საქართველო - ლუქსემბურგი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინრეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა შეიყვანოთ შემდეგი ინფორმაცია - ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვნის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება და 21:00
საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

წყარო: Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
გადამყიდველების პრობლემას თუ ვერ აგვარებთ გვაცემიეთ მაინც, არ დაგვიჭიროთ
თემო
20:36 21-02-2024
0
აბა გავავსოთ დინამო და ჯოჯოხეთი დავახვედროთ ლუქსემბურგს
რაბუ
19:18 21-02-2024
0

სიახლეები პოპულარული