მომხდარი ამბავის შეფასება ძალიან მარტივია, "კვარას" შესაბამისი ადამიანებიდან მატჩამდე უნდა სცოდნოდა შესაძლო საფრთხის შესახებ, ეს მიღებული და გამართლებული პრაქტიკაა. რომ არ იცოდა, ამ ამბავს ვერავინ "გააპრავებს". შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ სადღაც დაწერეს, კვარაცხელია ტოვებს ესპანეთთანო. წესი გადავამოწმეთ, ფედერაციის წარმომდგენელთანაც დავაზუსტეთ, რომ დისკვალიფიკაცია სამ გაფრთხილებაზე
მოთქმის დრო მართლა არაა, ფინალში უნდა გავიდეთ და იქ ითამაშებს ხვიჩა!.. ისე, მსგავსი ამბები საკმაოდ ხშირად გვემართება. შემთხვევა გვქონდა ვილი სანიოლთან მიმართებაში, რომელიც შვედეთთან მატჩის გამოტოვება მოუწია, ამის შესახებ კი ფაქტობრივად, ბოლო წუთებში გაიგო. უფრო ადრე სხვებიც გვახსოვს - კანკავა დისკვალიფიცირებული ეგონათ და ტყუილად დაისვენა; ნიკა კვეკვესკირმა ახალგაზრულში ისე ითამაშა, ამის უფლება არ ჰქონდა და დავისაჯეთ; უჩა ლობჟანიძემ ალბანელებს უცნაური გოლი რომ გაუტანა, ზედმეტი ცვლილების გამო უეფამ ამხანაგურის სტაუსითაც არ მიიღო. ბოლო-ბოლო ის ქვეყნის წარმადგენლები ვართ, ოლიმპიურ ჩემპიონს აწონვაზე რომ დაააგვიანებინეს...
ყურადღების გამახვილება სხვა საქმეზე გვსურს. ჩრდ. მაკედონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციასა და თავად მატჩს რამდენიმე ჟურნალისტი დავეწარით. კვარაცხელიას დანაკლისზე რომ გავიგეთ, ვლადიმირ ვაისს ისეთი თვალები ჰქონდა, მას აღარაფრის სჯეროდა. იმავე განწყობა სუფევდა სოციალურ ქსელებშიც. ჩვენ ფეხბურთელებს ისედაც არ აქვთ ფსიქოლოგიური მდგრადობა და ახლა იმაზე ხაზგასმა, რომ "კვარას" გარეშე შეუძლებელია ლუქსემბურგს ვაჯობოთ, კარგს არაფერს მოგვიტანს. სხვა ეპოქაა, ბიჭები სოციალურ ქსელებს აქტიურად ეცნობიან და კომენტარებსაც კითხულობენ. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, "ჯვაროსნების" მოტივაცია ამაღლდეს და თქვან, ლიდერის გარეშეც შეგვიძლია!..
რაც შეეხება ლუქსემბურგს, რომელსაც მარტში ვუმასპინძლებთ. ერთ დროს მაჩანჩალა ნაკრები დღეს საკმაოდ ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს და ფეხბურთელები ნორმალურ კლუბებში გამოდიან. შესარჩევ ეტაპზე ისინი მესამე ადგილზე გავიდნენ, ისლანდიასა და ბოსნიას აჯობეს. დანაკლისი მეტოქეებსაც ექნებათ, გერმანიაში მოასპარეზე, ერთ დროს ჩემპიონშიპში მყოფი დანიელ სინანი არ ეყოლებათ. ლუქსემბურთან ერთხელ უგოლო ფრე ვითამაშეთ, რომლის შემდეგაც კლაუს ტომპმიორელმა რამდენიმე მოთამაშეს უდისციპლინობა დასწამა და ნაკრებიდან დაითხოვა...
შევხვდებით მარტში და იმედია, ევროპის ჩემპიონატზეც!..
არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!
კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...