საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი შესაძლოა, დააპატიმრონ

AutoSharing Option
Today.rtl.lu-ს ინფორმაციით, ლუქსემბურგში ამ ქვეყნის ნაკრებისა და "სლოვანის" ფორვარდის, ჟერსონ როდრიგესის სასამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო.

28 წლის თავდამსხმელს ყოფილ შეყვარებულზე ძალადობას ედავებიან. პროკურატურა კი 15-თვიან პირობით პატიმრობას, ასევე, სავარაუდო დაზარალებულისთვის ბრაზის მართვის თერაპიასა და ფულად კომპენსაციას ითხოვს.

სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩიდან 6 დღეში, 27 მარტს გამოაცხადებს. 

როდრიგესი კიევის "დინამოს" საკუთრებაა, თუმცა უკრაინული გუნდიდან მუდმივად იჯარითაა გაშვებული და ახლა "სლოვანში" ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას თანაგუნდელია, სადაც 4 მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა.

გამოცდილი
ფორვარდი ლუქსემბურგის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და გასულ ევრო საკვალიფიკაციო ეტაპის 7 შეხვედრაში 5 ბურთიც შეაგდო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
აგრესიის მართვის თერაპია -ამაას ქართველი კაცი ალბათ ვერ გაივლის.
ჩემა ნაცნობ თურქს ჰქონდა და ვერ გაიარა.
ცხელი სკამი ქვია.
დასვამენ სკამზე და ორი საზიზღარი ტიპი ოჯახის წევრებს გაგინებს ძალიან მწარედ.ძნელი გასავლელია
Levani
07 მარტი 2024 21:41
6
აწი თამაშამდე დაეპატიმრებინათ თუ მაინც აპარიმრებენ )))))
მეგრელი
07 მარტი 2024 18:23
1
ფეხბურთელი დარჩათ ვინმე?..
bujanga
07 მარტი 2024 17:43
2
Მურუსიძეს კა არა კეზერას და ადეიშვილი უნდა დაუკავშირდნენ. Ასე რომ შეგეშალა მისამართი.
Სოსო ს
07 მარტი 2024 17:09
22
ხუმრობაზე აქცრეს ძამა?დდდ
სოსო
07 მარტი 2024 18:49
0
ახლა გულზე რატომ მოგხვდა ასე მურუსიძის ხსენება? გეგონება მურუსიძე მაგ ორის კაცი არ იყო და როდიდან დაიწეთ მისი გათეთრება თუ რადგან ახლა ბიძინას ერთგული ყმაა - ეპატიება?
ლევანი
07 მარტი 2024 18:02
2
ე ბიჯო მურუსიძე დაუკავშირდი იქაურ კლანს და ეგება დააჩქარებინო.DDD
სოსო
07 მარტი 2024 16:50
4
გადმოგეწიათ ათი დღით ადრე :)))
sdjkdb
07 მარტი 2024 16:43
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული