კანკავა ნაკრებში დაბრუნდა, კაპიტანი კვლავ კაშია იქნება - შემადგენლობა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემადგენლობა გამოაცხადა. ყველაზე დიდი სიახლე ჯაბა კანკავას დაბრუნებაა. ვილი სანიოლის განცხადებით, "ჯვაროსნების" ექსკაპიტნის დაბრუნების მიუხედავად, გუნდს კვლავ გურამ კაშია უკაპიტნებს.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი;

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა;

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ზურიკო
დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია.

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი...

მკითხველის კომენტარები / 189 /
სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან ბევრი რამ ვერ გავიგე ამ შემადგენლობაში. ჯერ ეს ერთი, 5 ჩამშლელი რაში ჭირდება სანიოლს? მეორეც, არაბიძის არ გამოძახება რას ემსახურება? ან მე დიდად ვერ შევამჩნიე ისეთი აშკარა შეცდომები აზარასგან და რატომ არაა? უბრალოდ წიტაიშვილი რისკია მაინც, მითუმეტეს საბერძნეთთან თუ გავედით. კანკავა კაია რომ დაბრუნდა. მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემას, რასაც ვხედავ არის დაუბალანსებლობა ამპლუების მიხედვით. ნაკრები არა თანაბრად არის დაკომპლექტებული კრეატიულ და უფრო დაცვაზე ორიენტირებულ ნახევარმცველების მხრივ. რა ვიცი, მე მწვრთნელი არ ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ამ შემადგენლობით აღფრთოვანებული დავრჩი. ერთი კანკავას დაბრუნება გამიხარდა მარტო. იმედი მაქვს ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ წავა
ირაკლი 17
13 მარტი 2024 14:42
1
კვირკველია და დვალი ზედმეტები არიან. თავის გუნდში არვიცი მაგრამ ნაკრებში სულ უსუსურად გამოიყურებიან შეყვარებულია მწვრთნელი თუ რამე სხვა "პალაჟენია" აქვთ დაყენებული
123
13 მარტი 2024 14:36
3
არაბიძეს რატომ არ ეძახით?
საქართველო
13 მარტი 2024 14:35
4
ეს არ არის საქართველოს ნაკრები, ეს არც ვილი სანიოლის ნაკრებია. ეს არის ფეხბურთის ფედერაციის ნაკრები, კობიაშვილ/ხიზანიშვილ/იაშვილ/დვალიშვილ/მუჯირის ნაკრები. ლუქსემბურგთან დიდი კატასტროფის სუნი იგრძნობა. ფიზიკის და ზოგადად სამყაროს სამართლიანობის კანონი არსებობს და როდესაც ყველაფერს არასწორად აკეთებ წარმატება როგორ ან საიდან მოვა?
პ.ს. იცით მგონი ფედერაციის ხელმძღვანელები საკუთარ კაბინეტებში შეხვედრისას ჩვენზე იცინიან და უკვირთ ქართველი გულშემატკივრების, ამდენ ზრდასრულ ადამიანს რა ფეხბურთი მოგინდათ, როდესაც საქმე დიდი ფულის კეთებას ეხებაო. დარწმუნებული ვარ სულელი ინფანტილები ვგონივართ, გულწრფელად ვეცოდებით და ჩვენი საქციელის გაკვირვებიათ.
ირაკლი
13 მარტი 2024 14:33
7
ბიჭო ბიჭოოო :))))))))))))
Pepelu
13 მარტი 2024 14:55
16
არველაძე სადაა ან ქინქლაძე?
რატო არ გამოიძახეს?
19071992
13 მარტი 2024 14:28
4
არველაძე და ქინქლაძე სადარიან რატო არ გამოიძახეთ
ნიკო510
13 მარტი 2024 14:26
3
როცა იყვნენ ნაკრებში მაშინ ხო გადიოდნენ და ხალხნო გაიგეთ ამ ეტაპზე არ გვყავს ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე სათამაშო გუნდი და ღმერთმა ქნას გავიდეთ!!! ერთი ეს მითხარით ევროპის ჩემპიონატზე ვინც გავიდნენ რომელ გუნდს არ ყავს ჩვენზე კარგი შემადგენლობა? ცალკეულ ფეხბურთელებზე არ ვამბობ საერთოდ მთლიან გუნდს ვგულისხმობ გადახედეთ ყველა გუნდის შემადგენლობას და მიხვდებით, ჩვენ ორი ფეხბურთელი გვყავს საშვალო გუნდში კვარა და მამარდა ნაპოლი და ვალენსია არის საშვალო დონის გუნდები და ეგეთიც თითო ორორა ყველა გუნდს ყავს ნუ დაფრინავთ ცაში, ღმერთმა გქნას გავიდეთ და წარმატებები ბიჭებს, მაგრამ რეალურად შევაფასოთ ჩვენი შანსი!!!!!!!!!!
ამბაკო
13 მარტი 2024 22:20
0
წარმატებები ბიჭებო თქვენი იმედი გვაქვს მთელს ერს და თქვენი გვჯერავს ჯაბა მაგარი კაცი ხარ გენაცვალე .
გიო9
13 მარტი 2024 14:15
4
სიმართლე თქვით.კვარაცხელია დავითაშვილის დუეტთან არ აქვს კარგი ურთიერთობა არაბიძეს,ამიტომ არ იძახებენ ნაკრებში,აქაოდა სიტუაცია აგვერევაო..იგონებენ ათასგვარ სისულელეს.ანუ წიტაიშვილს და კვირკველიას აქვს მაღალი ინტენსივნობა და არაბიძეს არა?სრული აბსურდი.
ლაზარე
13 მარტი 2024 14:12
5
Სრულიად საქართველოს ვულოცავ ქვილითაიას კვლავ გამოძახებას
Ნიკოლოზი
13 მარტი 2024 13:59
4
კვირკველია? ერ ეშვება ვირის ხორცს
!
13 მარტი 2024 13:55
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული