ლევან კობიაშვილი: ეს არ უნდა მომხდარიყო - ჩასაფრებული ადამიანები ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ტელეკომპანია "იმედს" სტუმრობდა და გახმაურებულ ამბებზე ისაუბრა:

"შეცდომა იქნა დაშვებული და ძალიან ვწუხვართ ამაზე. ხვიჩა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენი გუნდის თითოეული წევრის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნებოდა. ადამიანური შეცდომა იქნა დაშვებული, ვერაფერს შევცვლით. ახლა 21 მარტზე უნდა ვიფიქროთ. აქამდე ყველა ერთად მოვედით და შევძელით, ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვქონდეს. ჩვენ ერთად ვაღწევთ წარმატებას და ერთად ვაგებთ თამაშს. რთული გზა გავიარეთ. მეორედ გვაქვს რეალური შანსი, ოცნება ავიხდინოთ. არ უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა...

ჩემი ძველი პოსტი იმ დროის
საფეხბურთო პრობლემას ეხებოდა. სად ვართ ახლა, რითი მოვედით აქამდე. სად იყო მაშინ ნაკრები. ის პერიოდი დღევანდელისგან ძალიან განსხვავდება. რა ინფრასტრუქტურა გაგვაჩნია, ჩვენი 21-წლამდელები საუკეთესო რვა გუნდში მოხვდნენ. ყველაფერი ეს ერთიანობამ მოიტანა...

არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს. მათ თანხის ნაწილი ჩაერიცხათ, დარჩენილს კი დეკემბერში მიიღებენ. ამის შესახებ მათ იციან. ზოგიერთ კლუბს წლებია ფედერაციის ვალი აქვს. ჩვენ გაგებით ვეკიდებით ამას და ისინიც ასე არიან.

ჩვენ აუცილებლად ვითამაშებთ ფინალში. რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, ერთიანობაა!.."

მკითხველის კომენტარები / 108 /
ჩვენ 100%,ანუ მთელი ქვეყანა ჩასაფრებული ქომაგები,გემუდარებით წადით.ბოდიშს აფთიაქში ვიყიდით.
გოჩა
23 ნოემბერი 2023 15:34
2
კობი გაასხი პარლამენტში, თუმცა იქაც ტომარა ხარ და აზრი ?
ლმ
23 ნოემბერი 2023 14:59
2
იქნებ 2015-შიც ადამიანური შეცდომა იყო? მაშინ არ გვჭირდებოდა ერთიანობა? რატომ მოითხოვდა მაშინ კობიაშვილი მთელი ფედერაციის გადადგომას და ახლა რატომ უნდა მოგვარდეს ყველაფერი ბოდიშით?
გიორგი
23 ნოემბერი 2023 14:38
1
კობი არ ხარ მენეჯერი,წადი პარლამენტში და წაიყოლე შენი ჯოგი
Kvekeskiri
23 ნოემბერი 2023 14:04
5
ყვითელი და წითელი ბარათების დამთვლელის შტატი შეიქმნა ფედერაციაში. თქვენ კიდევ ამბობთ ფედერაცია არ მუშაობსო........
jorj
23 ნოემბერი 2023 14:03
2
კენჭისყრა იწყება დღეს 15 საათზე.
გიორგი
23 ნოემბერი 2023 13:44
3
"კლასვიკის" მოთამაშე ფოსტალიონები და მეხანძრეები მოკითხვას გვითვლიან. ჩვენი ფედერაციის საქმეები თუ სასახელოა, მათი სახელები ალბათ პირამიდებზე უნდა ამოტვიფრონ. მიუხედავად კვარასთან გახშირებული ფოტოსესიებისა ნაღდი პარადოქსი იცით რა არის? ხვიჩას წარმატებაში პუტინის დათვური წვლილი ბევრად მეტია, ვინემ ფედერაციისა ერთად აღებული. ერთადერთი რაც მართლაც უმწიკვლოდ გამოსდით, გასვლით მატჩებზე ბარგის ჩალაგებაა. ამ საქმეში არაფერი და არავინ გამოეპარებათ. ყოჩაღ ბიჭებო, კონფერენს მივაწვეთ, კონფერენსს!
amataki
23 ნოემბერი 2023 13:42
4
დღეს კენჭისყრაა, სად გაიმართება 26 მარტს ფინალი, რომელი ნახევარფინალის მოგებულის სტადიონზე.
გიორგი
23 ნოემბერი 2023 13:37
1
კობიაშვილის თამადობით როგორ ყველა რაღაცას ბოდავს, სრული არაპროფესიონალიზმი ყველა სფეროში, აგერ ჟურნალისტმა კვარაცხელია ნახევარფინალში ფლეიბოის თამაშს გამოტოვებსო, ნუ ერთუჯრედიანი ხარ მთქმელიც და ტექსტის შემდგენიც.
ირაკლი
23 ნოემბერი 2023 13:26
1
ჯაბა კანკავას რომ გამოატოვებინეს მატჩი მაშინ სფფ პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდი თანაც დაუყოვნებლივ და ახლა გავატაროთ ხოო, აი ასეთი არის პოლიტიკოსების სამართალი სკამებიდან არ ჩანს პასუხისმგებლობები
გოგა
23 ნოემბერი 2023 13:20
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული