ბოლო მატჩი თბილისში? - მოულოდნელი სიტუაცია საბერძნეთის ნაკრებში, პოიეტი ამბობს, რომ ყველა ვარიანტში მიდის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქის, საბერძნეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობას მარტის პლეი-ოფის მატჩების შემდეგ ყველა ვარიანტში დატოვებს.

"საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2024 წლის მარტის ჩათვლით მაკავშირებს. ჩვენ პლეი-ოფი უნდა ვითამაშოთ, მაგრამ აზრი არ აქვს, გავალთ ევროპის ჩემპიონატზე თუ არა, ნაკრებს ყველა ვარიანტში დავტოვებ", - თქვა ურუგვაელმა Livescore-თან ინტერვიუში.

პოიეტის სახელი ბოლო დღეები აქტიურად დაუკავშირეს ირლანდიის ნაკრებს, სადაც დათხოვნილი სტეფენ კენის შემცვლელს ეძებენ და გამოცდილმა სპეციალისტმაც ამ სამსახურისადმი დაინტერესება გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში
საბერძნეთი ყაზახეთს მიიღებს, საქართველო კი ლუქსემბურგს დაუპირისპირდება და შემდეგ ფინალში ერთმანეთს გამარჯვებული წყვილი ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
თბილისში ფინალი აუცილებლად იქნება ოღონდ
საკითხავია ბერძნებისთვის თუ ყაზახებისთვის
ჟოფრეი
28 ნოემბერი 2023 15:08
3
მწვრთნელი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ, ასეთ განაცხადს გააკეთებს, (სხვათაშორის იგივე თქვა სანიოლიმაც) გამოდის ფეხებზე კიდია გავა თუ ვერა და ეგრევე უნდა დაატოვებინო პოსტი, შემცვლელი, როც ვერ იპოვო მაინც, ჯობა თანაშემწემ გაიყვანოს გუნდი და გულით ეცადოს ბოლომდე ბრძოლა.
რრრ
27 ნოემბერი 2023 19:58
4
სანიოლმა თქვა თუ/რომ გავალთ ევროპაზე მერე წავალ ალბათო, რაც სხვა რამეა და ლოგიკურიცაა
სხვა
29 ნოემბერი 2023 12:03
0
მე სანიოლის ბოსტანში ვისვრი, ეგ რას იზამს რაში მაინტერესებს.
რრრ
27 ნოემბერი 2023 21:48
0
ყველა გამოხმაურება
ეს ფეხბურთელობისასაც ცანცარა იყო და არ შეცვლილა.
Master
27 ნოემბერი 2023 17:36
7
აბა რაა!! ირლანდიაც და საბერძნეთიც ორივე სვარკა ყოფილა.... და ჩვენ ვინ გამოვდივართ? საფეხბურთო თვალსაზრისით რა თქმა უნდა...არ გაინტერესებთ???.... მეზარება ეხლა ზუსტად ამოვკრიფო,მაგრამ 10-ზე მეტჯერ ვეთამაშეთ ამ ორივე ნაკრეშ ჯამში სხვადასხვა შესარჩევში, ჯამში და არასდროს მოგვიგია არც ერთვისთვის, ასე რომ გეყოთ ეს უაზრო ბაქი-ბუქი და ჯობია სრული სერიოზულობით მიუდგნენ ამ თამაშებს ისინი ვისაც ეს ეხებათ.......
Jora-giorgi
27 ნოემბერი 2023 16:13
1
Ჩვენ Ჩვენი მკდარი ვიტიროᲗ.რაᲨი მაინტერესებს ეს ბატონი სად და როდის წავა.ც დივიზიონᲨი ყველაზე ნაკლები ქულა როდავაგროვეᲗ პოტენციურ მეტოქეებᲗან მე ეგ უფრო მაფიქრებს და მადარდებს.ვერ გავცდიᲗ ამ დაწყევლილ +8ქულას.ამააᲗან ერᲗად ის უდისციპლინობაც მადარდებს ფედერაციის "დიდ ᲗავებᲨი"როა,Თორე ფეხბურᲗელებᲗან სასაყვედურო არაფერი მაქ.
გაიოზა
27 ნოემბერი 2023 15:52
2
პოეტი ხარ თუ პროზაიკოსი ორივე სვარკაა და ირლანდიაში გაყინვას საბერძნეთის მზე და ზღვა არ ჯობია?
Levani
27 ნოემბერი 2023 13:44
1
ასეთი კომენტარის მერე კლუბში მაგარი დიზმორალი უნდა იყოს. საერთოდ წინასწარ რატო უნდა ლაპარაკობდე წასვლაზე. ჩემი აზრით მაგარი არაპროფესიონალური საქციელია
გივი
27 ნოემბერი 2023 13:41
4
სანიოლიც გაიყოლე, თუ ძმა ხარ!
მწვრთნელი
27 ნოემბერი 2023 12:48
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული