ბოლო მატჩი თბილისში? - მოულოდნელი სიტუაცია საბერძნეთის ნაკრებში, პოიეტი ამბობს, რომ ყველა ვარიანტში მიდის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქის, საბერძნეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობას მარტის პლეი-ოფის მატჩების შემდეგ ყველა ვარიანტში დატოვებს.

"საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2024 წლის მარტის ჩათვლით მაკავშირებს. ჩვენ პლეი-ოფი უნდა ვითამაშოთ, მაგრამ აზრი არ აქვს, გავალთ ევროპის ჩემპიონატზე თუ არა, ნაკრებს ყველა ვარიანტში დავტოვებ", - თქვა ურუგვაელმა Livescore-თან ინტერვიუში.

პოიეტის სახელი ბოლო დღეები აქტიურად დაუკავშირეს ირლანდიის ნაკრებს, სადაც დათხოვნილი სტეფენ კენის შემცვლელს ეძებენ და გამოცდილმა სპეციალისტმაც ამ სამსახურისადმი დაინტერესება გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში
საბერძნეთი ყაზახეთს მიიღებს, საქართველო კი ლუქსემბურგს დაუპირისპირდება და შემდეგ ფინალში ერთმანეთს გამარჯვებული წყვილი ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
თბილისში ფინალი აუცილებლად იქნება ოღონდ
საკითხავია ბერძნებისთვის თუ ყაზახებისთვის
ჟოფრეი
15:08 28-11-2023
3
მწვრთნელი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ, ასეთ განაცხადს გააკეთებს, (სხვათაშორის იგივე თქვა სანიოლიმაც) გამოდის ფეხებზე კიდია გავა თუ ვერა და ეგრევე უნდა დაატოვებინო პოსტი, შემცვლელი, როც ვერ იპოვო მაინც, ჯობა თანაშემწემ გაიყვანოს გუნდი და გულით ეცადოს ბოლომდე ბრძოლა.
რრრ
19:58 27-11-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული