ცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი...

AutoSharing Option
"რამდენ ხანს ვტკეპნი დედამიწას, ეტყობა ქუსლებს,

შუბლიც ზედ მიკრულ აბლაბუდას როგორღაც უძლებს...

და ეს ყიყლიყოც გრძნობებს მიტომ აღმიძრავს გულში,

რომ ისევე ჟღერს, ვით ჟღერდა გუშინ..." (იოსიფ ბროდსკი)

"გახურდა" მარტი. ახლა ყველაფერს "ერთა ლიგის" პლეი-ოფის ჭრილში განვიხილავთ და ვღელავთ - ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი სათამაშო ფორმა (სამწუხაროდ, ის ლუქსემბურგთან დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდება), გიორგი მამარდაშვილის "მშრალი" მატჩები, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა... ვეტერანთა შეხვედრის დროსაც იმაზე ვფიქრობდით, რაც იმ თაობამ ვერ მოახერხა, უნდა შევძლოთ ახლა!..

Sportall.Ge

ზედმეტი მოტივირება ფსიქოლოგიაში გამართლებული სულაც არაა, რადგან შესაძლოა, დაძაბულობა მივიღოთ.
ამის გამოა, თითოეული სიტყვის მოფრთხილება გვიწევს. მეორეა ის სტროფი, რაც პროლოგში გამოვიტანეთ - დროა, ახალი ფურცელი გადავშალოთ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. აუცილებლად უნდა გავარღვიოთ ეს წრე და ცოტათი მივიწყებული სიხარულით შევცვალოთ. ამ თაობას პასუხისმგებლობა არ აკლია; ასევე, უკვე აქვთ მწარე გამოცდილება, თუ რას ნიშნავს, როცა მიზანთან ერთ ნაბიჯში ხარ. ყველაფერი ეს ერთად უნდა აკუმულირდეს და შედეგი მოგვცეს!..

"ჯვაროსნების" მეკარეს "მშრალი" მატჩები უყვარს...

Sportall.Ge

ცალკეული ფეხბურთელების პროგრესის მიუხედავად, წარმატებას გუნდურად უნდა მივაღწიოთ, ამისთვის კი არაერთი ორთაბრძოლის მოგება, საჰაერო დუელი, სისწრაფე, გააზრებული მოქმედება, მოთმინება და ამავდროულად, მოუსვენრობა დაგვჭირდება.

თავისი დიდი როლი აქვს მწვრთნელს, რომელმაც ზუსტად უნდა შეარჩიოს წარმატებისკენ მიმავალი გზები. ლუქსემბურგთან ხვიჩა კვარაცხელია არ იქნება და ასეთ დროს საჭიროა როგორც ტაქტიკური ცვლილებები, ასევე ემოციური ფონის კონტროლი - არ უნდა დაუშვა, რომ ლიდერის გარეშე არ შეგიძლია და გარკვეულწილად, მისთვისაც ითამაშო, მისი მოლოდინები, რომ ფინალში დაგეხმარება, რეალობად აქციო.

ვილი სანიოლი რთული გზის ბოლო ეტაპზეა...

Sportall.Ge

ვილი სანიოლისგან ყველანაირი საკადრო რესურსის სრულად გამოყენებას ველით. ახლა ნამდვილად არაა დრო, რაიმე ისეთი დავაკლოთ, რაც მერე გულს დაგვწყვეტს...

გვჯერა, რომ ევროზე გავალთ და მეტწილად ხვიჩა კვარაცხელიას სიდიადის გამო, ჩვენი ფეხბურთისადმი გამოჩენილ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. ეს იქნება გარდამტეხი! მხოლოდ წარსულთან და დღევანდელობაში ლეგიონერების გულშემატკივრობასთან არ უნდა ვასოცირდებოდეთ. ამ შეკითხვის დასმა რიტორიკულადაც არავის უნდა, მაგრამ თუ ვერ? - მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. თბილისში ტკივილიანმა საფეხბურთო დღეებმა იმატა და ერთხელაც ყველაფერი უნდა გადაიფაროს, სხვა მასშტაბის განვითარებაზე გადავიდეთ...

გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო ტურში ტრავმა მიიღო. მასზე, როგორც ლიდერზე, ლუქსემბურგთან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

Sportall.Ge

მთელი თვის განმავლობაში ამ მატჩებზე ვიფიქრებთ, გონებაში სავარაუდო შემადგენლობასა და სცენარებს დავუშვებთ, ვინერვიულებთ, ზოგს ცუდი წინათგრძნობა ექნება, მუდამ ოპტიმიზმებიც იარსებებენ. ახლა ყველანი "საგანგებო მდგომარეობაზე" გადავდივართ, ქვეყნის წარმატებაში საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ. ეს მიზანი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური, რუტინული საქმეები. ვუგულშემატკივროთ ქართველი ფეხბურთელების მეტ სათამაშო დროსა და ტრავმისგან დაცვას, მათი დადებითი ემოციები კი ბოლოს ერთად შევკრათ!..

altსაქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

altსანიოლი ვიზიტებს განაგრძობს - ამჯერად ჩაკვეტაძეს შეხვდა

მკითხველის კომენტარები / 58 /
საინტერესოა რატომ არ აქვეყნებს შეკრებაზე გამოძახებულთა სიას სანიოლი? რარას ელოდება 8 დღეა მატჩამდე!?
ეტყობა რაღაცა გოთვერნობა აქვთ ჩაფიქრებული და ისევ არ გამოიძახებენ არაბიძეს, აქედან ჩაკვეტეძის ტრამვაზე გვაპარებენ ინფორმაციებს, მერე იტყვიან მძიმე ტრამვა ქონდაო და არ გამოვიძახეთო>..
მოკლედ მგონი მაკედონიასთან სცენარის გამეორებას აპირებენ, როცა ნორმალური შემტევი არ გვყავდა
მხოლოდ ის გაითვალისწინეთ ვილი და ფედერასტებო, რომ მაკედონიისაგან განსხვავებით ხალხი ტრიბუნებზე სავსე იქნება და ვაითუ არასასურველი შედეგი დადგეს მერე თქვენი მშველელი არავინ იქნება. იქიდანვე დაიძრება ხალხის მასა...
inviz9
09:34 12-03-2024
3
არაბიძეს დიდ პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელს, ბევრი უნდა იმუშაოს თავის თავზე, სტადიონიდან არც უნდა გამოვიდე, ამ მსხვერპლს მოითხოვს ფეხბურთი.ვუყურე ეს ორი თამაში თავი ვერაფრით გამოიჩინა, დანარჩენი სანიოლის გადასაწყვეტია.სტიმულისთვის დავუძახებდი ნაკრებში.
გია
22:21 10-03-2024
1

სიახლეები პოპულარული