ვაისი: მჯერა, საქართველო შანსს გამოიყენებს და ყველა ქართველი ბედნიერი იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე გასვლის შანსები შეაფასა:

"მე დარწმუნებული ვარ, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ერთა ლიგიდან გავა. ნაკრები კარგად თამაშობს. პირველი მატჩი სახლში აქვთ. ვფიქრობ, მეორე ცდიდან წარმატებას მიაღწევენ. როდესაც მათი მწვრთნელი ვიყავი, ფინალში გავედით, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავმარცხდით.

ახლა ფეხბურთელები გამოცდილები გახდნენ და გუნდს კლასი აქვს. მჯერა, საქართველო თავის შესაძლებლობას გამოიყენებს და ევროპირველობაზე გავა. და ყველა ქართველი ბედნიერი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 14 /
შემოგევლე ვაის, ასე რომ გიყვარს საქართველო იმიტომ.
24 ნოემბერი 2023 15:49
0
კაი კაცია ვაისი, რაც შეეძლო გააკეთა ნაკრებისთვის და ფაქტია რჩება ჩვენ გულშემატკივრად.სულ რომ არაფერი მარტო ჩაკვესთვის რაც გააკეთა მაგიტომ ეკუთვნის პატივისცემა
gionat
24 ნოემბერი 2023 12:25
0
კაი კაცია ვალოდია, ძალიან უყვარს საქართველო. მწვრთნელად ჩვენთან ვერ ივარგა ბოლომდე, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება რომ ჩაკვე მან შეაჩვია ნაკრებს (მერე გუნდშიც მიიწვია და ფორმის აღდგენაში დაეხმარა) და გუნდური თამაში ასწავლა ჩვენს ფეხბურთელებს. მოკლედ, წარმატებები ვლადიმერ ვაისსაც
სიმართლე
24 ნოემბერი 2023 02:35
0
როგორც იტყვიან,თქვენ პირს შაქარი,ბატონო ვაის!
დრანდელი
23 ნოემბერი 2023 23:44
1
რაა გასაკვირი იმაში, რომ შეიძლება კაცი, როგორც მწვრთნელი არ მოგწონდეს, მაგრამ როგორც ადამიანს აფასებდე, რაა ამაში უცნაური?
საქართველოს
23 ნოემბერი 2023 23:01
1
აი ესეთი შეგნების ვართ სამწუხაროდ,როგორ მახსოვს თითქმის ყველა ლანძღავდა და ვაისის გაშვებას ითხოვდა როცა მწვრთნელი იყო, ეხლა 60 ლაიქი აქვს ვაისის საქებ კომენტარს და არცერთი დისლაიქი.რომ ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა და სად მივდივართ არ იქნება ურიგო,თორემ 30 წელზე მეტია ვთამაშობთ დამოუკიდებლად,უეფამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის რომ სადმე მოხვდეს ქართული კლუბი და ნაკრები,ღმერთმა გააკეთა ყველაფერი რომ ჩვენს სასარგებლოდ იყოს ყველაფერი, ყველა კენჭისყრა ჩვენ სასარგებლოდ იყო და ჩვენ ხელს არ ვანძრევთ,ყველაფერს ვაკეთებთ რომ ოცნება არ ავიხდინოთ.მოდი რა ამჯერად მაინც ყველა ერთად დავდგეთ,დავივიწყოთ ის რაც ფედერაციამ ჭამა,რომ ავიხდინოთ ბოლოსდაბოლოს სანუკვარი ოცნება.
საქართველო
23 ნოემბერი 2023 21:52
1
ჩაკვე ფეხზე კაი კაცობით დააყენა თუ კარგი მწვრთნელობით?! რათქმაუნდა ორივე ერთად. რათქმაუნდა შეიძლება ცუდი პიროვნება იყო და კარგი მწვრთნელი და ასევე პურიქით,მაგრამ ვაისი ნამდვილად არ იყო არც ცუდი მწვრთნელი და არც ცუდი პიროვნება. მაგრამ აკენწლილი ჰყავდა მახევარ საქართველოს როგორც მწვრთნელი და როგორც პიროვნებაც. შოთი გიჟი კი არაა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე რომ უარს ამობს,იცის ადამიანმა რომ 1 დღეში ციდან ჩამოაგდებენ და გადაუვლიან. სამწუხაროდ, ალბათ მსოფლიოში ყველაზე პრეტენზიული და მომთხოვნი გულშემატკივრობა ვიცით ჩვენ და არგენტინელებმა.
საქართველო
24 ნოემბერი 2023 10:32
0
მოიცა კარგი ადამიანი და ცუდი მწვრთნელი არ არსებობს? :) ან მაგარი ადამიანი და საშუალო მწვრთნელი. ერთია გაშვებას რომ ითხოვ და მეორე რომ აქებ, კარგი კაცი ხარო
საქმეც მაგაშია
24 ნოემბერი 2023 03:14
0
ყველა გამოხმაურება
მაგარ კააც !!!
zura222
23 ნოემბერი 2023 21:42
1
რაც იყო , იყო… წარმატებები ვოვა
ხომ ერა
23 ნოემბერი 2023 21:13
1
მიყვარს ეს ადამიანი, არასოდეს დამავიწყდება მისი სახე და ცრემლები იმ ავადსახსენებელი მატჩიდან მერე...
Givi
23 ნოემბერი 2023 20:07
2
აბა ჩაწყობილი იყოო? ასე რომ ამბობენ ტოტალიზატორშიკები ( ოჯახის გამყიდველები)??
კობა
23 ნოემბერი 2023 22:30
13
შენს პირს შაქარი ვლადიმერ!
ლაშა
23 ნოემბერი 2023 20:02
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული