ალექსანდრე იაშვილი: ერთი პირის მიერ დაშვებულ იქნა ადამიანური შეცდომა - მწამს, ოცნებას ხვიჩასთან ერთად ავიხდენთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის თაობაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ერთი პიროვნების მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა, რომლის ვინაობა არ გაამხილა:

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის.

წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა,
კონკრეტული პირის მიერ დაშვებულ იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს, რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ".

მკითხველის კომენტარები / 190 /
რა მიკვირს იცით, ვერ გავიგე რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი, დავუშვათ გავცდით ლუქსემბურგში და შემდეგ ან საბერძნეთს ვხვდებით და ან ყაზახეთს რომლებიც დღესდღეობით ლუქსემბურგში ძლიერები არიან, არ ეთანაშა კვარას ესპანეთთან და ლუქსემბურგთან მიეღო ყვითელი და ეს დისკვალიფიკაცია შემდეგ მატჩში, იგივე პრობლემა არ იქნებოდა?
ნიკო
12:32 23-11-2023
1
კარგი ბატონო, დაგიჯერეთ რომ ის ერთი კაცია უპასუხისმგებლო და უვარგისი, ხოლო დანარჩენი ფედერაციის ხალხი მამულიშვილურ საქმეს სჩადიან. მართალია ჩვენს ხარჯზე, მაგრამ მაინც ხომ ძნელად წარმოსადგენია იმ მომქანცველი ჯაფის ატანა, რაც ევროპის დასალიერამდე ნაკრების გასვლით მატჩებზე დედაბუდიანად მიდი-მოდის ახლავს თან? დავიჯერეთ ისიც, რომ საკუთარ ქვეყანაში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მსვლელობისას, ჩვენი ბიჭების თამაშებზე მთავარი ნაკრების მწვრთნელის დასწრება არ იყო მაინცდამაინც სავალდებულო. ტაილანდთან და მონღოლეთთან სპარინგი არაა ურიგო ვარიანტი, ჯგუფში მეოთხე ადგილი კარგი შედეგია, შოტლანდიასთან და განსაკუთრებით ნორვეგიასთან ბათუმში შესაძლებლობის მაქსიმუმი ვაჩვენეთ, ევროშესარჩევის მატჩებში ოპტიმალურ შემადგენლობას ვაყენებდით და ცვლილებებსაც მოეძებნებოდა ადეკვატური საფუძველი, თბილისში ესპანეთთან რეკორდი რომ მივეცით ალბათ ღირდა ჩიტი ბრდღვნად , პირველ პლეიოფში კვარას არყოფნას არ შევიმჩნევთ, ლუქსემბურგი ხომ არ წარმოადგენს ლუქსემბურგზე მეტს. ევროთასებზე არ ვნერვიულობთ, მოიძებნება პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომელთა კლუბები კიდევ დიდხანს ვერ დაგვიდებენ ტოლს! კვარას ინციდენტი რომ არაა დაუდევრობა და ფეხბურთის ნაწილია, ბატონი კახის კომენტარიც სრულად გვაკმაყოფილებს, ლიგის ექსჩემპიონზე ყურის დაგდება ყველას გვმართებს! გავკადნიერდებით და მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ უმორჩილესად: იქნება სთხოვოთ თქვენი ფედერაციის ბატონ პრეზიდენტს, რომ სულ მცირე დროით იქნებ შეწყვიტოს ქვეყნის განვითარებაზე გამუდმებული ფიქრი და წლების შემდეგ კიდევ ერთხელ განგვიმარტოს: როგორ უნდა მოიქცეს ფედერაცია და მისი პრეზიდენტი "კვარას ყვითელის" იდენტური იაღლიში თუ მოუვიდა .
ამატაკი
06:25 23-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული