ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ ესპანეთთან წაგებულ მატჩში (1:3) უნაი სიმონის კარი დალაშქრა. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გაადაცემა გააკეთა.
ხვიჩას ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 28 შეხვედრაში 15 გოლია. ამ მაჩვენებლით ალექსანდრე იაშვილს დაეწია და მხოლოდ შოთა არველაძეს (26) და თემურ ქეცბაიას (17) ჩამორჩება.
კვარაცხელიას ასაკისა და რაც მთავარია, ოსტატობის გათვალისწინებით, ის მალე, ალბათ, რეკორდსმენი გახდება.