"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

"როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო 3 საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს.

21 და 26 მარტს გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს თბილისში ვუმასპინძლებთ ან ლუქსემბურგს, ან აზერბაიჯანის ნაკრებს და ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.

23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა, თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილის
გამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მას "დინამო არენის" ტრიბუნებიდან ამხნევებს ხოლმე.

სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ჰქვია."

altკვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

მკითხველის კომენტარები / 116 /
იცით ეს რატომ გვჭირს? გაავსო კალაძემ ფედერაცია მასავით გაუნათლებელი ძმაკაცებით
gio
20 ნოემბერი 2023 20:22
5
როგორც იქნა გამოჩნდნენ მახარობლები რუსეთიდან.
წადი თქვენი
20 ნოემბერი 2023 20:21
5
აი მიზეზი ნაკრების წარუმატებლობისა,
ფედერაციაში კაი ფეხბურთელები არიან თავმოყრილები, თავი კი არ უმუშავებთ!!!
თენგო
20 ნოემბერი 2023 20:20
4
ესენი მტრები არიან,თუ ეს იცოდნენ და მაინც ათამაშეს და თუ არ იცოდნენ ვაიმე ჩიტები ყოფილან.
budu44
20 ნოემბერი 2023 20:17
2
გაუთავებლად უნდა იძახოთ "ხელმოცარულები".
სამართლიან კრიტიკას მხოლოდ ბრიყვი ვერ ეგუება.
რატის
20 ნოემბერი 2023 20:16
2
თქვენი სამართლიანი კრიტიკა არ გაიშვა. :))) ბოღმა ყოველთვის ბოღმად რჩება.
რატი
21 ნოემბერი 2023 13:39
0
საქრთველოს ფეხბურთის ფედერაცია ნაგვები ხართ!!!მეზიზღებით
!
20 ნოემბერი 2023 20:14
6
რათ გვინდა კვარა.სანიოლი ხომ გვყავს,აბურჯანიათი შეცვლის.
ინსაიდი
20 ნოემბერი 2023 20:13
5
სამარცხვინო ფედერაცია
გიო-გოლი
20 ნოემბერი 2023 20:12
4
უნამუსოები ხართ ფედერაციაში, გულზე ვსკდები რო ვერ გაგებინებთ რაც თავში მიტრიალებს
ტიმო
20 ნოემბერი 2023 20:11
4
ორი ვარიანტია 1) არ გამოვრიცხავ რომ გამაზული ქონდეთ ძალიან დიდი ფული ფედერაციის ძველ ბიჭებს უკვე მეორედ ასე დამთხვევა? 2) უვიცობის ზეიმი ზღვარს სცდება და სიდებილეში გადადის ფედერაციაში.
დარწმუნებული ვარ ზედ მატჩის წინ ჩაკვეს ტრამვას გამოაცხადებენ ან რაიმე მსგავსს.
რუსთავი
20 ნოემბერი 2023 20:09
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული