად აკეთებს და იძახებს იმ ფეხბურთელებს ვინც იმსახურებს წინა მწვრთნელებისგან განსხვავებით!ნუ ვლადიმერ ვაისს თუ არ ჩავთვლით მაგრამ მაგან შეცვლები არ იცოდა დროული.ვილი ამით ჯობნის მას!მოგიხუმრებიათ თქვენ ასეთ შოტლანდიასთან 2-2 და ესპანეთთან პირველი ტაიმი 1-1.რაც ვართ ეგ ვართ და შეეშვით ილუზიებს.უნდა გავიდეთ ევროპაზე შედარებით სუსტი გუნდების დამარცხებით.ეგერ ალბანეთი მეორეჯერ გადის უკვე.
შახრუდინი
20 ნოემბერი 2023 15:45
8
ვილი!!რომ არა ჩაკვეტაძე კვარაცხელია შენ სად იქნებოდი მაგასაც ვნახავდით!!!
!!
20 ნოემბერი 2023 13:40
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული