საქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შესახებ წლის დასაწყისიდანვე ვღელავთ, მარტში ხომ ევროპის ჩემპიონატთან ისევ ახლოს ვიქნებით (კვლავ "ერთა ლიგიდან") და იმედი გვაქვს, თბილისში ამჯერად საწადელს ავისრულებთ. დარჩენილ დროში ბევრი საუბარი იქნება, კრიტიკაც და ქებაც, ჩვენ კი რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფთ და მასზე გესაუბრებით...

Sportall.Ge

ბალანსი

ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ, ფიზიკურთან ერთად, ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც უნდა ვიფიქროთ. პოლუსური აზროვნება, რაც საკმაოდ ხშირად გვახასიათებს, სასარგებლო ვერ იქნება. რას ვგულისხმობთ? - ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა არც ის უნდა იფიქროს, "ერთა ლიგიდან" ბოძებულ ნახევარფინალში ლუქსემბურგის დამარცხება და გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობა
მარტივიაო და არც ის უნდა დაუშვას, დისკვალიფიცირებულ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე რა გვეშველებაო. რატომ? - ერთი მხრივ, დამატებითი წნეხი, რაც პლეი-ოფებს ისედაც თან სდევს, ჩვენს ბიჭებს უფრო დაძაბავს და მეორე - ჩრდ. მაკედიასთან იმ დაწყველილ ფინალამდე, ლიდერის არყოფნაში, წარმატების არც ფეხბურთელებს სწამდათ, არც მწვრთნელს და დიდად, არც გულშემატკივარს; მსგავსი აღარ უნდა დავუშვათ!..

განწყობის თემაზე კიდევ ერთ მაგალითს დავასახელებთ. ესაა ამონარიდი სტატიიდან, რომელიც ფინალში პოტენციურ მოწინააღმდეგესთან, საბერძნეთის ნაკრებთან ბათუმური მარცხის (0:2) შემდეგ გამოქვეყნდა - "როგორც ჩანს, ჩვენს ფეხბურთელებს დამატებითი პასუხისმგებლობა მოტივაციას უზრდის კი არა, პირიქით - ძაბავს და საკუთარი თავს შესაძლებელზე უარესად წარმოაჩენინებს. ამჯერად ბათუმში მომხდარი ტრაგედია არ აღმოჩნდა მიზეზი, რის გამოც მოთამაშეები საკუთარ თავზე მაღლა ახტებოდნენ."

Sportall.Ge

მოლოდინი

რა თქმა უნდა, ევროფორუმზე უნდა ვფიქრობდეთ, მაგრამ ამავდროულად, ვითარებას რეალურად უნდა შევხედოთ და შესაბამისი, ადეკვატური მოლოდინები დავისახოთ. ვინც ამ სიტყვების უკან "გაპრავებას" და "თავის დაზღვევას" დაინახავს, უბრალოდ, არაობიექტური იქნება.

მაინც რას ვგულისხმობთ? საქართველოს ნაკრებს მოკლე დროში ორი ამ რანგის მატჩის მასპინძლობა მოუწევს, რასაც მათ შორის ემოციებისა და რესურსების გადანაწილება სჭირდება. უნდა შევთანხმდეთ, რომ ახლა მთავარი შედეგია და ამისთვის ყველაფერი "მოსულა". სადაც თითოეული შეცდომის ფასი დიდია, იქ ვერც განსაკუთრებულად შემტევ ტაქტიკას მოვითხოვთ და ვერც მხოლოდ თვალსასეირო სანახაობაზე ვიფიქრებთ. ეგაა, ვილი სანიოლის მხრიდან შესაბამისი, წარმატების მომტანი სქემა უნდა ვნახოთ, მხოლოდ "ბრძოლით ბედნიერების" დრო ახლა არ იქნება!..

კიდევ ერთი ამბავი ისაა, რომ გადამწყვეტ მატჩში საბერძნეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით თუ ბოლო დროს ძალიან თანამედროვედ მოთამაშე ყაზახებს, მზად უნდა ვიყოთ, რომ მიზნის მისაღწევად დიდი ჯაფა დაგვადგება. გასაგებია, ხვიჩა კვარაცხელია გვყავს; გვესმის, მამარდაშვილისა თუ ჩაკვეტაძის დიდი იმედი გვაქვს, მაგრამ ყველაფერი გუნდურად გადაწყდება. მთავარია, როგორც სტრატეგიულად, ასევე ფიზიკურად, ყველაფერი დავდოთ.

Sportall.Ge

შემადგენლობა

ვილი სანიოლმა მოღვაწეობის დასაწყისში ნაკრების კარი საკმაოდ ბევრ დებიუტანტს თამამად გაუღო, მოგვიანებით კი ასე ნაკლებად იყო. "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის დასრულებისა თუ გასული წლის სექტემბერში კატასტროფული შედეგების შემდეგ ჩვენ როგორც სამწვრთნელო, ასევე საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე ვწერდით, თუმცა იმასაც აღვნიშნავდით, რომ ეს თუკი მაშინ არ განხორციელდებოდა, შემდეგ გვიანი იქნებოდა; მაშინ, როცა 2024 წლის დასაწყისში ამხანაგურების ფანჯარაც არ არსებობდა, პლეი-ოფისთვის მოსამზადებლად ხომ ცოტა დრო რჩებოდა.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შემადგენლობაში განსაკუთრებულ ცვლილებებს, ფაქტობრივად, არ ველით; მათ შორის, არც საშუალო ასაკის შემცირებას. ახლა ყველამ უნდა ვისურვოთ, ფრანგი მთავარი მწვრთნელის გზამ მიზნამდე მიგვიყვანოს. ამის მიუხედავად, რამდენიმე ახალი ფეხბურთელის გამოჩენა სავსებით შესაძლებელია, მით უმეტეს, როცა ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას ჩანაცვლება მოგვიწევს. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ 21-წლამდელთა ნაკრები ევროპირველობაზე კარგად გამოვიდა.

Sportall.Ge

კადრები და შესაძლო სიახლეები

ფაქტია, "ჯვარიანების" საკადრო რესურსი უკეთესის სურვილს ტოვებს; ლეგიონერთა უმეტესობა იდეალურ კონდიციებში არ იმყოფება.

მეკარის საკითხი მოგვარებულია, გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ ფორმაშია; ცუდია, რომ დავით ხოჭოლავა მომჯობიმებას ვერ ასწრებს, მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ის უალტერნატივოა; საბა საზონოვის პროგრესი აშკარაა და მას "ჯვაროსნებში" აქამდეც მეტი დრო უნდა მიეღო; მშვენიერია ოთარ კიტეიშვილის მომჯობინება და ამხანაგურ შეხვედრებში 90 წუთით დატვირთვა; გიორგი ჩაკვეტაძის სტაბილურობა, მაგრამ გიორგი ქოჩორაშვილის ტრავმა გვანერვიულებს; კარგია ბუდუ ზივზივაძის გოლები, თუმცა ფორმაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე აუცილებლად გვჭირდება...

გულშემატკივრებში ახლა ორ შესაძლო სიახლეზე მსჯელობენ. პირველი კონტანტინე მარადიშვილის ამბავია, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო. ფაქტობრივად, გამოვრიცხავთ, სანიოლმა ასეთი მნიშვნელივანი შეხვედრების წინ ნაკრების დებიუტანტისთვის სათამაშო დრო გამონახოს. ამიტომ, მოდით, ამ თემას, რომელზედაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ახლა ნუ გავააქტიურებთ... მეორე გიორგი არაბიძეა. ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ ის ფედერაციის "შავ სიაში" არ იმყოფება. გასული სეზონის შედეგების მიხედვით, გიორგი სანაკრებო სიაში ყოფნას იმსახურებს, ეს უდავოა!..

Sportall.Ge

გარემო

კონსტრუქციული შენიშვნები მისაღები უნდა იყოს, სხვა მხრივ კი, 21 და 26 (იმედია!) მარტის მატჩებისთვის მაქსიმალურად ერთიანად უნდა მოვემზადოთ. გარემოს როგორც შეხვედრამდე, ასევე მის განმავლობაში, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, ამ მხრივ პრობლემები არ შეიქმნას.

ბილეთების რეალიზება ის ამბავია, რომელიც ყველაფრის დასაწყისია. ვისურვებთ, ეს პროცესი გამართულად წარიმართოს და გულშემატკივართა ნერვული სისტემა არ "შეიწიროს". ამავდროულად, ფასებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, საკუთარი მოედნის ფაქტორი სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ და ისე არ უნდა მოხდეს, ჩვენი ფეხბურთელები ამან უფრო დაძაბოს. დისკვალიფიკაციის დროს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდთან ერთად ყოფნას დიდი მნიშვნელობა ექნება...

დაბოლოს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი უკანასკნელ ხანს შემადგენლობაში ბევრ ცვლილებას არ გვთავაზობს. სავარაუდო თერთმეტეულზე სასაუბროდ ჯერ ადრეა, ისე კი, ლუქსემბურგთან სანიოლისგან ამ ფეხბურთელებს ველით - (3-4-1-2) - მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია (C), ლოჩოშვილი - კაკაბაძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, აზაროვი - ჩაკვეტაძე - დავითაშვილი, ზივზივაძე.

altევრო 2024-ის წილისყრა. საქართველოს ნაკრები ტურნირზე გასვლის შემთხვევაში F ჯგუფში მოხვდება

altხვიჩას არყოფნა - რა არ "პრავდება", ჟურნალისტების როლი და რისი გამეორება აღარ უნდა დავუშვათ!..

altლევან კობიაშვილი: ეს არ უნდა მომხდარიყო - ჩასაფრებული ადამიანები ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს

მკითხველის კომენტარები / 50 /
შეცდომები რომელიც აქამდე დავუშვით:
1. ბებერი დაცვის იმედად ყოფნა. არსებობენ ხანში შესული მცველები, რომლებიც გამოცდილებით აკომპენსირებენ სიჩქარის ნაკლებობას. სამწუხაროდ ასეთი მცველები არ არიან ჩვენი ვეტერანები. ახალგაზრდებს კი არ მისცა შანსი სანიოლმა, რომ შეთამაშებულიყვნენ და გამოცდილება დაეგროვებინათ.
2. არაბიძის ფაქტორის არ გამოყენება. გადამწყვეტ მომენტში არაბიძეს შეუძლია თამაშის თავზე აღება და უპირატესობის შექმნა. ზოგჯერ მგონია, რომ იმიტომ არ მისცა შანსი, რომ თავის კარგად წარმოჩენის შემთხვევაში "ვიღაცის" ძმაკაცი ამოვარდებოდა. ამის გამო ქვეყანამ არ იზარალოს.
ქუთაისელი
29 იანვარი 2024 10:53
9
არაბიძის ნაკრებში გამოუძახებლობა მე ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული მგონია.
კაკო
29 იანვარი 2024 11:24
9
ჯარიმის ნორმალურად შემსრულებელიც არ გვყავს და ასეთ დრო არაბიძის არ გამოძახება დაუშვებელია.... ძველი დროა ნაკრებში ჩემიანი იმისიანი... რაც იციან და რაც მოსდგამთ იმას აკეთებენ აბა მაგათმა სხვა არ იციან და.. შეისისხორცეს ეგეთი მიდგომა.. იმდენ უაზრო ფეხბურთელს იძახებენ საქართველოს ჩემპიონატიდან რომ ვინც ღირსია იმათ ვერ და არ იმჩნევენ. გასაყრელები არიან დიდიან პატარიანად
რონი
29 იანვარი 2024 11:18
8
წინდაწინ ნუ წუწუნებთ და ნუ სტრესავთ გულშემატკივრებს, თქვენი უაზრო არაფრის მომცემი ვაი-ვიშით. ეხლა საქმეზე: მარტამდე ქომაგები უნდა ვიყოთ ძალიან იმედიანად, შენართებულნი, მობილიზებულნი, როგორც იტყვიან, ერთ მუშტად შეკრულნი! ამ ყველაფერს ძალიან დიდი ძალა აქვს! კომენტარებში აღარ გვინდა ზოგიერთი ფეხბურთელების მწვავე კრიტიკა, პირიქით შევაგულიანოთ ბიჭები, რო მათ გვერდით ვდგავართ და ყველანაირად ვუქომაგებთ! მხარდაჭერას თუ იგრძნობენ ფეხბურთელები, ამით უფრო მეტი ძალა, ენერგია და სტიმული მიეცემათ! ისე, რო გულშემატკივრებო ჩვენზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული!
პესიმისტებს!
29 იანვარი 2024 16:50
1
კი ამბობ,სწორს,მაგრამ როგორ ატყობ,ვინმე გისმენს?აქ შემომსვლელთა კარგა მოზრდილ ნაწილს,იმის გაფიქრებაზეც კი აჟრიალებთ,რომ საქართველოს ნაკრებმა შესაძლოა გაიმარჯვოს და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.საერთოდ საქართველოს წარმატება არ სურთ,არც ერთ სფეროში,სანამ მათი რჩეულები არ დაბრუნდებიან,ქვეყნის მართვაში,ესე იგი,არასოდეს!
სოსო
30 იანვარი 2024 11:37
4
ჩინებული,ზუსტი კომენტარია.
თქვენც ასიანი ხართ,ბატონო სოსო.გაიხარეთ ორთავემ!
ვაჰმე
30 იანვარი 2024 14:06
1
ვეშაპიძე უალტერნატივოა დაცვაში, გელა ნუგზარაშვილი - თავდასხმაში. მუსიკა შალახო ჯობია, თანაც ჩახურული, დარი-დურისაც არა უშავს. შენ დაუკა! რაღა დროს კაშია-კვირკველიიაა ბიჯო, მაინც და მაინც ყავარჯნებით უნდა გამოვიდნენ, რომ მიხვდეთ რა შენელებული კადრებია? მიეცით ახალგაზრდებს შანსი, აირჩიეთ ხვიჩა კაპიტნად და ეშველება ქვეყანასაც და ნაკრებს. თუ არა და იტრიალეთ წრეზე, ეს ბებრები, ის ცისფერები, აქეთ ნათლულები, იქეთ ძმაკაცის შვილები და იტანჯეთ მთელი ცხოვრება.
დარი-დური
29 იანვარი 2024 15:02
8
რამდენიც აფ უნდა წეროთ გასვლის შანსი მაინც მინიმალურია, მაგრამ ყველას უკვე პირზე აკერია წაგების მთავარი მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიას არ ყოფნა - აი ეს გადაარჩენს ისევ ფედერაციას, როგორც ჩრ.მაკედონიასთან და მერე ისრაელთან წაგების დროს. მთავარია ფედერაციაში კარგად იყვნენ და ქართუი ფეხბურთი წყალს მიაქვს!
irakli
29 იანვარი 2024 15:08
6
დაცვაში საზონოვი და კალანდაძე კვირკველიასა და ლოჩოშვილის ნაცვლად. ნახევარდაცვაში არაბიძე კვევკვესკირის ნაცვლად
და ჰიმნის მერე აუცილებლად დაუკარით სიმღერა "თავისუფლება ლომთა ხვედრია-ან გამარჯვება ანდა სიკვდილი"-დამიჯერეთ იმუშავებს განწყობაზე დადებითად
inviz9
29 იანვარი 2024 11:26
6
ავტორს ხშირად ვეთანხმები, მაგრამ ახლა სამ რამეში არ ვეთანხმები. 1) ახალგაზრდულის თამაში არ საერთოდ არ მომეწონა. დაცვაში დგომა ქართული ფეხბურთის მომავალია? 2) ხოჭოლავას იმედი არასდროს მქონია. სამი მშვენიერი ცენტრალური მცველი გვყავს:საბა, ივა, ლუკა. 3) გამოცდილების მიუხედავად ბალასტი ნაკრებს უნდა მოშორდეს. აი ჯაბას კი ბოდიში უნდა მოვუხადოთ და ვთხოვოთ დაგვეხმაროს!
გიორგი
30 იანვარი 2024 00:28
4
წავიკითხე შემადგენლობა და გული შემიწუხდა.

კვეკვესკირი სასუალოზე დაბალი კალსი
დავითაშივლი მეორე ლიგის დონესაც ვერ აკმაყოფილებს. იქაც არ მოიაზრება ძირიტადში.
კაშია დაცვის ცენტრი. თავის გუნდში ვერ ხვდება ძიორითადში. (ნუ ცენტრალური მცველი და კაპიტანირომ ძირითადში ვერ ხვდება სლოვანის დონის კლუბში, რავიცი კომენტარი ზედმეტია)
კაი კვეკვესკირს და დავითაშვილს მოუძებნი შემცცვლელს.
მაგრამ კაშიაზე რას აპირებს სანიოლი? საერთოდ მისი დუბლიორი არც კი გამოუცდია და უნდახავს სამქეში.
las
29 იანვარი 2024 14:32
1
კაშია-კვირკველია-კვეკვესკირი არ გამოგრჩეთ არსად! დიდი ცისარტყელა დროშა ხომ არ გამოვფინოთ სტადიონზე ავტორო რომ ჩვენი გურამიკო გავამხნევოთ?)))) ტიაგო სილვა ასაკს უმაღლესი კლასის ხარჯზე აკომპენსირებს, თუმცა შეცდომებს უკვე მაინც ხშირად უშვებს და კაშიას და კვირკველიას კლასი ახალგაზრდობაშიც არ ჰქონდათ და ეხლა ხომ საერთოდ, ამას დამატებული კვეკვესკირი, მაინდამაინც უნდა დაგვღუპონ გადამწყვეტ მომენტში თუ რატომ არ ვეშვებით ამ ხალხს
llcl
29 იანვარი 2024 11:37
14
არაბიძე აუცილებლად გამოიძახონ ნაკრებში.
მიქაუტაძე მარტამდე ფორმას აღიდგენს. უნდა იყოს სასტარტოში.
მარჯვენა ფლანგზე გოჩოლეიშვილი უნდა იყოს.
ქ. გ.
29 იანვარი 2024 12:06
7
ჩვენ რომ კვალიფიციური, თუნდაც საშუალო ევროპული დონის მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი გვყავდეს, ლუქსემბურგთან გასვლაზემოგებაზე დიდი კითხვის ნიშანი არ იქნებოდა. ფეხბურთელების რესურსით საქართველო ჯობია ლუქსემბურგს, ამას საკუთარი კედლების ფაქტორიც ემატება. ახლა კი ეს კითხვის ნიშანი ჩნდება სამწუხაროდ. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ჩვენ მეტი შანსი გვაქვს მოგების. იმედია ასეც იქნება.
თამაშამდე ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა და ისტერიული გარემოს შეექმნა არაა საჭირო, ფეხბურთელების დასტრესვაც არაა საჭირო. აი სტადიონზე გიჟური ქომაგობა კი ნამდვილად უნდა იყოს.
არტ
29 იანვარი 2024 14:29
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული