მთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.

ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..

აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ვიყავი. ის, პირველ რიგში, მცველია და შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. შეცდომების გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ახლა შენგელია და წიტაიშვილი უკეთ გამოიყურებიან.

ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.

ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.

ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.

ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები. 

რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...

თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..

იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..

ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.

ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი



მკითხველის კომენტარები / 138 /
ამ კომენტარების ავტორები (გამონაკლისების გარდა) ნამდვილად არ იმსახურებენ ევროპაზე გასვლას. ჰოდა რაც ერია ის ბერია. 1976 -ში ნეტცერი არ ათამაშეს მსოფლიოზე, იმიტომ რომ ოვერატი უფრო მეტის გამკეტებლად ჩათვალა მწვრთნელმა და არავითარი აჟიოტაჟი არვ აუტეხიათ გერმანელებს და შოვინიზმი(!) შოვინიზმი არ უხსენებია არავის.
გიზოგ
13 მარტი 2024 16:00
5
გიუნტერ ნეტცერი ყველა დროის გერმანიის საუკეთესო ნახევარმცველად არის აღიარებული...ყველა საფეხბურთო სანაკრებო ტიტულები აქვს მოგებული..ევროპის ჩემპიონი 72 წ. მსოფლიო ჩემპიონი 74 წ. 1975 წელს დაასრულა სანაკრებო კარიერა...სულ რაღაც 37 თამაშში მიიღო მონაწიელობა..
ბუჯანგა
14 მარტი 2024 12:25
0
1976-ში არ იყო მსოფლიოს ჩემპიონატი.
1974-ში იყო.
ქ. გ.
13 მარტი 2024 17:04
3
არაბიძე არის სსრკ-ს დროინდელი ლანჩხუთის "გურიის" ფეხბურთელი, მაგრამ მეგრელიძეს მაინც ვერ სჯობია. ჰოდა ახლა ევროპის დონეზე მისი იმედით ჰყოფნა შეუძლებელია.
ავაზა
13 მარტი 2024 15:57
13
"არაბიძეს თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ" - დაგვცინის... კვირკველიას ინტენსივობას ადარებს ))) არაბიძის გოლები და ეფექტურობა არ მოსწონს, ინტენსურობას მოითხოვს მოსეირნე ნახევარდაცვისგან თურმე)
"მე კლოპი არა ვარ" - ბაღლინჯო ხარ, რახან გულშემატკივარს დასცინი!
გია_544
13 მარტი 2024 15:47
16
ოეეეეეეე!
ვინც იწერებით რომ მწვრთნელია მთავარი და ის გადაწყვეტს ვინ და როგორო, ეგრე არაა და აი რატომ:
მწვრთნელი წყვეტს ვინ ვინ დააყენოს ძირითადში და რა ტაქტიკით ითამაშოს მგრამ გაფართოებულ შემადგენლობას მხოლოდ მწვრთნელი არ წყვეტს!
არაბიძე იმ ქართველი ფეხბურთელების კატეგორიაა რომლებმაც უდიდესი საფეხბურთო ინტელექტი წყალს გაატანეს სიზარმაცის გამო და დიდად არც მე მევასება, მაგრამ ტიპი იძახის არაბიძის ერთ თამაშს დაჟე დავესწარიო, ამსაც გვამადლის ტოო! ბიჭო ერთს კი არა თამშიდან თამშზე უნდა დადიოდე და ეს თურმე ერთ თამაშს დაესწრო. მაგრამ რაა გასაკვირი: წინა ზაფხულს საქართველოში ჩატღებულ ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის არც ერთ მატჩს არ დასწრებია, ეს მაშინ როცა ინგლისის ნაკრების( არ მოგესმათ, ინგლისის ეროვნულ ნაკრევზეა საუბარი) მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი საქართველოში გადმოცხოვრდა იმისთვის რომ ნაკრების კანდიდატებს დაკვირვებოდა.
ჩემი მოგვარეც კი არ არის არავინ ამ ნაკრების შემადგენლობაში და არც ყოფილა არასდროს, არამც თუ ნათესავი, თუმც აზაროვს რომ არ იძახებს, ბიჭს რომელიც შახტარის ძირითადშია, ეს უკვე რაღაცაზე მეტყველებს!
არ მიკვირს მეგობრებო!
ამათ იმდენი გრეხი აქვთ უკვე დაგროვილი ნორმალუ ქვეყანაში საფეხბურთო მოღვაწეობას სამუდამოდ აუკრძალავდნენ, მაგრამ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!
ამ აბდლებს ის რომ შერჩათ კვარაცხელიას ბარათები რომ ვერ დაითვალეს საერთოდ რაზეა საუბარი!
მიუხედავქდ ამისა:
მივმართავ იმ 11 ფეხბურთელს ვინც ამ თამაშზე მოედანზე იქნება:
თქვენ შეგიძლიათ ქართველი ხალხის გახარება, იმ ხალხის რომელსაც ტირილამდე უყვარს ფეხბურთი! მჯერა გახვალთ სტადიონზე და ითამაშებთ საკუთარი ოჯახებისთვის და იმ ამაყი ერითვის რომელსაც ქართველი ერი ქვია!
გვემამაყებით და თქვენთან ვართ!
წინ საქართველო!
ირაკლი
13 მარტი 2024 15:40
12
აზაროვზე მართალია სანიოლი თუ არ გჯერათ თავიდან უყურეთ ჩანაწერებს. გოჩოლეიშვილიც არ იმსახურებს ამ ეტაპზე გამოძახებას.
semi
13 მარტი 2024 15:35
4
არაბიძის არ გამოძახება ძვირი არ დაუჯდეთ.
ბიანკონერო
13 მარტი 2024 15:27
20
სანიოლს ცხენი აშკარად შეკაზმული ყავს...წარმატებები საქართველოს ნაკრებს.
Master
13 მარტი 2024 15:21
10
ესეგი აზაროვის ბრალი ყოფილა ყველაფერი, გურანდა კაშიამ, კვირკველიამ, კვეკვესკირმა ხო დაბდღვნეს ყველაფერი, ქვილითაიას დაბრუნება ვინ გირჩიათ? ეგ ისეა ქათამმა რომ ახალი დაარქვა პარტიას))))))))))))))))) ჯაბას დაბრუნებას, ნამდვილი კაპიტნისას მივესალმები, გადაეცით სამკლავური, რით ვერ გაიგეთ, რომ ცისარტყელა კაპიტნით წარმატების მიღწევა არ გვიწერია! მაგრამ როცა ჩვენი პრანჭია მერისთვის საპატიო თბილისელი გვასალიაა, ფედერაციაში ჩაბუდებული მისი ლგპდ თემი გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის თამადობით კაცს ხომ არ დანიშნავენ კაპიტნად
llcl
13 მარტი 2024 15:19
25
ვისი გამოძახება სჯობდა და ვისი არა ბოლოს გამოჩნდება.აქ მთავარი ისაა,რომ მთელი ამ წლების განმავლობაში სანიოლმა გუნდის ძირითადი ბირთვი,ვის გარშემოც ააწყობდა გუნდს,დღემდე ვერ შექმნა.ყოველ თამაშზე იცვლება შემადგენლობა,ყოველ თამაშზე კი არა, ყოველ ტაიმში სხვადასხვა ტაქტიკაა.ყველა თამაშში პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მიდის მეორე ტაიმებში.ეს კაცი აქ სწავლობს მწვრთნელობას და ვინც ამას მისცა საექსპერიმენტოდ ეროვნული გუნდი,იმან პასუხი უნდა აგოს,რადგანაც მე არა მგონია,რომ სანიოლი სადმე გაგვიყვანს.ღმერთმა გაგვამარჯვებინოს,მაგრამ თუ ლუქსემბურგს გავცდებით საბერძნეთს მაინც ვერ გავალთ.საბერძნეთის გავლას გამოცდილი მწვრთნელი უნდა.
მირო
13 მარტი 2024 15:15
10
პლეი ოფის მატჩის შემადგენლობაზე რა ხდება და ვთქვათ გავიდეთ ევროპაზე მერე ნახეთ გარჩევები ვინ წავიდეს და ვის დატოვებენ
???
13 მარტი 2024 15:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული