საქართველოს ნაკრებს ძალიან მალე, მარტის ბოლოს, უმნიშვნელოვანესი მატჩ(ებ)ი ელის. რა თქმა უნდა, არავინ ვუშვებთ იმას, რომ ლუქსემბურგის ბარიერის გადალახვას ვერ შევძლებთ და "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთის ან ყაზახეთის ნაკრებს არ დავუპირისპირდებით.
ბოლო დროს სანაკრებო ამბებზე ცოტას ვწერთ, მიზეზი კი ის პაუზაა, რაც შემოდგომის მერე სუფევს. Sportall.ge გეგმავს, ორშაბათს, 29 იანვარს, ეროვნულ გუნდზე ვრცლად ისაუბროს და არსებული სიტუაცია მიმოიხილოს - სანაკრებო გარემო, ფეხბურთელების მდგომარეობა; ასევე, ბოლო დროს წამოწეული საკითხები, რაც თუნდაც კონსტანტინე მარადაშვილის "ჯვაროსნებში" შესაძლო თამაშს ეხება და ა.შ.
არსებობს საკითხები,
რომელთა წამოწევაც მკითხველებს სურთ და საშუალება გაქვთ, დააფიქიროთ თქვენი აზრი - რა თემების განხილვას ისურვებთ, რა მიგაჩნიათ აქტუალურად და როგორი პოზიცია გაქვთ, ანალიტიკურ წერილს კი მომდევნო კვირას დაელოდოთ...
"პასპორტი უკვე მაქვს და საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს! მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო?" - მარადიშვილის ინტერვიუ რუსულ პრესასთან
"რა ვქნათ, შეცდომა დაუშვეს და ახლა სროლა დავუწყოთ?! კარგი რაღაცებიც ხომ გააკეთეს?!" - ჯუღელი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე და ნახევარფინალში ნაკრებში მის შესაძლო შემცვლელზე
"ქართველები უნიკალურები არიან! მათთვის მთავარი გამარჯვებაა და არა ფული ან სხვა წარმატება" - ვილი სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ
2-რაც შეეხება თამაშს.
ნეტავ სხვა გუნდები როგორ ემზადებიან,თუ ისინიც ჩვენსავით უყურებენ -რამდენი წუთი ითამაშა ამან თუ იმან თავის გუნდში,არა მგონია მარტო ეს იყოს თუნდაც ყაზახების მომზადება.
3- საქართველოს გუნდებს ყოველთვის გაქონდათ გოლები როცა სწრაფად უტევდნენ.
გინდაც მესხი-მეტრეველის დროს.
მერეც ლივერპული,კარლ ცაისი და ვესტ ჰემიც სწრაფი შეტევებით გავანადგურეთ.
ბოლო პერიოდშიც-გოლი გაგავაქვს როცა სწრაფად ვუტევთ,
გაიხსენეთ გინდა კვარას,გინდა ჩაკვეს,გინდათ ჩასვრილ თამაშში შოტლანდიასთან გასვლაზე ბუდუს გოლი,
მარტო ელვისებური აფეთქებაშია ჩვენი ძალა.
არა გვყავს წინ იან კოლერი ან ტორე ანდრე ფლო რო ნელა შეუტიო და იმან მაინც გაიტანოს.
კი-90 წუთი ვერ სდევენ ჩვენები ჯორცხენებს,მაგრამ უნდა იყოს ფაზები როცა ტემპს მოკლავენ და ფაზები როცა სწრაფად შეუტევენ. პოზიციურად ბურთის განდაგან ნელა გორებას აზრი არა აქვს ჩვენთვის.