"ეს იყო შეცდომა, ადამიანური გადაცდენა..." - ლევან კობიაშვილი

AutoSharing Option
Geo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა.

"პირველი აღვნიშნავ იმას, რომ მე სამწუხაროდ, არ ვიყავი ესპანეთში სტუმრად, მქონდა ამის მიზეზი და ფაქტი, რომელიც გავიგე, იყო. რა ვიცი, რა გითხრათ. წარმოუდგენელი რაღაცაა, იმიტომ, რომ უბრალოდ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იყო ის შეცდომა, რაც მოხდა. ძალიან ძნელად გასაგები და ასახსნელიც, თუმცა, ფაქტია, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს იყო შეცდომა, გინდა ადამიანური გადაცდენა დავარქვათ.

არის სამწუხარო შეცდომა, რომელმაც მე პირადად და, დარწმუნებული ვარ,
ნებისმიერი ჩვენი გუნდის წევრისა და ნებისმიერი ამ ქვეყანაში ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ძალიან ძნელი ასახსნელი იყო".


მკითხველის კომენტარები / 56 /
21 წლამდელები (ისე მაინც რომ იცოდეთ) ,,პრეზიდენტო" მასპინძლის სტატუსით მოხვდა ევროპაზე. ხოლო რაც შეეხება ......ადამიანური შეცდომა???? მეტი რა ვალდებულება აქვს გარდა ყვითელი ბარათების დათვლის?????? მართლა სირცხვილია... ღმერთმა ქნას არაფერი მოხდეს ისეთი. იმედია კვარას გარეშეც მოიგებენ ბიჭები.
ამადეო
21 მარტი 2024 10:25
0
დღეს ფეხბურთელებს, დანა-ხანჯლები არ ჰკიდიათ, თორემ სხვა ყველაფერი მოსულა. ფეხბურთი კარგავს თავის სახეს. რაგბის დაემზგავსა. მეკარეები გამოსვლებზე ვერ თამაშობენ, რომ არ დალეწონ-დაჩეხონ. დროა ფიფამ ტვინი გაანძრიოს.
გულშემატკივარი
01 იანვარი 2024 15:48
0
ეს აფერისტეების ხროვა.. თუ სწუხართ არ აიღოთ 1 წელი მინიმუმ ხელფასები ამ ადამიანური გადაცდომების გამო!!! აი მერე აღარავის გადაგცდებათ!!!!
gvhhxz
13 დეკემბერი 2023 10:35
0
ვითომ მარტო ესპანეთში? შოტლანდიასთანაც ძალით აიკიდა ყვითელი და ესპანეთთანაც, ამიტომაა ძნელი ასახსნელი.
A
13 დეკემბერი 2023 00:55
0
არ დაგავიწყდეთ, ხვიჩაც ადამიანია, მსაჯები კი იდიოტები. ფიფას სძინავს. ამას რა ნერვები გაუძლებს.
.
01 იანვარი 2024 15:53
0
პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს გადადგომას...ეგრე მეც ვიღებ პასუხისმგებლობას ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევაზე და რა მერე?...
ტარო
12 დეკემბერი 2023 22:11
0
გადადექი კობი,შენც ხომ ითხოვდი ასეთი შეცდომისთვის ფედერაციის გადადგომას.რას იმართლებ თავს.
ბასა კოკელი
12 დეკემბერი 2023 18:38
1
მოიცა კობი და 2016 წელს რომ ფეისბუქზე დაპოსტე იგივე შეცდომისთვის და პრეზიდენტიდან დაწყებული რამის დამლაგებლის გათავისუფლებასაც რო ითხოვდი და ახალი არჩევნების ჩატარებას,ეხლა რა ხდება?ანუ?ან მთელი ფედერაციან სტადიონ ბაზებიანად რო ბანკში ჩააკატავე,ეგაა ფეხბურთის მართვა?ან ვინ ხართ მანდ მმართავები?არცერთს შენი და შენი მოადგილეებიან ,დეპარტამენტების უფროსების ჩათვლით ერთი წიგნი რო არ წაგიკითხავთ ცხოვრებაში და თევდორე მღვდელი დღევანდელი საპატრიარქოს ეპისკოპოსი რო გგონიათ,თქვენ ააყვავებთ ქართულ ფეხბურთს?კი ვხედავთ როგორ ანგრევთ აყვავების მაგივრად
ფეოლა
12 დეკემბერი 2023 16:55
1
სავოკი შექმნეს ფედერაციაშიც და ქვეყანაშიც.
მახო
12 დეკემბერი 2023 16:24
1
ყველაზე დიდი სიმახინჯე ის არის რომ სამოხელეო კულტურის არ არსებობას ავლენს არა მარტო საკუთარს, არამედ ზოგდად ჩვენში არ არსებულს, თორემ ამ აბდა უბდას არ მოჰყვებოდა. ხმა არ ამოიღოს მაინც. გერმანიაში ცხოვრებამაც ვერაფერი ასწავლა.
გიორგი
12 დეკემბერი 2023 15:14
1
გერმანიაში ცხოვრება, იარლიყია. ყეყეჩი, ყეყეჩად დაჩება.
გულშემატკივარი
01 იანვარი 2024 16:00
0
ნეტა ვინმემ ამას ლაპარაკი ასწავლოს ( ან წინასწარ სხვისი დაწერილი ტექსტი წაიკითხოს...).რას ნიშნავს ესპანეთში სტუმრად არ (ვერ) წასვლა? ოფიციალური დელეგაციები სტუმრად დადიან ხოლმე???პარლამეტში ჯდომისას მაგდენიც ვერ გაიგო?
და კიდევ ელემენტარული ჭეშმარირებაა:შეგეშალა ,პასუხი უნდა აგო(ამ შემთხვევაში კონკრეტული პირი თუ თვითონ არ წერს განცხადებას,შენ უნდა გაანთავისუფლო თანამდებობიდან). მაშინ დაასახელე მფარველი..ადამიანური და არაადამიანური(კოსმოსური) შეცდომები არ არსებობს
???
12 დეკემბერი 2023 13:31
2
რომელი ერთი დაასახელოს? მთელი ფედერაცია როგორც ქვეყანა არაპროფესიონალებით და მფარველობით იმართება.იმიტომაც ვიმკით ასეთ შედეგს! იმას ნამუსი არ აღმოაჩნდა და არ დატოვა თანამდებობა.შენ გააგდე! 99% მოთხოვნაა ეს და არა თხოვნა!!! ვერ უქაჩავ თქვი მიზეზი და თვითონ წამოდი.გერქმევა კაცი! მარა რაკაცობაზეა საუბარი .იმას რა დამავიწყებს გერმანიასთან გოლზე მერსედესს ჩუქნიდნენ ნაკრებში.ქეცბაიამ პ დარტყმის მომენტში მიეპარე და შენ დაურტყი!)))ყვავები ჩამოყარე))) ეგ იქით და საქმეს მიხედეთ ბიჭიკო.ცოტა თავმოყვარეობა მაინც თუ შეგრჩათ მოიშორეთ ის უვარგისი მუქთამჭამელი ფედერაციიდან!მტერი არ გაგვეკეთებინა ამას! ან როგორ ბეჭდავს კიდე რო თანამდებობაზე!
მიხა
12 დეკემბერი 2023 14:42
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული