"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

"როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო 3 საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს.

21 და 26 მარტს გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს თბილისში ვუმასპინძლებთ ან ლუქსემბურგს, ან აზერბაიჯანის ნაკრებს და ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.

23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა, თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილის
გამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მას "დინამო არენის" ტრიბუნებიდან ამხნევებს ხოლმე.

სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ჰქვია."

altკვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

მკითხველის კომენტარები / 116 /
ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების მწვრთნელებიანად უკიდეგანო არაკომპეტენტურობას ავლენენ. ისინი არ აკეთებენ წინასწარ არანაირ ანალიზს. დარწმუნებული ვარ მათ ისიც კი არ ჰქონდათ გააზრებული ხვიჩა კვარაცხელიას ყვითლები რას გამოიწვევდა ერთა ლიგის ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ყველა სხვა წამყვან საფეხბურთო ქვეყნის ეროვნულ ფედერაციებს და წამყვანი ლიგის გუნდებს ჰყავთ კვალიფიციური ანალიტიკოსები რომლებიც ეხმარებიან გუნდის სამწვრთნელო შტაბს ამა თუ იმ ფეხბურთელის მიერ მიღებულ ყვითელ ბარათს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
ხვიჩა რომ ყვითელ ბარათს მიიღებდა ეს უკვე მეორე ტაიმის დასაწყისშივე ჩანდა, მწვრთნელს წინასწარ უნდა დაერიგებინა ხვიჩა რომ მორიდებოდა ყვითელ ბარათს ან უნდა შეეცვალა. სანიოლმა ვერ განსაზღვრა პრიორიტეტი რა იყო: ესპანეთთან რაღაც შედეგი (რაც თავიდანვე წარმოუდგენელი იყო) თუ ერთა ლიგისთვის სწორი ტაქტიკის დაგეგმვა.
ხვიჩას მინდა ვუთხრა რომ მსაჯებთან ხშირი კამათი მას როგორც პროფესიონალს არაფერში გამოადგება, ყოველივე ეს მას პოზიტივში არ ჩაეთვლება და სასურველია რომ ამ კუთხით საკუთარ თავზე იმუშაოს.
Nika_123
20 ნოემბერი 2023 21:02
2
ერთი მაკედონიასთან ქონდა კორონა და მერე ეხლა არ იცოდნენ, ეს იყდები ესენი
გ.შ.
21 ნოემბერი 2023 03:11
1
ალბათ დისლაიქებით ამავსებენ,მაგრამ მაინც ვიტყვი.ყველა ფედერაციას რომ აგინებთ,ფედერაციამ უთხრა,ყვითელი ბარათი აიკიდეო?ახლა მეორერ სიტუაციასაც შევხედოთ:შნ რომ თავს იკლავ და ამდენი ხალხი მაინც დაგკიჟინებს,არ ვარგიხარო,რა გუნებზე დადგები?არ მოიშლები ნერვებზე და დაიძაბები?ჰოდა მისმა გულშემატკივრებმა,საკუთარ თავებს უსაყვედურეთ,თუ მისი გაფრთხილების გამო,გული მართლაც გტკივათ.მეტი არაა ჩემი მტერი,თქვენ რაიმე აღიაროთ,მაგრამ გულში მაინც ხომ იცით,რომ მართლები არა ხართ!არც იმისი იმედი მაქვს,რომ ყველა ასეთს,ეწყინა,მისი ნაკრებისაგან გამოკლება,თქვენგან ნაწილის სურვილი ხომ სწორედ მისი წყობილებიდან გამოყვანა იყო,მაგრამ ვისაც მართლა გული შეგტკივათ,საქართველოს ნაკრებზე და მისი დისკვალიფიკაციაც გეწყინათ,თქვენ მოგმართავთ:ხომ ნახეთ,რომ ეს ბიჭიც ჩვეულებრივი ადამიანია და ნერვებიც ჰქონია.ამის შემდეგ მაინც მოეშვით ვიღაცის ფეხის ხმის აყოლით,მის და სხვა ფეხბურთელების უაზრო დამცირებას და შეურაცხყოფას.უბრალოდ,თქვენი თავი წარმოიდგინეთ,მათ ადგილას და ცოტათი მაინც მიხვდებით,რას გრძნობენ,რაღაცა ძალიან რომ უნდათ,მაგრამ არ გამოსდით.ბავშვობაში ყველა ვთამაშობდით ფეხბურთს და ყველას გვსურდა,დიდი ფეხბურთელი გავმხდარიყავით,მაგრამ ჩვენგან არაფერი გამოვიდა და ვისაც ნერვები და შრომისმოყვარეობა ეყო,უდიდესი შრომით,შესაძლოა არა დიდი,მაგრამ კარგი ფეხბურთელი მაინც გამოსულიყო და საქართველოს ნაკრებში ეთამაშა,გვაქვს ჩვენ,მორალური უფლება,მათზე ვანთხიოთ ბოღმა,ვიღაცა თქვენზე მაგარი რატომ არისო?დიდმა ეროსი მანჯგალაძემ,მას შემდეგ შეწყვიტა მომენტის გაფუჭებაზე ფეხბურთელების კრიტიკა,რაც თატრის მსახიობთა საფეხბურთო მატჩში,მგონი ქუთაისში,თვითონ გააფუჭა პენალტი და საკუთარ თავზე გამოსცადა,ფეხბურთელის იმედგაცრუება,ასეთი მომენტის შემდეგ. იმედი მაქვს დაფიქრდებით და ბიჭების დაკომპლექსებას თავს გაანებებთ.გუნდის მხარდაჭერა,მხოლოდ სტადიონზე კი არა,ყველგან,მათ შორის სოციალურ სივრცეშიც უნდა გავაგრძელოთ და მხოლოდ მაშინ გავხდებით,ერთი გუნდი.
სოსო
20 ნოემბერი 2023 21:00
25
ციციკორე,ხვიჩას თამაშის დროს,დაუძახეს,აქაეთ მოიხედე,სელფი გადავიღოთო და რომ არ მივიდა,გინერბა მიაყოლეს.ორ დღეში ქორწილი ჰქონდა ბიჭს და ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს.როცა პასუხის გაცემის საშუალება გაქვს,გასცემ კიდეც,მაგრამ როცა იძულებული ხარ დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მოითმინო,როგორი საქმეა?ჩემი მეგობარი სოფლის გამგეობაში მუშაობდა და ვიღაცამ ოჯახი უხსენა,ცუდად.ამანაც აღარ დაუხვალია და ვინც იყო,ერთი დარტყმით გააცურა.ატყდა იქ ამბავი,საჯარო პირი ხარ და მოთმინება გმართებსო..!მე ჯერ ჩემი ოჯახის წარმომადგენელი ვარ და ამის მერე,საჯარო პირი,ჩემზე ეთქვა ცუდად მუშაობ,ავიტანდი,მაგრამ ოჯახის გინებას არავის შევარჩენო,,უპასუხა.ოჯახი შექმნა ბიჭმა და მილოცვის მაგივრად,რა აღარ გააგონეს,ბევრმა.ადვილი მოსათმენია?არ იჯდება ნერვებზე?ჰოდა ნერვებზე ჯდომამ,ასეთი რამეებიც იცის.შენი თავი წარმოიდგინერ,მის ადგილას და მერე თქვი,გამოდგება თუ არა,გაპრავებად,რუსული სიტყვა რომ არის და ქართულად,გამართლებად ითარგმნება.
სოსო
21 ნოემბერი 2023 14:41
1
დაჯექი, ორიანი! არაფრად ვარგა ეს გაპრავება!
ციციკორე
20 ნოემბერი 2023 21:54
7
ყველა გამოხმაურება
თავად არ გააკეთებს კომენტარს?!... ვფიქრობ, ვალდებულია...
ვოოტ
20 ნოემბერი 2023 20:57
4
ბოდიში მაგრამ თუნდაც ხვიჩას არყოფნის გამო ვერ მოვუგოთ ლუქსემბურგს მაშნ ევროპაზე არაფერი გვესაქმება.
forza_Juve
20 ნოემბერი 2023 20:54
9
ფედერაციას ჯანდაბა მაგრამ კვარას თამაშებს თუ უყურებთ ზედმეტად რეაგირებს და ხელებს შლის და მსაჯებს სულ ეკამათება, ნაპოლის თამაშები ნახეთ. თავისი ბრალია. დიდი ფეხბურთელობა რომ უნდა ადამიანს გგასაგებია მაგრამ ეს ხელების შლით და მსაჯებთან კამათით არ ხდება. რა საჭირო იყო? წინა ბმულებზე დავწერე და უცოდინრებს და ფეხბურთის უთამაშებლებს არ მოეწონათ. ჰოდა დალიეთ ეხლა ცივი წყალი და შხაპი კიდევ. მის ადგილზე კვერნაძე და გაგუა ცენტრში პირველ ნაკრებში, ნოდარ ლომინაძე ნახევარ დაცვაში9რატომ ვერ ხედავენ ეს ბრმები ამ ბიჭის დიდ მონცაემებს), და საზონოვი დაცვაში.
simartle
20 ნოემბერი 2023 20:53
6
სამწუხარო რეალობა ის არის რომ თქვენნაირი რუსეთუმეები არიან ფეხბურთის სათავეში!!!,თქვენ ქვეყანა არ გიყვართ, გიყვართ თქვენი თავები და ჯიბეები!!!!!!!
სამაჩაბლოელი
20 ნოემბერი 2023 20:52
10
ჟურნალისტებო!!!ხმას რატომ არ იღებთ??რატომ არ აკრიტიკებთ ფედერაციის მუშაობას??.დასცინეთ ახლა მერაბ მეტრეველს მარტო ეგ კაცი იძახის სიმართლეს,დანარჩენებთან ალბათ "დალაგებული"აქვს ფედერაციას!!!
ნინო
20 ნოემბერი 2023 20:33
5
სასაცილოა სატირალი რო არიყოს როგორ შეიძლება ფედერაციას არ ცოდნოდა რო ყვითელზე ნახევარფინალს გამოტოვებდა კვარა .
გიო
20 ნოემბერი 2023 20:31
1
მთავარ ნიუსად რატომ არ გამოდეთ ეს ინფორმაცია, გინდათ შეუმჩნევლად გადააგოროთ? ქოცსაიტისგან არ მიკვირს
გოგა
20 ნოემბერი 2023 20:28
9
მეორე მხრივ ტრაგედია არ უნდა შევქმნათ და თავზე ნაცარი არ უნდა დავიყაროთ ! ჯერ ერთი მარცხენა ფრთაზე ისე არ გვიჭირს როგორც მარჯვენაზე--კვარას მაგივრად ჩაკვე ითამაშებს ძალიან მაგრა (მთავარია კიტეიშვილი იყოს მაგ დროისთვის მზად და ის ითამაშებს 10 ნომერს) ზურიკოც მარცხენა შემტევია წესით და არ დავივიწყოთ ბერიძეც და სულაც არა აქვს მნიშვნელობა იმას ნაციონალების მხარდამჭერია გირჩის რკოს თუ ლეღვის ! წიტაიშვილი-ჩაკვეტაძე (ზურიკო ბერიძე) ძალიან მაგარი შემტევი ფლანგი იქნება ! მე თუ მკითხავთ გაცილებით პრობლემურია ნახევარდაცვის ცენტრი და თავდასხმა და საერთოდ საკუტარ მოედანზე ლუქსემბურგს თუ ვერ მოვუგებთ რა გვესაქმება მაშინ ევროპაზე ??
zura222
20 ნოემბერი 2023 20:27
7
კვარას გარეშე ლუქსემბურგს კი არა, იმ 8:0--იან ტაილანდსაც ვეღარ მოიგებენ და თან არავინ იცის, ეგ ჩამოთვლილი ფეხბურთელები რა ხოდზე იქნებიან მარტში....
დდდ
20 ნოემბერი 2023 20:47
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული