ლობჟანიძის თანაგუნდელს კაპიტნისთვის შემოლაწუნება ძვირად დაუჯდა

AutoSharing Option
"ანკარაგიუჯიუს" ნახევარმცველმა ჟერსონ როდრიგესმა გუნდის კაპიტან ანტე კულუშიჩს რომ ხელი გაარტყა, ამის თაობაზე ინფორმირებული ხართ. ანკარულმა გუნდმა ის დროებით გუნდიდან მოკვეთა და უკან დასაბრუნებლად ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

როდრიგესმა ბოდიში კი მოიხადა, მაგრამ თანაგუნდელების უმეტესობას მისი დაბრუნება არ უნდა და რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

არადა, "ანკარაგიუჯიუ" ჟერსონთან საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას აპირებდა და "ფენერბახჩეც" ეპატიჟებოდა, თუმცა პრობლემურ ფეხბურთელთან ურთიერთობას ყველა ერიდება.

ჟერსონი "ანარაგიუჯიუში" კიევის "დინამოდანაა" განათხოვრებული და მასთან თანამშრომლობის გაგრძელება არ სურს.

"ანკარაგიუჯიუ", რომლის ღირსებასაც საბა ლობჟანიძე იცავს, თურქეთის ჩემპიონატის აუტსაიდერია და ლიგაში
ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული