ლუქსემბურგი თბილისში, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვნად გაძლიერებული ჩამოვა - სერია A-ში მოთამაშე ფორვარდს ქვეყნის მოქალაქეობას აძლევენ

AutoSharing Option
ლუქსემბურგის ნაკრები თბილისს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნამატით ესტუმროს და ჩვენს ქვეყანაში სერია A-ს ფეხბურთელის, კლუბ "მონცას" წევრის, 25 წლის ფორვარდის, დანი მოტას დახმარების იმედი ჰქონდეს.

მოგეხსენებათ, საქართველო, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში, 21 მარტს, სწორედ ლუქსემბურგის ნაკრებს ეთამაშება. მოტა პორტუგალიელია, თუმცა ლუქსემბურგში, ნიედერკონში დაბადებული და გაზრდილია.

ფეხბურთელს იმედი ჰქონდა, რომ პორტუგალიის ნაკრებში ითამაშებდა და ეს ადრე ლუქსემბურგელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმაც აღნიშნა, რის გამოც ჩვენს მომავალ მეტოქეს უარს ეუბნებოდა, ახლა კი მოცემულობა შეიცვალა, რაც ალბათ ევროპის ჩემპიონატზე შესაძლო მონაწილეობის შანსის დიდი დამსახურებაა.

"მონცას" თავდამსხმელის ძმამ, რენატომ, Contacto-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და არის დიდი შანსი იმისა, რომ მოტამ მოქალაქეობა შეიცვალოს და 21 მარტს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს, ყველაფერი კი მომდევნო ორ თვეში ოფიციალურად გაირკვევა. 

დანი მოტა 2019/21 წლებში პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და 16 შეხვედრაში 7 გოლიც შეაგდო, თუმცა ქვეყნის მთავარ გუნდში არ უხმობენ.

ის ერთი ხანობა ტურინის "იუვენტუსშიც" ირიცხებოდა, თუმცა "ვეკია სინიორას" მთავარი გუნდის მაისური არასდროს მოურგია.

მოტას უთამაშია "ენტელასა" და "სასუოლოშიც". ის 2019 წლიდან "მონცას" წევრია. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში მას გოლი არ გაუტანია, გასულ სეზონში კი 29 დაპირისპირებაში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 39 /
არაბულად წაიკითხეთ! !იკარტ სიდედ ნაყტუომ სეძატიცაკ
ვიტო
26 ნოემბერი 2023 12:31
0
დავი ძმაო
ბექა
26 ნოემბერი 2023 14:40
0
გივის


სააკაშვილმა რომ ერთ დღეში ათიათასმადე თურქს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა, ეგრე აქტიურად გააპროტესტე მაშინაც ეგ თემა, თუ მხოლოდ რუსეთში დაბადებულ ქართველებზე გაქვს ნეგატიური რეაქცია.
თუ შენი მეხსიერება საქართველოს ოკუპაციის თემებზე 1956 წელს იქით არ მიდის?
გოგია
25 ნოემბერი 2023 12:11
11
კი, ,,ღრუზინჩიკ", და ამის წინააღმდეგ აქციაზე ვმდგარვარ. რუსეთუმეების გონება ამ დაზეპირებული წინადადებების მეტს (ბუა თურქმანები) ვერ წვდება? )))))
გივი
25 ნოემბერი 2023 13:28
8
ლოგიკურია,შანსი მიიღეს და ცდილობენ გამოიყენონ,ამიტომაც უნდა დაიმატონ კიდეც. აბა,ჩვენ ვინ გვყავს იმასაც ვატოვებინებთ თამაშს ინგლისურის არ ცოდნის ან არაკომპეტენტურობის გამო,ხოდა მიდგომა შეადარეთ. ესეთ თემებზე სულ მახსენდება არველაძის გაცილების თამაში. აიაქსის მწვრთნელი ვანგაალი იყო და ვეტერან ფეხბურთელებს აუხსნა სისტემა,რითაც აპირებდა თამაშს და ზოგადი მონახაზი გაუკეთა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ჩივაძე და მგონი გაბელია იყო,ხოდა არ გაინტერესებთ როგორ გაუშვეს გუნდი სათამაშოთ,"დავაი ბიჭებო,ვიგეთ" და სულ ეს იყო. არაფრის მომცემ თამაშშიც კი ქონდა მიდგომა ვანგაალს პასუხისმგებლიანი იყო,ხოდა ქართველები? ასეთი მიდგომით მუშაობენ დღესაც,კვარა მოატყუებს და მოვიგებთ,ხოდა ეს კვარაც არ გვყავს და მოვიგებთ? ფეხბურთი არის გუნდური სპორტი,თუმცა სად არის გუნდი? არგენტინაც კი ვერ იგებდა ტიტულს,როცა მესი ყავდა,მაგრამ მერე მიხვდნენ რო გუნდი უნდა შეექმნათ და მოიგეს. რიკელმე და კამბიასო ყავდათ ცენტრში,თუმცა ტიტული მაკ ალისტერით და პარედესით მოიგეს. გუნდს მონახაზი არ აქვს და 4-5 პასს ვერ აკეთებენ,კვარაც არ გვყავს და თუ მოვიგეთ,ეს იქნება სასწაული. ეძახეთ ლუქსემბურგი და 17 ქულა მოაგროვეს,ყაზახეთმა 18 და საბერძნეთმა 13,ხოლო ჩვენ 8. ჩვენ გვყავს კვარა და იმათ გუნდი.(უი კვარაც არ გვყავს)
იასონას უდარი
25 ნოემბერი 2023 11:20
0
ლუქსემბურგში რონალდოც რომ დაიმატონ, სასაცილოდ არ უნდა გვყოფნიდეს, მაგრამ მწარე რეალობა ისაა რო სიჩმორეში ვარ,უიმედოდ!
დავით ქართველი
25 ნოემბერი 2023 10:12
0
აქედანვე დაიწყეთ ხალხის შემზადება, ლუქსემბურგი გაძლიერდა, ჩვენ ხვიჩა არ გვყავს და ა.შ. ეჰ წინასწარ დადგმული სცენარია ეგ ყველაფერი, საქართველო-ლუქსემბურგი 0:1. ეს ფედერაციის ხრიკებია,ხვიჩასაც ძალით მიაღებინეს ეს ბარათები...
კომენტარი
25 ნოემბერი 2023 00:50
16
რა ვიცი, ლუქსემბურგის თუ გვეშინია და ისიც თბილისში, მაშინ ევროპაზე რა დაგვრჩენია? მეტოქეთაგან გაბითურება? ხვიჩა, მართალია დიდი დანაკლისია, მაგრამ თუ ერთი კაცის ნაკრები ვართ, მაშინ შესარჩევსაც არ უნდა ვთამაშობდეთ.
ჟორა გაბრიჭიძე
25 ნოემბერი 2023 00:15
3
100% ნი..გეგონება რომელიმე გრანდი ჩამლოდიოდეს..თუ წააგეთ თუნდც კვარას გარეშე( მითუმეტეს ჩაკვე იქნება სამაგიეროდ) მაშინ რა ევროპის გასვლის ღირსი ვართ,ტყუილად იქ უნდა შერცხვეთ
ასევე
25 ნოემბერი 2023 10:56
2
ერთი მითხარი, ვინაა გოლის გამტანი ლუქსემბურგთან (ანუ ბოლო დარტყმის შემსრულებელი)?! ჩაკვეზე არ თქვა გაფიცებ, რადგან ჩაკვე მაგარ პასებს დაარიგებს და თამაშსაც გაშლის მაგრამ დარტყმა ჯერაც არ უვარგა. ერთადერთი გამტანი მაგ დროს მიქაუტაძეა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ზამთარში აიაქსს გაეცლება და სხვა გუნდში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება
სიმართლე
25 ნოემბერი 2023 01:18
4
გივი-ს

აქ გიპასუხებ, რომ სხვების კომენტარების დამატების შემთხვევაში, არ წაიშალოს მერე.
უბრალოდ სასაცილოა. დაწერთ, ან გამოთქვამთ აზრს ემოციურ ფონზე და ფიქრობთ, რომ რადგან სხვაზე ხმამაღლა მეტყველებთ, ე.ი. მართალი თქვენ ხართ. :) აი, ვკითხულობდი თქვენს კომენტარს და აშკარად ვხედავდი, ორთქლი როგორ გამოდიოდა თქვენგან. :)
,,სულით მონებზე" არ გიპასუხებთ, ვხვდები, რომ დიდი მოაზროვნე არ ხართ, აზრს რომ ჩაწვდეთ.
იმასაც ვხვდები, რომ არც პატარა არ ხართ. ვინ იცის, 1956 წელსაც ზრდასრული იყავით.
შესაძლოა, მოსკოვშიც დაფრინავდით 30 მანეთად, თუ რაღაც ამდაგვარი რომ ყოფილა. :)
ვკუთხულობ თქვენს კომენტარს და ფაქტი ერთია, ზრდილობა და კეთილგონიერება ასაკთან ერთად არ მოდის.
კოლა
24 ნოემბერი 2023 23:25
5
რავი იქნებ უკეთესიც იყოს წლევანდელ სერია ა - ში გოლიც არ აქვს გატანილი ...
bejo
24 ნოემბერი 2023 23:08
2
რა გასაკვირია, ამას არ ექნება არცერთ იტალიურ ასაკობრივში ნათამაშები და მალევე მიიღებს მოქალაქეობას.
ლადოს
24 ნოემბერი 2023 22:59
0
მარადაშვილი ვერ თამაშობს ჩვენთან, სხვადასსხვა ასაკობრივ ნაკრტებში აქვს ნატამაშებიო და ეგენი ასე უცებ როგორ დაიმატებენ მ,აგ ვიღაცას?
და კიდევ
ვის ეშინია :დდ
₾ადო
24 ნოემბერი 2023 20:46
3
მარადიშვილი ჩემი აზრით ჩვეულებრივი რუსია, შანსი რო ქონდეს რუსეთი ნაკრებში საერთაშორისო ასპარეზზე თამაშის გამო საქართველოს დროშით ტ@#$საც გამოიწმენდდა, ამიტომ სულ რო ინიესტა იყოს, არაფერი გვჭირს მისი სახვეწარი და მითუფრო კვეკვესკირსაც არ ჯობია და რატო მივტირით? წაუღია წყალსაც
რა მაფიაა?
24 ნოემბერი 2023 22:57
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული