ალექსანდრე იაშვილი: ერთი პირის მიერ დაშვებულ იქნა ადამიანური შეცდომა - მწამს, ოცნებას ხვიჩასთან ერთად ავიხდენთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის თაობაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ერთი პიროვნების მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა, რომლის ვინაობა არ გაამხილა:

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის.

წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა,
კონკრეტული პირის მიერ დაშვებულ იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს, რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ".

მკითხველის კომენტარები / 190 /
რა მიკვირს იცით, ვერ გავიგე რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი, დავუშვათ გავცდით ლუქსემბურგში და შემდეგ ან საბერძნეთს ვხვდებით და ან ყაზახეთს რომლებიც დღესდღეობით ლუქსემბურგში ძლიერები არიან, არ ეთანაშა კვარას ესპანეთთან და ლუქსემბურგთან მიეღო ყვითელი და ეს დისკვალიფიკაცია შემდეგ მატჩში, იგივე პრობლემა არ იქნებოდა?
ნიკო
23 ნოემბერი 2023 12:32
1
უქმდება ძველი ყვითლები რაც მიღებული ჰქონდა თუ დისკვალიფიკაციამდე არ მიხვიდოდი, ასე რომ სულ რომ ყვითელი მიეღო ლუქსებურგთან არ გამოტოვებდა ფინალს... მაგალითად, ჩაკვესაც ორი ყვითელი ჰქონდა თუმცა გაუნულდა
გგ
24 ნოემბერი 2023 12:20
0
კარგი ბატონო, დაგიჯერეთ რომ ის ერთი კაცია უპასუხისმგებლო და უვარგისი, ხოლო დანარჩენი ფედერაციის ხალხი მამულიშვილურ საქმეს სჩადიან. მართალია ჩვენს ხარჯზე, მაგრამ მაინც ხომ ძნელად წარმოსადგენია იმ მომქანცველი ჯაფის ატანა, რაც ევროპის დასალიერამდე ნაკრების გასვლით მატჩებზე დედაბუდიანად მიდი-მოდის ახლავს თან? დავიჯერეთ ისიც, რომ საკუთარ ქვეყანაში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მსვლელობისას, ჩვენი ბიჭების თამაშებზე მთავარი ნაკრების მწვრთნელის დასწრება არ იყო მაინცდამაინც სავალდებულო. ტაილანდთან და მონღოლეთთან სპარინგი არაა ურიგო ვარიანტი, ჯგუფში მეოთხე ადგილი კარგი შედეგია, შოტლანდიასთან და განსაკუთრებით ნორვეგიასთან ბათუმში შესაძლებლობის მაქსიმუმი ვაჩვენეთ, ევროშესარჩევის მატჩებში ოპტიმალურ შემადგენლობას ვაყენებდით და ცვლილებებსაც მოეძებნებოდა ადეკვატური საფუძველი, თბილისში ესპანეთთან რეკორდი რომ მივეცით ალბათ ღირდა ჩიტი ბრდღვნად , პირველ პლეიოფში კვარას არყოფნას არ შევიმჩნევთ, ლუქსემბურგი ხომ არ წარმოადგენს ლუქსემბურგზე მეტს. ევროთასებზე არ ვნერვიულობთ, მოიძებნება პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომელთა კლუბები კიდევ დიდხანს ვერ დაგვიდებენ ტოლს! კვარას ინციდენტი რომ არაა დაუდევრობა და ფეხბურთის ნაწილია, ბატონი კახის კომენტარიც სრულად გვაკმაყოფილებს, ლიგის ექსჩემპიონზე ყურის დაგდება ყველას გვმართებს! გავკადნიერდებით და მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ უმორჩილესად: იქნება სთხოვოთ თქვენი ფედერაციის ბატონ პრეზიდენტს, რომ სულ მცირე დროით იქნებ შეწყვიტოს ქვეყნის განვითარებაზე გამუდმებული ფიქრი და წლების შემდეგ კიდევ ერთხელ განგვიმარტოს: როგორ უნდა მოიქცეს ფედერაცია და მისი პრეზიდენტი "კვარას ყვითელის" იდენტური იაღლიში თუ მოუვიდა .
ამატაკი
23 ნოემბერი 2023 06:25
0
შენ ითამაშე. რა


ბოდიშებსიხდი
მანტუ
23 ნოემბერი 2023 02:42
0
ფეხბურთი არის ის საკითხი რომლის გამოც ერთ დაძახილზე 100 ათასი კაცი გამოვა! პოზიცია-ოპოზიცია ერთსულოვანია ამ თემაზე.ერის გამაერთიანებელი სპორტია. ერთადერთია რომელიც გვახარებს. ცოტა აზრზე მოდით!პასუხისმგებლობის აღება მესმის ასე რომ უნდა გადადგეთ მინიმუმ მთელი დეპარტამენტი ან რა კანტორაც გქვიათ!
რას უბედავთ ქართველ ერს თუ ხართ აზრზე?!
დავითი
22 ნოემბერი 2023 22:38
0
საშინლად აგრესიულები ხართ უმეტესობა, ეს ფაქტიურად ომია, ოღონდ კლავიატურის ომი :)
გიორგი - 11
22 ნოემბერი 2023 20:44
5
rusuli arxidan vukurebdi espanettan tamashs(sxvanairad ver vaxerxeb evropashi vzxovrob)rogorz ki xvicham kviteli miigo ubralo rusma komentatorma tkva xvicha tovebs play off is tamashso,izoda eg im kazma, chven federaziidan datkebuli zurnalistebidan damtavrebuli blis xezze ikavit da tkemals chamdit, sazodao sakartvelo kidev rogor arsebob? aseti uzodinari xalxis xelshi,gasakviria...
avstriidan
22 ნოემბერი 2023 19:36
0
ბოდიშის მოხდა არ არის საკმარისი, დატოვეთ თანამდებობა , ფაქტია არაფერს აკეთებთ ..ტყუილად იღებთ ხლფასს
გიორგი
22 ნოემბერი 2023 18:38
1
Tu wavaget luksemburgtan avdget xalxo da gadavyenot eseni tore tavisit eseni arwavlen da ufro uares uzamen isedac dangreul gafrchakebul kartul fexburts.
Xishnika
22 ნოემბერი 2023 18:20
0
შენს ძმაკაცს ყაველაშვილს შეეშალა, ვერ დათვალა ყვითელი ბარათები, არ იცის არითმეტიკა, სკოლაში არ უვლია, უმაღლესში მოაწყვეს, იქაც არ იარა, სემესტრში ერთხელ რომ მისულიყო, გადაიყვანდნენ კურსიდან კურსზე, აღარ იქნებოდა სალაპარაკო, დიპლომი არა აქვსო, შენ თუ იცი არითმეტიკა, მათემატიკა რომ არ იცი, ცხადია, მათემატიკა მეცნიერებაა, შენ კი არა, ნახევარმა პაელამენტმა არ იცის, ზოგიერთს კი აქვს ჩაბარებული უმაღლესი მათემატიკა. აი კახამ აიღო დიპლომი და რა ბრძნული გამონათქვამები აქვს, შევჩენკოსაც კი შეშურდება, იმერელი დედაკაცის"გადაშენდი" კი ხომ მაგარია კახი?
პატრიოტი
22 ნოემბერი 2023 18:10
1
ყაველაშვილს შეეშალა, ვერ დათვალა ყვითელი ბარათები, არ იცის არითმეტიკა, სკოლაში არ უვლია, უმაღლესში მოაწყვეს, იქაც არ იარა, სემესტრში ერთხელ რომ მისულიყო, გადაიყვანდნენ კურსიდან კურსზე, აღარ იქნებოდა სალაპარაკო, დიპლომი არა აქვსო, აი კახამ აიღო დიპლომი და რა ბრძნული გამონათქვამები აქვს, შევჩენკოსაც კი შეშურდება, იმერელი დედაკაცის"გადაშენდი" კი ხომ მაგარია კახი?
პატრიოტი
22 ნოემბერი 2023 18:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული