"რა ვქნათ, შეცდომა დაუშვეს და ახლა სროლა დავუწყოთ?! კარგი რაღაცებიც ხომ გააკეთეს?!" - ჯუღელი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე და ნახევარფინალში ნაკრებში მის შესაძლო შემცვლელზე

AutoSharing Option
"პირველ არხზე" სპორტული გადაცემის სტუმარი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ, რომელმაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

ერთ-ერთი კითხვა იმას შეეხებოდა, როგორი იყო მისი რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ ყვითელი ბარათების გამო "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პლეი-ოფში ვერ დაეხმარებოდა. 

"ეგეთი რამე, არ ვიცი... შეცდომები ხდება, როგორ არ ხდება... ზუსტად იმავე მაგალითზე ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ... მე რომ ხვიჩა რუსეთში წავიყვანე, არ ამომასუნთქეს, დამახრჩეს! მერე გადავიყვანე "რუბინში" და იქაც დამახრჩეს. იტალიაში სანამ მინდორზე არ გამოვიდა, არ არის იქო, იტყუებაო... მერე იქ შეცდაო,
აქ შეცდაო...

ეს ბიჭებიც, რომლებიც ფედერაციის მმართველობაში არიან, კობიაშვილი, იაშვილი და მუჯირი, ახალგაზრდა ბიჭები არიან. ჩემი აზრით, ახლა ჩვენ თუ ამათ მივადექით, რა ვქნათ, სროლა დავუწყოთ?!

რა ვქნათ? "მოსლაბდა" სიტუაცია და შეცდომა დაუშვეს და არ აღიარებენ ამას? კარგი რაღაცებიც ხომ აქვთ გაკეთებული?

თუ ამაზე მივაბჯინეთ მთელმა საქართველომ მაგათ, ახლა აქ ხომ მარტო კობიაშვილის საქმე არ წყდება, აქ საქართველოს საქმე წყდება. ისინიც ახალგაზრდები არიან და ნერვიულობენ. ვაცადოთ ამათ 21 მარტი, რა. 

რა თქმა უნდა, შეცდომა იყო და კვარაცხელია დიდი ძალაა. ყაზაიშვილი ბომბარდირი გახდა თავის გუნდში და ძალიან მაგარ ფორმაშია.

დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო კარგად გააგრძელებს და უფრო მეტი ამბიცია გაუჩნდება, რომ ნაკრებში დაუძახონ.

ჩემი გადმოსახედიდან, ყაზაიშვილი ერთ-ერთი შემოქმედი, 3-ქულიანი რეზულტატული ფეხბურთელია და მე მგონია, რომ ბიჭები არ შეცდებიან, რადგან ყველაფერი კარგად იციან და პროფესიონალები არიან. მთავარია, ვაკო იყოს კარგად. არიან საქართველოს ნაკრებში ისეთი ბიჭები, რომლებმაც ლუქსემბურგის ბარიერი უნდა დაძლიონ", - თქვა ჯუღელმა.
მკითხველის კომენტარები / 36 /
კაი რა, ისიც ფედერაცის ბრალია უაზრო ყვითლებს რომ იღებს მსაჯთან კამათით?
კარგი ბიჭია და ვინმემ უნდა უთხრას, რომ მას მომავალშიც ყველა ხისტად და უხეშად ეთამაშება. სამწუხაროს ასეთია მაღალტექნიკური ფეხბურთელის ბედი. წარმატებებს ვუსურვებ!
gio
08 იანვარი 2024 16:35
6
თან უნდა რო გააკრიტიკოს ფედერაცია,თან ეშინია სიმართლის თქმა,თან აქებს,, ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა, სულ კარგათ გრძანდებოდეთ ბატონო მამუკა.
სამართლიანი
08 იანვარი 2024 16:24
8
კარგი რაღაცეებიც უკეთებიათო?!... ჩამოგეთვალა შე კაცო, რას გვიმალავ?!...
დდდ
08 იანვარი 2024 16:24
5
ნორმალურ ქვეყანაში ეგენი ფედერაციაში ვერ დარჩებოდნენ!!!!.მაკედონიასთან სტადიონზე არ შეგვიშვეს რავუყოთ, ესპანეთან გადაგვჯეგეს რავუყოთ,კვარაცხელია თამაშს გამოტოვებს რავუყოთ კაი ბატონო ჯუღელო ლუქსემბურგიც თუ ვერ გადავლახეთ მერეეც ვიძახოთ რავუყოთ გაძლიერებულა ეს ლუქსემბურგიოოოო....
Nikoloz
08 იანვარი 2024 16:14
4
აუუ ნეტა არ იწელებოდეს რა ეს კაცი. ხვიჩაა მაგარი და მაგიტოა ნაპოლიში შენ კი არ წაიყვანე ხვიჩამ მიგიყვანა ნაპოლამდე, რატო სხვა არ მიგყავს ნაპოლში ან მილანში რო იწელებო კონტაქტები მაქოო, იცი რატოო? ხვიჩას ნაირი ფეხბურთელი არ გვყავს ჯერ ჯერობით. ერთი ხვიჩასნაირი ბიჭი და ნაპოლიზე მაგარ კლუბში მე წავიყვან, არ გვაყვედრებს მე წავიყვანეოოო, კიდე გიმეორებ შენ კი არ წაიყვანე ხვიჩამ წაგიყვან და გაჩუმდი თუ კაცი ხარ რა,
გელაშვილი
08 იანვარი 2024 15:55
9
წაყვანაცაა და წაყვანაც.
ან ესეთი გრძელი კონტრაქტი რატო დაუდეს, ეგაა პრობლემა.
რაც ევალებოდა რეალურად იმაში ყველანაირად ჩაფლავებული კონტრაქტი გამოუვიდა.

nk
08 იანვარი 2024 17:40
2
რა მაგარი ქაჯია. საწყალი ხვიჩა მაგის ხელში
gia
08 იანვარი 2024 15:53
5
ეს ფედერაციისკენ როგორ იშვერს ხელს? რა ვიცით თვითონ რომ არ გაითამაშა ეს სცენარი დიდი ფულის სანაცვლოდ?ფედერაცია აბსოლიტურად არაფერ შუაშია მითუმეტეს კობი..
გიორგი
08 იანვარი 2024 15:51
28
დათო რაო შენმა ბელადმა სანაიამ და ბოკერიამ?
დათო-ს
08 იანვარი 2024 20:44
1
აბსოლუტურად ყოჩაღ დათო
გომორძგუა მარგალეფც
08 იანვარი 2024 18:28
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული