ხვიჩას არყოფნა - რა არ "პრავდება", ჟურნალისტების როლი და რისი გამეორება აღარ უნდა დავუშვათ!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების განვლილი მატჩების ანალიზი ჩვენი მკითხველებისთვის საინტერესოა, თუმცა, ისეთი ამბავი გახმაურდა, ამის ხალისი ბევრმა დაკარგა. შესარჩევი ეტაპი დავასრულეთ და მთელი ყურადღება ახლა მარტისკენ უნდა მივმართოთ, ევროპირველობის შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს - პირველ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელია გარეშე...

მომხდარი ამბავის შეფასება ძალიან მარტივია, "კვარას" შესაბამისი ადამიანებიდან მატჩამდე უნდა სცოდნოდა შესაძლო საფრთხის შესახებ, ეს მიღებული და გამართლებული პრაქტიკაა. რომ არ იცოდა, ამ ამბავს ვერავინ "გააპრავებს". შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ სადღაც დაწერეს, კვარაცხელია ტოვებს ესპანეთთანო. წესი გადავამოწმეთ, ფედერაციის წარმომდგენელთანაც დავაზუსტეთ, რომ დისკვალიფიკაცია სამ გაფრთხილებაზე
ხდებოდა. ალბათ, ჟურნალისტებსაც მეტი უნდა მოგვეძიებინა, გადადიოდა თუ არა პლეი-ოფში ეს ამბავი და განგაშის სიგნალი ჩაგვერთო, იქნებ შესაბამისს ხალხს ასე მაინც მიეღო პრევენციული ზომები. ისე, მუდმივად ვწერთ რომ ესაა "ერთა ლიგიდან" ბოძებული პლეო-ოფი, ანუ ევროპის ჩემპიონატის. თავად "ერთა ლიგას" პლეი-ოფი არ აქვს.

Sportall.Ge

მოთქმის დრო მართლა არაა, ფინალში უნდა გავიდეთ და იქ ითამაშებს ხვიჩა!.. ისე, მსგავსი ამბები საკმაოდ ხშირად გვემართება. შემთხვევა გვქონდა ვილი სანიოლთან მიმართებაში, რომელიც შვედეთთან მატჩის გამოტოვება მოუწია, ამის შესახებ კი ფაქტობრივად, ბოლო წუთებში გაიგო. უფრო ადრე სხვებიც გვახსოვს - კანკავა დისკვალიფიცირებული ეგონათ და ტყუილად დაისვენა; ნიკა კვეკვესკირმა ახალგაზრულში ისე ითამაშა, ამის უფლება არ ჰქონდა და დავისაჯეთ; უჩა ლობჟანიძემ ალბანელებს უცნაური გოლი რომ გაუტანა, ზედმეტი ცვლილების გამო უეფამ ამხანაგურის სტაუსითაც არ მიიღო. ბოლო-ბოლო ის ქვეყნის წარმადგენლები ვართ, ოლიმპიურ ჩემპიონს აწონვაზე რომ დაააგვიანებინეს...

ყურადღების გამახვილება სხვა საქმეზე გვსურს. ჩრდ. მაკედონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციასა და თავად მატჩს რამდენიმე ჟურნალისტი დავეწარით. კვარაცხელიას დანაკლისზე რომ გავიგეთ, ვლადიმირ ვაისს ისეთი თვალები ჰქონდა, მას აღარაფრის სჯეროდა. იმავე განწყობა სუფევდა სოციალურ ქსელებშიც. ჩვენ ფეხბურთელებს ისედაც არ აქვთ ფსიქოლოგიური მდგრადობა და ახლა იმაზე ხაზგასმა, რომ "კვარას" გარეშე შეუძლებელია ლუქსემბურგს ვაჯობოთ, კარგს არაფერს მოგვიტანს. სხვა ეპოქაა, ბიჭები სოციალურ ქსელებს აქტიურად ეცნობიან და კომენტარებსაც კითხულობენ. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, "ჯვაროსნების" მოტივაცია ამაღლდეს და თქვან, ლიდერის გარეშეც შეგვიძლია!..

რაც შეეხება ლუქსემბურგს, რომელსაც მარტში ვუმასპინძლებთ. ერთ დროს მაჩანჩალა ნაკრები დღეს საკმაოდ ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს და ფეხბურთელები ნორმალურ კლუბებში გამოდიან. შესარჩევ ეტაპზე ისინი მესამე ადგილზე გავიდნენ, ისლანდიასა და ბოსნიას აჯობეს. დანაკლისი მეტოქეებსაც ექნებათ, გერმანიაში მოასპარეზე, ერთ დროს ჩემპიონშიპში მყოფი დანიელ სინანი არ ეყოლებათ. ლუქსემბურთან ერთხელ უგოლო ფრე ვითამაშეთ, რომლის შემდეგაც კლაუს ტომპმიორელმა რამდენიმე მოთამაშეს უდისციპლინობა დასწამა და ნაკრებიდან დაითხოვა...

შევხვდებით მარტში და იმედია, ევროპის ჩემპიონატზეც!..

altარაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

altკვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

მკითხველის კომენტარები / 74 /
ვფიქრობ ერთი ორი კარგი ბუღალტერი უნდა დავამატოთ ნაკრებში, ბარათების დასათვლელად. ერთი ორი გრელფეხება გოგოც,რომ არ მოიწყინოს ფედერაციის ბრბომ პაეზდკებში
gio
22 ნოემბერი 2023 19:48
1
ყაველაშვილს შეეშალა, ვერ დათვალა ყვითელი ბარათები, არ იცის არითმეტიკა, სკოლაში არ უვლია, უმაღლესში მოაწყვეს, იქაც არ იარა, სემესტრში ერთხელ რომ მისულიყო, გადაიყვანდნენ კურსიდან კურსზე, აღარ იქნებოდა სალაპარაკო, დიპლომი არა აქვსო, აი კახამ აიღო დიპლომი და რა ბრძნული გამონათქვამები აქვს, შევჩენკოსაც კი შეშურდება, იმერელი დედაკაცის"გადაშენდი" კი ხომ მაგარია კახი?
პატრიოტი
22 ნოემბერი 2023 18:28
1
ფედერაცია ამ ამბავს რა თქმა უნდა ვერ გააპრავებს, მაგრამ ხვიჩამაც თავი უნდა აკონტროლოს!!!!! მორჩეს უნდა ბლატაობას მსაჯებთან, მოწინააღმდეგესთან. ისევ ისეთი თავმდაბალი და ჩუმი ხვიჩა გვინდა.
თავმდაბალ ვარსკვლავზე უკეთესი არაფერია.
ვაჟა
22 ნოემბერი 2023 13:40
0
ყველაფერი ერთი დიდი ცირკია და ჩვენ ვუყურებთ პირდაღებულები. ბოდიში შევცდითო. უეფას წესდების წაკითხვის მეტი რა მოგეთხოვებათ აბა? ჩემმპიონატი გვაქვს ჭაობი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თუ გაწვიმდა ტბები დგას სტადიონებზე, რეგიონებში ყველგან.

არ დაბლოკოთ.
რამე გვეშველება???
22 ნოემბერი 2023 10:42
2
ჯერ იყო და ჩრდ.მაკედონიასთან ის ხალხიც არ დაუშვეს რის უფლებაც უეფამ მოგვცა, მერე ხვიჩას კოვიდი დაუდასტურდა, როგორც ამბობენ წამოსვლის დროს არ ქონდა. მოკლედ წავაგეთ. ახლა ყვითელი ბარათი რაც მიუტევებელია და ამის გამო ფედერაციამ პასუხი უნდა აგოს (მეტი რა ევალებათ აბა წაიკითხონ უეფას წესდება ყოველ თამაშის წინ იქნებ რამე ახალია). ძლივს ჩაკვეტაძე ფორმაში შევიდა ხვიჩასთან ერტად უკვე თამაში მიჰყავს და არაა გამორიცხული ფინალში ის არ იყოს ყვითლის გამო(მერე უნდა მსაჯს აბრალონ და უნდა დარაჯს). შეთქმულების თეოროები არ მიყვარს , მაგრამ ძაან ცუდად და ჩვენს საწინააღმდეგოდ ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთს რატომღაც.
გვეშველება რამე???
22 ნოემბერი 2023 09:23
0
ამის გამართლება არ შეიძლება! რა "ადამიანური შეცდომა"!
სფფ-ს ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს! ჯობს ეს ახლა გააკეთოთ, თორემ, ღმერთმა ნუ ქნას და ლუქსემბურგს თუ ვერ ვძლიეთ, მოთხოვნე უფრო მძიმე იქნება!
გახსოვთ, ატლანტის ოლიმპიადაზე ხახალეიშვილი ასაწონად დროულად რომ ვერ მიიყვანეს? ისიც "ადამიანური შეცდომა" იყო?აბა რისთვის ხართ იქ და რისთვის იღებთ მსუყე ხელფასებს?
ემილი
22 ნოემბერი 2023 09:18
1
ხვიჩა უნდა მორჩეს ხელების შლას და მსაჯებთან კამათს!
კვარაისტი
22 ნოემბერი 2023 06:27
3
საქართველოში მშვენივრად ''პრავდება'' ყველაფერი. ახლაც რაღაცას მოახერხებენ.
აკი თქვეს უბრალოდ ადამინაური შეცდომა იყო და მორჩა...
G.LA
22 ნოემბერი 2023 05:23
0
ჭკვიანები რო ზიან სამინისტროში და სპორტის მცოდნეები ეგეცაა. ხარისხის შემმოწმებელი არ არის სპორტში. პარლამენტარის პრეზიდენტობა მოდაშია. საძმაკაცოს მაყუთები ჭირდებათ. იგივე იქნება მალე კალათბურთში და საცა პოლიტიკა ჩაერევა ყველგან. უვიცობის ეპოქაა
.
22 ნოემბერი 2023 03:48
1
ერთ-ერთ სოციალურ ქსელში წავაწყდი გულშემატკივრის კომენტარს:"ხვიჩას გამო დავიწყე ისევ ფეხბურთის ყურება და, ეტყობა, ხვიჩას გამო მივატოვებ"-ო.
ხვიჩამ თავი შეგვაყვარა არამარტო თავისი ნიჭით და ლამაზი თამაშით, არამედ იმითაც, რომ თავმდაბალი, ზრდილობიანი და წესიერი ბიჭია.
მსაჯთან ურთიერთობის გარკვევა, თუ რამე საკამათოა, კაპიტნის პრეროგატივაა და კაპიტანი არის მოედანზე.
"ხელების შლის" გამო გაფრთხილებების მიღება "ვარსკვლავური" დაავადების სიმპტომია და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ეს დაავადება დაემართება ხვიჩას.
ელგუჯა
22 ნოემბერი 2023 03:11
4
ვარაკვლავობა არაფერი შუაშია, ემოციებზე არაფერი გსმენიათ? როცა მთელი თამაში გეუხეშებიან და მსაჯი აიგნორებს, რაღაც მომენტში ვერ გააკონტროლებ ემოციებს. თუ ვინმეს მაგის გამო ხვიჩას შეძულება უნდა შეიძულოს და შეწყვიტოს მისი თამაშების ყურება. არავისთვის დაუძალებია მიგულშემატკივრეო. არ მესმის მაყურებლის ნაწილი ასეთი მიუხვედრელი რატომ არის
!!
22 ნოემბერი 2023 13:49
2
"ვარსკვლავური" დაავადება, ძლიან ადრეა იმ ასაკში, რომელშიც ხვიჩაა, იმედია ამ მწარე გამოცდილებას მუდამ გაითვალისწინებს კარიერის მანძილზე.
გიზოგ
22 ნოემბერი 2023 10:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული