"დააყენონ არაბიძე და გადაგლეჯს ამ ლუქსემბურგს! ძალიან მაგარი ფეხბურთელია და იცით, კიდევ რა პლუსი აქვს?!" - ობოლაძე "ტორპედოს" შემტევის ნაკრებში დაბრუნებაზე

AutoSharing Option
Youtube-არხ "ოქტოპუსზე" გადაცემა "ორშაბათობის" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე გახლდათ, სადაც მან საქართველოს ნაკრებში გიორგი არაბიძის შესაძლო გამოძახებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქუთაისის "ტორპედოს" შემტევი "ჯვაროსანთა" რიგებში გამოძახებას იმსახურებს. 

"არაბიძის ხასიათებზე ლაპარაკობენ... რომც ჰქონდეს ცუდი ხასიათი, რაა?! უხასიათო ისეთი ფეხბურთელები იყვნენ... მაგალითად, ანელკა, ჩემპიონთა ლიგაზე კანს ორი გოლი გაუტანა.

ახლა ვუყურე არაბიძის ბოლო თამაშს. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაგარია და ლუქსემბურგს გადაგლეჯს, რომ დააყენონ.

"კვარამ" რაც ითამაშა ბათუმის "დინამოში", იმავეს აკეთებს ახლა გიორგი და ვფიქრობ, ნაკრებში უნდა იყოს. აქამდეც იყო კარგი
შანსები მისი გამოძახების, თუნდაც მონღოლეთთან და ტაილანდთან. ახლა კი ძალიან მაგარ ფორმაშია.

თან იცით, რა პლუსი აქვს? სულ წინ მიდის, სულ კარისკენ იყურება... "ტორპედოს" მწვრთნელმა სტვინ კინმა მის სტატისტიკაზე თქვა და მეც გადავხედე. მაგარი სტატისიკა აქვს, უბურთოდაც. უკანაც ჩადის, ეხმარება და ეკუთვნის გამოძახება, თანაც ეგეთი მძიმე პერიოდიდან რომ დაბრუნდები, შანსი ხო უნდა მოგეცეს?!", - თქვა ობოლაძემ.
მკითხველის კომენტარები / 83 /
სანიოლს და ფედერაციასაც დიდიხანია ვაკვირდებით,მაგრამ ხედავს ყველა რასაც აკეთებენ არც არაფერს, მაშინ პირველი ეს ხალხია გასაშვები,ლუქსემბურგთან გამოჩნდება წაგების შემთხვევაში უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.
სვანსკი
20 მარტი 2024 15:06
0
იბერიასთან არ ბრწყინავდა, თუმცა მღვდელი წილოფში იცნობაო. მან რამოდენიმე ისეთი პასი და მოძრაობა გააკეთა, რომ მაღალი კლასი ასკარად იგრძნობა. ნაკრებს ერტი ორად გააძლიერებს. დაუზახებენ
ლევან მაღლაკელიძე.
07 მარტი 2024 22:39
0
ტორპედო-იბერიას თამაშზე იყო სანიოლი,აკვირდებოდა არაბიძეს,მაგრამ მაინცდამაინც ამ თამაშში,როცა ნაკრების მწვრთნელი აკვირდებოდა,არ ვუცი რა მოუვიდა,საერთოდ ვერაფრით გამოიჩინა თავი.ამიტომ არა მგონია გამოიძახონ.
მირო
07 მარტი 2024 12:41
1
ნუ ვიდავებთ ტყუილად. ჩვენ გულშემატკივრებმა, ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ და გამოიძახებს თუ არა არაბიძეს მაინც "მწვრთნელმა" უნდა გადაწყვიტოს.
მე უბრალოდ ერთი ამბავი მინდა გაგახსენოთ, ზესტაფონის ზეობის პერიოდში დვალი გელაშვილის დუეტი მართლაც რომ კარგად თამაშობდა გინდა ეროვნულ, გინდა ევროპულ არენაზე. მაშინაც ზუსტად ასე ითხოვდა გულშემატკივარი ამ დუეტის ნაკრებში გამოძახებას. რა მერე სანამ კარგები იყვნენ დვალი ნაკრებს არ გააკარეს, როგორც კი ფორმიდან ამოვარდა ერთ თამაშზე დაუძახეს და მერე აქეთ მოგვამადლეს, ხომ ხედავთ ვერაფერს აკეთებსო.

ასე, რომ არ გაგიკვირდეთ არაბიძის შემთხვევაშიც ასე, რომ მოიქცნენ.

სამწუხაროდ ზოგადად ჩვენს სპორტს ჭირს ასეთი უბედურება:
დღემდე ვერ გავიგეთ, რომ ნაკრებში სახელი და გვარები კი არა იმ მომენტისათვის საუკეთესო ფორმაში მყოფი სპორტსმენები უნდა იყვნენ.
ეგებ როდესმე გვეშველოს.
ოთარი
07 მარტი 2024 11:49
1
აუღია ობოლაძეს ფული…
სანდო
07 მარტი 2024 09:59
7
არაბიძე არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი იმას ვიტყვი. დიმა ობოლაძე ფეხბურთის გაგებაში არ არის.
ვერგავიგე
07 მარტი 2024 08:45
6
მე რა ვიდეოსაც ვუყურე კოხრეიძე(დუბლის ავტორი??) იმსახურებს ,არაბიძემ რა შექმნა ღირებული თამშსი იქნებ დადო დიმა ვიდეო?მადლობა
დიმა ობოლაძეს
07 მარტი 2024 08:37
3
გიორგი აუცილებლად გამოსაძახებელია ნაკრებში უმაგრესი ტექნიკით და საოცარი პასის კულტურით საბურთალოსთან 2 საგოლე გადაცემა გაკეთა მართალია გოლი არ გაუტანია მაგრამ ერთერთი საუკეთესო იყო გიოს შეუძლია ისე აფეთქება ბურთით და გაგვახაროს ქართველები გიო გელოდება საქართველოს ნაკრები
საქრთველოს პატრიოტი
06 მარტი 2024 23:59
4
გიორგი აუცილებლად გამოსაძახებელია ნაკრებში უმაგრესი ტექნიკით და საოცარი პასის კულტურით საბურთალოსთან 2 საგოლე გადაცემა გაკეთა მართალია გოლი არ გაუტანია მაგრამ ერთერთი საუკეთესო იყო გიოს შეუძლია ისე აფეთქება ბურთით და გაგვახაროს ქართველები გიო გელოდება საქართველოს ნაკრები
საქრთველოს პატრიოტი
06 მარტი 2024 23:59
4
ქვემოთ დავწერე და კიდევ ერთხელ შევეხები კომენტატორების თემას-
ამას წინათ ბიძინა ბარათაშვილი იყო სარბიელში და მეო მომწონსო რეპორტაჟის დროს "საინტერესო ამბებს" რო ვყვებიო,ვისაც არ მოსწონს არ მიყუროსო.
ვისაც ეროვნული ლიგა მიგყავთ არ დაუჯეროთ და არ მოუსმინოთ-არაფერია იმაზე საშინელი როცა კომენტატორი რაღაც ამბის მოყოლას იწყებს.
არ შეიძლება არანაირად
1 ყველას აქვს წვდომა ინტერნეტზე და ყველამ იცის ყველა ამბავი-რა სიახლე უნდა მოყვეს
2 შენ თვითონ არ გაინტერესებს მოედანზე რა ხდება და ვერ რთავ მაყურებელს თამაშში.
ქართველებიდან მარტო ნოდარ სიმსივნეა ვინც უკომპლექსოდ-ემოციურად აკეთებს კომენტარს,ადრე იყო ობოლაძე რომელიც ასევე აზარტში იყო
დანარჩენები ყველა მორცხვად ლაპარაკობენ,სახიფათო მომენტის დროს მორცხვად წამოიყვირებენ
აი როგორც მორცხვად ცეკვა არის საშინელება ისევეა-მერე არ აინტერესებს ხალხს,ყველა ფიქრობს რომ ბანძი ჩემპიონატია და სტადიონზე არ მიდი ხალხი.
ასე რომ ძალიან გთხოვთ კომენტატორების კომპლექსები მოიშორეთ და ერთი აგური დადეთ ქართული ფეხბურთის მშენებლობაში თქვენი აზარტით-ხალხი უნდა მოიზიდოთ.
არ შეიძლება ორბიტის ყიდვას უფრო არტისტულად მაიძულებდნენ ვიდრე ფეხბურთის ყურებას-
ამ კომენტარს მიაქციეთ ყურადღება,ვიცი ბევრი კითხულობს აქ
Levani
06 მარტი 2024 23:55
3
ბარემ ანეგდოტები მოყვეს, ზოგს ისე მიყავს თამაში შეგზიზღდება
სვანსკი
20 მარტი 2024 15:11
0
მე მომწონს საინტერესო ამბებს რომ ყვება, ასე რომ მარტო შენი გემოვნება არ არის გასათვალისწინებელი
მე
07 მარტი 2024 13:56
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული