დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა - ისევ ნორვეგიასთან თუ ხვიჩასა და ჯუდის დაპირისპირება?..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ახლა "ერთა ლიგაზე" მხოლოდ მისგან ბოძებული ნახევარფინალი და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა აინტერესებს, თუმცა არ გამოგვრჩეს, რომ დღეს, 8 თებერვალს, 21:00 საათზე (პირდაპირი "სილქ უნივერსალზე") პარიზში მომავალი გათამაშების წილისყრაა. მოგეხსენებათ, "ჯვაროსნები" B ლიგაში დაწინაურდა.

"ერთა ლიგა" მსოფლიო ჩემპიონატისთვის მებრძოლ საგზურს იმავე პრინციპით არ იძლევა, მაგრამ ამის შანსი 4 ნაკრებს პლეი-ოფის გზით აქვს (ვინც შესარჩევი ეტაპიდან ვერ მოხვდება) და გამორიცხული არაა, მათ შორის ჩვენი დივიზიონის წევრიც იყოს. საინტერესოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ერთა ლიგის" მასშტაბით 6 გოლის ავტორია.

ეს უკვე მეოთხე გათამაშებაა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა "ერთა ლიგაზე" დაწინაურება უკვე 2 ლიგით მოახერხა და ევროპირველობის შანსიც კიდევ ერთხელ აქვს. რაც შეეხება მეორე გათამაშებას, როცა ტურნირი მუნდიალის წინ ტარდებოდა, ვლადიმირ ვაისმა ექსპერიმენტებს მიმართა, ჩრდ. მაკედონიასთან ფინალურ მატჩზე ფიქრობდა და პირველობა სომხეთის ნაკრებს "გადაულოცა". A დივიზიონში გადასვლა და გრანდებთან დაპირისპირება კარგი გამოწვევაა, მაგრამ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე ამ ტურნირიდან მოხვედრის შანსებს (წმინდა სპორტული პრინციპით) ობიექტურად უფრო შეამცირებს.

19 წლის ლევან კობიაშვილი და დევიდ ბექჰემი


Sportall.Ge

წილისყრის წინ ვილი სანიოლის გუნდის სასურველ მეტოქეებზე მსჯელობა შეგვიძლია. მაგალითად, პირველი კალათიდან ასეთი შეიძლება თუნდაც უელსის ნაკრები იყოს. ამავდროულად, ინგლისის ნაკრებთან შესაძლო დუელიც დამაინტრიგებელია. ინგლისელებთან ადრე 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე გვითამაშია. მაშინ თბილისურ მარცხს (ზედიზედ მეხუთე) ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობა შეეწირა. დასამახსოვრებელი იყო თემურ ქეცბაიას თამაში; ის მალე "ნიუკასლის" წევრი გახდა. დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით წავაგეთ (კვლავ 0:2) გასვლითი მატჩი, სადაც დანაკლისი გვქონდა. კვარაცხელიასა და ბელინგემის დუელიც საინტერესო იქნება. მეორე კალათიდან ნორვეგიასთან ისევ დაპირისპირების შანსიც არსებობს. აქაა უკრაინის ნაკრები. იქნებ მესამე კალათიდან ირლანდიის ნაკრები გვერგოს და მათთან გამარჯვების გემო "გავსინჯოთ".

I კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი;

II კალათა: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია;

III კალათა: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო;

IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი.


ჯგუფური ეტაპი 2024 წლის 5 სექტემბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება, 2025 წლის მარტიდან კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი აიღებს სტარტს.

altსაქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

altკვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

მკითხველის კომენტარები / 56 /
"ნუთუ ჩვენა ვართ ქვეყანა და ჩვენცა გვქვია ნაცია? ცხოვრებით ბუზიც კი ცხოვრობს, მაგრამ სად? ------" - ეს არის აკაკი წერეთლის ერთი ლექსიდან ციტატა, რომელიც შეგნებულად არ დავასრულე. უამრავი ვარიანტი წავიკითხე - ეს ჯობია, ის ჯობია და უბრალოდ ღიმილი დამეუფლა სახეზე. ხალხნო, ნუთუ რეალიზმის გრძნობა სულ დავკარგეთ?! ნუთუ გვსიამოვნებს საკუთარი თავების მოტყუება?! გასაგებია, რომ ფეხბურთი ყველას ძალიან გვიყვარს და პრეტენზია გვაქვს რომ ის ჩვენს გენებშია. თუმცა, ვცხოვრობთ იმ მსოფლიოში სადაც ჩვენზე ათჯერ და მეტჯერ განვითარებული ერები ცხოვრობენ. ჩვენ ჯერ ვისწრაფვით ასეთი ცხოვრების დონისკენ და რას ვითხოვთ, რომ ფეხბურთმა (რომელიც ჩვენი ყოფის მხოლოდ ერთი სფეროა) გაასწროს ჩვენი ცხოვრების დონეს? რეალურად თუ შევხედავთ, გვყავს ორი მაღალი დონის მოთამაშე (კვარა და მამარდა) და რამდენიმე საშუალო დონის ფეხბურთელი. არ ვიძახი რომ არ უნდა ვიბრძოლოთ ან არ გვაქვს შანსები წარმატებისთვის. თუმცა, გადაჭარბებული მოლოდინებიც არ უნდა შევქმნათ - ვფიქრობ, ბ ლიგის ჩვენს ჯგუფში თუ მეორეზე გავალთ, ეს ნაღდად წარმატება იქნება და იქნებ მსოფლიოს საგზურისთვისაც ვიბრძოლოთ!
fani
17:36 08-02-2024
5
მე ვერ გავიგე ეს საიტი სპორტულია თუ პოლიტიკური ისე რომ იცოდეთ ვინც წარმატებულია კორუპცია აღებ მიმცემლობა თამაშების გარიგება იქ უნდა ნახო .
გიორგი
16:48 08-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული