საქართველოს ნაკრებს ძალიან მალე, მარტის ბოლოს, უმნიშვნელოვანესი მატჩ(ებ)ი ელის. რა თქმა უნდა, არავინ ვუშვებთ იმას, რომ ლუქსემბურგის ბარიერის გადალახვას ვერ შევძლებთ და "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთის ან ყაზახეთის ნაკრებს არ დავუპირისპირდებით.
ბოლო დროს სანაკრებო ამბებზე ცოტას ვწერთ, მიზეზი კი ის პაუზაა, რაც შემოდგომის მერე სუფევს. Sportall.ge გეგმავს, ორშაბათს, 29 იანვარს, ეროვნულ გუნდზე ვრცლად ისაუბროს და არსებული სიტუაცია მიმოიხილოს - სანაკრებო გარემო, ფეხბურთელების მდგომარეობა; ასევე, ბოლო დროს წამოწეული საკითხები, რაც თუნდაც კონსტანტინე მარადაშვილის "ჯვაროსნებში" შესაძლო თამაშს ეხება და ა.შ.
არსებობს საკითხები,
რომელთა წამოწევაც მკითხველებს სურთ და საშუალება გაქვთ, დააფიქიროთ თქვენი აზრი - რა თემების განხილვას ისურვებთ, რა მიგაჩნიათ აქტუალურად და როგორი პოზიცია გაქვთ, ანალიტიკურ წერილს კი მომდევნო კვირას დაელოდოთ...
"პასპორტი უკვე მაქვს და საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს! მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო?" - მარადიშვილის ინტერვიუ რუსულ პრესასთან
"რა ვქნათ, შეცდომა დაუშვეს და ახლა სროლა დავუწყოთ?! კარგი რაღაცებიც ხომ გააკეთეს?!" - ჯუღელი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე და ნახევარფინალში ნაკრებში მის შესაძლო შემცვლელზე
"ქართველები უნიკალურები არიან! მათთვის მთავარი გამარჯვებაა და არა ფული ან სხვა წარმატება" - ვილი სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ
საღამოობით ეს ყველასგან და ყველაფრისგან ქართველობის დამცველი ტიპები შემოვარდებიან ხოლმე, შავი მაიკებით, ტაბურეტკებით, უკანალზე დამაგრებული კამერებით და მიდის დისლაიქებიიიიიიი ნორმალურ კომენტარებზე)))))))))))))))
რა იყო ბიჭებო საღამომდე ინტერნეტს გითიშავენ თუ ამ დროისთვის დირექტივებს ელოდებით ხოლმე)))))))
მეორე: ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან გამოძახებულ უნდა იქნეს ჯაბა კანკავა, კონკრეტიკაში არ შევალ, უბრალოდ ვიტყვი ფორმაში მყოფი კანკავა საბერძნეთთან გვჭირდება! ექნება მას თუ არა ამის სურვილი? გაესაუბროს მამუკა გორგოძეს.
მესამე: "მარად" ჩვენგან "ნატრული" მარადიშვილი უნდა იყოს თუ არა გამოძახებული ნაკრებში? ალბათ შანსის მიცემა შეიძლება. ჩვენ გულშემატკივრები უნდა ვგრძნობდეთ რომ მისთვის ეროვნული კვართის ჩაცმა დიდი პატივი იქნება, რასაც სამწუხაროდ დიდი იმედით არ ვუყურებ...საზონოვის შემთხვევაში ჩვენც და საბაც ვგრძნობთ ერთმანეთთან კავშირს, პატივისცემას და სიყვარულს, დამეთანხმებით ამ ყველაფრის საწყისი და ათვლის წერტილი დედაა, ზოგადად ბიჭისთვის დედა ძალიან ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება მარადიშვილის თამაშს, დიდი ეჭვი მაქვს არც ლუქსემბურგთან და მითუმეტეს არც საბერთნეთთან სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით სათადარიგო სკამზეც არ ვიხილავთ, აი მერე უკვე ბჭობა მოგვიწევს, მანამდე მისი "კაი ყმობაც" გამოჩნდება.
მეოთხე: არაბიძე, გველესიანი...რაიმე დააშავეს და არ ვიცით?
მეხუთე: ყველას ხო ერთი სურვილი და მიზანი გვაქვს გავიდეთ პირველად დიდ საფეხბურთო ფორუმზე, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ყველანაირი ორიენტაციისა, ჰოდა ეს ორი თვე ნუ დავჭამთ ერთმანეთს
მარადიშვილზე საზოგადოების კიდევ გახლეჩვა და მარტისთვის მისი ნაკრებში მოპატიჟება და აჟიოტაჟი, ბარდაგი და ფანხეთქილება გულშემატკივრებში და თვითონ გუნდში კიარა, კანკავას დაბრუნება 1 წლით ან თუნდაც ამ თამაშებისთვის უნდა იყოს ეხლა ფედერაციის და ყველა სპორტული მედიის საზრუნავი სალაპარაკო და "სახვეწარი"...
ამის ნაცვლად კი რას ვხედავთ, ეხვეწებიან საშუალოზე დაბალი დონის რუს ფეხბურთელს ამ უმნიშვნელოვანესი თამაშების წინ ნაკრებში მოსვლას....
მოტივაცია, ეროვნული სული, ახალგაზრდებისთვის დამატებითი მუხტი, კაპიტანი, ჯანიანი, გამოცდილი პატრიოტი ადამიანის დამატება უნდა იყოს ეხლა ყველა ვებგვერდის მთავარი თემა და არა ვიღაცა გაუგებრობის....
#კანკავადააბრუნეთბიჭო!
წარმოვიდგინოთ რისი წარმოდგენა არ გვინდა-წავაგეთ თამაში,გადაბრუნდა ურემი და ხო გამოჩნდა გზა-
მერე ხო დავიწყებთ "ისე უნდა გაგვეკეთებინა" "ასე უნდა გაგვეკეთებინა"
"რა უნდა კაშიას ნაკრებში,შეგვეშვას დროა უკვე"
"არაბიძეს რო არ გამოიყენებ მეტის ღირსი ხარ"
და ასე შემდეგ..
აი ამ გამოჩენილ გზას ახლა გავხედოთ.
აბა გავანებეთ მარადიშვილს თავი და რეალური პრობლემები დაწერეთ რასაც ხედავთ.
მე მინდა ის გუნდი ვიხილო ვინც ბულგარეთში და მაკედონიაში 5-2 და 3-0 მოიგო.
ისე დაგეშილები და ცივსისხლიანი,ბადეს რო გოლებით ავსებენ.