დღეს სლოვაკეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში "სლოვანი" ტრნავას "სპარტაკს" უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ ბრატისლავური გუნდის ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ჯაბა კანკავა.
"სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გადაწყვიტა ისინი არ ათამაშოს, რათა 21 მარტს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალს დასვენებულები შეხვდნენ.
შეგახსენებთ, ვაისი "ჯვაროსნების" თავკაცი 2016-2020 წლებში იყო.
შეგახსენებთ, ვაისი "ჯვაროსნების" თავკაცი 2016-2020 წლებში იყო.
კანკავა ნაკრებში დაბრუნდა, კაპიტანი კვლავ კაშია იქნება - შემადგენლობა