რისი თქმა სურთ გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრებზე? - ცოტა დრო ლუქსემბურგამდე - 29 იანვრის ანონსი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს ძალიან მალე, მარტის ბოლოს, უმნიშვნელოვანესი მატჩ(ებ)ი ელის. რა თქმა უნდა, არავინ ვუშვებთ იმას, რომ ლუქსემბურგის ბარიერის გადალახვას ვერ შევძლებთ და "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთის ან ყაზახეთის ნაკრებს არ დავუპირისპირდებით. 

Sportall.Ge

ბოლო დროს სანაკრებო ამბებზე ცოტას ვწერთ, მიზეზი კი ის პაუზაა, რაც შემოდგომის მერე სუფევს. Sportall.ge გეგმავს, ორშაბათს, 29 იანვარს, ეროვნულ გუნდზე ვრცლად ისაუბროს და არსებული სიტუაცია მიმოიხილოს - სანაკრებო გარემო, ფეხბურთელების მდგომარეობა; ასევე, ბოლო დროს წამოწეული საკითხები, რაც თუნდაც კონსტანტინე მარადაშვილის "ჯვაროსნებში" შესაძლო თამაშს ეხება და ა.შ.

არსებობს საკითხები,
რომელთა წამოწევაც მკითხველებს სურთ და საშუალება გაქვთ, დააფიქიროთ თქვენი აზრი - რა თემების განხილვას ისურვებთ, რა მიგაჩნიათ აქტუალურად და როგორი პოზიცია გაქვთ, ანალიტიკურ წერილს კი მომდევნო კვირას დაელოდოთ...

alt"პასპორტი უკვე მაქვს და საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს! მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო?" - მარადიშვილის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

alt"რა ვქნათ, შეცდომა დაუშვეს და ახლა სროლა დავუწყოთ?! კარგი რაღაცებიც ხომ გააკეთეს?!" - ჯუღელი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე და ნახევარფინალში ნაკრებში მის შესაძლო შემცვლელზე

alt"ქართველები უნიკალურები არიან! მათთვის მთავარი გამარჯვებაა და არა ფული ან სხვა წარმატება" - ვილი სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 85 /
რატომ გგონიათ რომ ლუქსემბურგი ადვილად დასამარცხებელია, ბოლო მათი ნათამაშები ბერვრ კითხვის ნიშანს დატოვებდა საქართველოს ნაკრებისთვის და ჯობია სერიოზულად მიუდგეთ პირველივე შეხვედრას.
Gaga
25 იანვარი 2024 17:06
3
ფედერაცია,არ მინდა საქართველოს ნაკრებში ვიხილო რუსი მარადიშვილი!!!
გიორგი
25 იანვარი 2024 16:59
23
ფედერაცია! ამ "სულელა ვაი ქართველების" ჭკუაზე არ გაიაროთ, ჩამოიყვანეთ მარადიშვილი და ათამაშეთ! ყველა კარგ პერსპექტიულ ახალგაზრდას მივესალმებით, მითუმეტეს სისხლში, ქართული სისხლი ურევია!
საქართველო უპირველესად, "ურა პატრიოტების" გარეშე!
25 იანვარი 2024 22:02
3
ფედერაცია!!რატომ არ იძახებთ არაბიძეს??ის რაც არაბიძეს არ ეპატიება, ეპატიება რუს მარადიშვილს??!!
სოსო
25 იანვარი 2024 16:58
9
კანკავას დაბრუნების ამბავი. შეეხმიანეთ ჯაბას , იქნებ კომენტარი გააკეთოს, რომ მისი პოზიცია გავიგოთ.
დიმო
25 იანვარი 2024 16:49
4
არაბიძე უნდა იყოს ნაკრებში.
გაგნიძე ფსიქოლოგიურად და მორალურად სუსტი ბიჭია. ნაკრებს ვერ დაეხმარება.
რუსეთიდან მარადიშვილის ჩამოყვანა შეცდომა იქნება. არ აინტერესებს მას, მოვიგებთ თუ წავაგებთ. პატრიოტები გვინდა ნაკრებში.
ქ. გ.
25 იანვარი 2024 16:49
9
Arabidzes sawinaaymdego araferi maqvs, magram gagnidzes da mAradashvils ras erchit? Arsebobs mrwvnelta shemadgenloba vinc uketesadaa amatu im dros mzad imas daayenebs. Ar aris sajiro gia karis mtvreva da axali rameebis mogoneba.
Giorgi
25 იანვარი 2024 17:07
7
აუცილებლად ისაუბრეთ გიორგი არაბიძის არ გამოძახების თემაზე, კაცი ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა და ერთი შანსი არ მისცეს ამ ლუზერებმა, ამის ფონზე კიდევ გარუსებულ მარადაშვილს ეხვეწებიან
გიგა
25 იანვარი 2024 16:20
10
Arabbidze sauketeso sad gaxda saqartvelos Denise chempionatshi? Maradishvils donemde bearing uklia arabidzes ro iko nakrebshi ra gaaketa?
Vako
25 იანვარი 2024 18:16
4
1. დაცვის ცენტრში რატომ არ ვიყენებთ საზონოვსა და ლოჩოშვილს ?
2. რატომ არ მიეცა გველესიანს ერთ ამხანაგურ მატჩი მაინც თავის გამოჩენის საშუალება?
3. ჩაკვეტაძე შედის ძალიან კარგ ფორმაში, ვოტფორდშიც საყრდენსა და შეტევის წამომწყების პოზიციაზე თამაშობს და მანდ ხომ არ იქნება ამ ფორმაციის ნაკრებში მისთვის იდეალური ადგილი ?
4. მარადიშვილს თუ ექნება სათამაშო პრაქტიკა, საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი ითამაშოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებში.
QT
25 იანვარი 2024 16:14
4
1l kitxvaze pasuxi advilia,orive grma satadarigoebia megobaro...kashia da saba sust gundebshia magram tamashoben egaa albat pasuxi..
L.J .
25 იანვარი 2024 17:01
0
ეს ყველაფერი საინტერესოა და ვეთანხმები, მაგრამ ალბათ უფრო ამ 2 თამაშის მერე განსახორციელებელი თემებია...
ვენეციის კომისია
25 იანვარი 2024 16:48
4
1)კანკავას დაბრუნება აუცილებელია.2)პირველი გოლის გატანის შემთხვევაში გუნდმა სადავეები არუნდა დაუთმოს მოწინაამღდეგეს! საბერძნეთი არც ლუქსემბურგი არაა მაღალი კალიბრის გუნდი არუნდა ჩავჯდეთ დაცვაში შენარჩუნებაზე არ ვითამაშოთ თორე ამოქმედდება ბოლო-წუთის წყევლა :))
beqa
25 იანვარი 2024 16:10
2
თემის წამოწევი რა გითხრათ, მაგრამ ჩემი აზრით არის საკითხები, რომლებიც სასურველია რომ სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთის ფედერაციამ ამ თამაშების წინ გაითვალისწინოს:

1. მოიწვიონ არაბიძე ნაკრებში, მისი ქარიზმა უნდა წაადგეს ნაკრებს, არიან სხვა კარგი კანდიდატებიც, მაგრამ მათი მოწვევა ამ 2 თამაშის შემდეგაც შეიძლება;

2. გააჩუმონ კაშიაზე თავდამსხმელი ეს სხვისი უკანალების დამცველი მერუსეთე სასტავი, გურამი ჩვენი კაპიტანია და მოსალოდნელ თამაშებს მშვიდად უნდა შეხვდეს;

3. დაადონ ბილეთებს ნორმალური, ყველა კატეგორიის ადამიანისთვის მისაღები ღირებულება, რათა არავინ დაიჩაგროს და ყველა გულშემატკივარმა შეძლოს თამაშებზე დასწრება;

იმედი მაქვს ყველა ერთ მუშტად შევიკვრებით, გავხევთ ლუქსემბურგსაც, მეორე მეტოქესაც და არნახულ ზეიმსაც დავდებთ! მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ რა მაგრები ვართ ქართველები!


ვენეციის კომისია
25 იანვარი 2024 16:04
8
ამ ორ თამაშში,არაბიძის და მარადიშვილის ძირითადში დაყენებას იმ უბრალო მიზეზის გამო გამოვრიცხავ,რომ ერთს საერთოდ არ აქვს ჩვენთან ნათამაშები,მეორეს კი,.უკვე ძალიან დიდი ხანია,ნაკრებში აღარ უთამაშია და გადამწყვეტ თამაშებში,ასე მოუმზადებლად შეშვებას,არავინ გარისკავს.რა თქმა უნდა გამოიძახებენ,შეხედავენ,გუნდსაც შეაჩვევენ,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში დააყენებენ,თუ დიდი ტრავმიანობის გამო,ამ პოზიციებზე,აღარავინ გვეყოლება ჯანმრთელი(ფუი ეშმაკს!).სხვა ყველაფერი მისაღებია.
სოსო
25 იანვარი 2024 17:02
4
დავწეროთ სიმართლე და არა ის, რაც სხვას მოეწონება. მაგალითად, ქვილითაია და ყაზაიშვილი ნაკრებში უნდა იყვნენ, მარადიშვილი და გაგნიძე იდელური ცენტრია!
მე ვარ ქართველი
25 იანვარი 2024 15:53
24
ბარემ ძიუბაც მოიწვიე
AVTO
25 იანვარი 2024 16:05
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული