როგორ ფორმაში არიან ქართველი და ლუქსემბურგელი ფეხბურთელები - სად ვუფრთხით მეტოქეს და სად გვიჭირს ჩვენ...

AutoSharing Option
მოლოდინები უფრო გამძაფრდა; დადგა კვირა, რომელსაც შეუძლია ბოლო წლებში აკუმულირებული წარუმატებლობები თუ ტკივილები "ჩამორეცხოს"; დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის წარმატების შუქი, რომელიც ასე გაფერმკთალებულია და უფრო ინდივიდუალურ გამონათებებს ეფუძნება, მკაფიო და კაშკაშა გახადოს. წინ ბევრი ნერვიულობა (ჯერ ნახევარფინალის) გველის, რომლის დასრულებაც სიხარულის შარავანდედით შეგვიძლია; მაქსიმალურად შევდივართ ფეხბურთელების მდგომარეობაში და მათ მხარდაჭერას ვუცხადებთ!..

ვილი სანიოლის მიერ გამოცხადებულ შემადგენლობას, როგორც მოსალოდნელი იყო, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იმედი გვაქვს, ბოლოს სანანებელი არაფერი გაგვიხდება... უკანასკნელი სათამაშო კვირისა და ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ქართველი და ლუქსემბურგელი ფეხბურთელების სათამაშო
ფორმაზე გესაუბრებით. ერთი რამ ცხადია, ყველაფერს კონკრეტული დაპირისპირება გადაწყვეტს, სადაც კლუბების დონე თუ ნაჩვენები შედეგი ხშირად აზრს კარგავს...

მეკარე

გიორგი მამარდაშვილი, უბრალოდ, ბრწყინვალე ფორმაშია. "მამარდა" აშკარად მუშაობს იმ კომპონენტებზე, რომლებშიც დახვეწა სჭირდებოდა. ქართველ კიპერს გუნდის დაცვის ხაზიც " საშუალებას აძლევს", საქმეში უფრო მეტად იყოს. სამწუხაროდ, ამ მხრივ, ბოლო დროს კარგი ვითარება არც საქართველოს ნაკრებშია. მეკარის ერთ-ერთი ფუნქცია უკანახაზელების თამაშის მართვაცაა და იმედია, გიორგის ამ მიმართულებითაც სრულყოფილს ვიხილავთ, მას უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა.

ლუქსემბურგელთა კარში ენტონი მორისია, რომელიც "როიალ უნიონში" თამაშობს. ერთ დროს გიორგი მიქაუტაძის "სერენთან" ერთად პირველი ლიგისთვის მებრძოლ გუნდს ბრწყინვალე პერიოდი აქვს და იუპერლიგის რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულეს, კონფერენს ლიგის მერვედფინალში კი "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდნენ. 33 წლის მორისი, ძირითადად, მაღალ შეფასებას იმსახურებს. გასული წლის ბოლოს, "ბრიუგესთან" შეხვედრაში, ის გააძევეს. ლუქსემბურგის ნაკრებში 61 მატჩი აქვს, მისი სიმაღლე კი 186 სმ-ია (მამარდაშვილის - 197).

დაცვა

საქართველოს ნაკრების დაცვაში ბოლო დროს პრობლემებმა მოიმატა, მთავარ მწვრთნელს კი გამოცდილი ფეხბურთელების სჯერა და ჩვენც იმედი გვაქვს, მათ საუკეთესო შეხვედრებს ვნახავთ.

ცენტრალური მცველებიდან საბა კვირკველიას, გურამ კაშიასა და ლაშა დვალს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ. უკანასკნელ 3 ტურში იტალიაში მხოლოდ 3 წუთით იაპარეზა ლუკა ლოჩოშვილმა. რაც შეეხება საბა საზონოვს, რამდენიმე კარგი მატჩისა და ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი პერსონალური მეურვეობისა, სამწუხაროდ, "ტორინოში" მას ცოტა დრო ეძლევა და აქამდე არც სანიოლი სწყალობდა.

გიორგი გველესიანის ნაკრებში გამოჩენა გვახარებს, მაგრამ ნაკლებად გვგონია, ის სასტარტოს წევრად მოიაზრებოდეს. 32 წლის უკანახაზელს "პერსეპოლისში" რამდენიმე კარგი სეზონი დაუგროვდა.

განსაკუთრებული კლუბებით ვერც ლუქსემბურგელთა უკანახაზელები დაიკვეხნიან. გამოვარჩევთ 22 წლის სეიდ კორაჩს, რომელიც სერბულ "ვოივოდინაში" გამოდის და მუდამ მაღალი შეფასებები აქვს. საფრანგეთის მეორე ლიგაში, სადაც ზურიკო დავითაშვილი ასპარეზობს, მათ ორი ფეხბურთელი ჰყავთ, ერთ-ერთი კი 34 წლის ცენტრალური მცველი მაქსიმ შანოტია, თუმცა მასსა და მის "აიაჩოს" ბოლო ტურებში საქმეები კარგად არ მისდით. ლუქსემბურგელებიც, ძირითადად, სამმცველიანი ტაქტიკით ასპარეზობენ. მათ ჰყავთ მცველები, რომლებსაც გუნდში ახლა ცოტა დრო ეძლევათ (მაგალითად, მარვინ მარტინი "აუსტრიაში"). რაც შეეხება სოფიას ცსკა-ს წევრ ენეს მაჰმუტოვიჩს, ის გაფრთხილებების "მოყვარულია", მათ შორის, ნაკრებშიც. გასულ სეზონში 6 ყვითელი ბარათი ჰქონდა, "ლვოვში" თამაშისას კი - 9.

ლუქსემბურგელთა საყრდენები ირლანდიის ნაკრების კაპიტნის, კოულმენის წინააღმდეგ

Sportall.Ge

ცენტრი

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვაში სხვადასხვა ტიპის პრობლემებია და იმედია, ფრანგი სპეციალისტი ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ნიკა კვეკვესკირი ცოტას თამაშობს, უკანასკნელ ტურში მხოლოდ 5 წუთი დაეთმო; ახლახან მომჯობინდა "ლევანტეს" შუახაზელი გიორგი ქოჩორაშვილი და ვარჯიშებზე მისი მომზადების შესახებ ბევრი უნდა გაირკვეს; ჯაბა კანკავა დაბრუნდა. შეუძლებელია ვთქვათ, რომ მას აკლიმატიზაცია სჭირდება, მაგრამ გარკვეული შეჩვევის მომენტი აუცილებლად ექნება; ბოლო მატჩებში საუკეთესო ფორმაში არც სანდრო ალთუნაშვილია, ავსტრიაში მისი უკეთესი შეხვედრებიც გვახსოვს. თანაც, უკანასკნელ ხანს გაფრთხილებებს იღებს. ბევრი დრო არც რუმინეთში გადასულ ანზორ მექვაბიშვილს აქვს...

რაც შეეხება მეტოქეს. მინდვრის ცენტრში მათ გუნდში გამორჩეული ორი ფეხბურთელია, რომლებიც ერთმანეთს კარგად აზღვევენ. ლუქსემბურგელებს შედარებით სუსტ ნაკრებებთან ბურთის ფლობა მუდმივად აქვთ. რაც შეეხება ცენტრს, ერთი "მაინცში" მოთამაშე, 24 წლის ლეანდრო ბარეიროა, რომელმაც ბოლო ტურში "ბოხუმის" დამარცხებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება მეორეს, ის მოსკოვის "სპარტაკელი", 27 წლის კრისტოფერ მარტინს პერეირაა. მან სანაკრებო დისკვალიფიკაცია ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მოიხადა. რუსეთის ჩემპიონატში 2 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს. ეს ლიგა დონის შესაფასებლად ახლა ნამდვილად არ გამოდგება, მაგრამ ფეხბურთელზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა შეგვიძლია. ცენტრში საინტერესო ბრძოლას ველით და კანკავას დაბრუნებამ ეს კიდევ უფრო სრულყოფილი გახადა. იმედია, საკუთარი უპირატესობების მოწინააღმდეგეზე მოხვევას შევძლებთ.

ფლანგები

ფაქტობრივად, გადაწყვეტილად შეგვიძლია თქმა, რომ ჩვენი მთავარი მწვრთნელი ფლანგებს კაკაბაძესა და შენგელიას ჩააბარებს. ოთარი პოლონეთში გუნდის კაპიტანია და კარგია, რომ მარჯვნივ იქაც სამმცველიან ტაქტიკაში თამაშობს. რაც შეეხება შენგელიას, ბოლო სანაკრებო შეხვედრებში ის მოგვეწონა, მაგრამ უკანასკნელ ტურში, საბერძნეთის ჩემპიონატში, ერთი წუთიც არ მისცემია. თანაც, იქ შემტევის პოზიციაზე ვხედავთ, ისევე, როგორც ნაკრებში მის ალტერნატივას, გიორგი წიტაიაშვილს ბათუმის "დინამოში". რაც შეეხება გიორგი გოჩოლეიშვილს, მას მეორე ტაიმში აუცილებლად ველით, ბოლო ამხანაგურ მატჩში 90 წუთი მიიღო. გუნდშია ვლადიმერ მამუჩაშვილიც... ირაკლი აზაროვი ამ გადამწყვეტ მატჩებს რომ ტოვებს, ადამიანურად განვიცდით და მხარდაჭერას ვუცხადებთ!..

გერმანიის ქვედალიგელი "მანჰაიმი", ავსტრიული "სტ.პოლტენი" - გუნდებისა და გვარების მხრივ, მეტოქის ფლანგელებზე ბევრს ვერაფერს გავიგებთ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება...

ნახევარფინალში კვარაცხელიას დისკვალიფიკაცია ჩაკვეტაძის როლსა და მნიშვნელობას ზრდის

Sportall.Ge

შემოქმედება

როცა ვწერთ, რომ სანიოლმა ჩვენი პლუსების გამოყენება უნდა შეძლოს, უპირველესად, შემოქმედებას ვგულისხმობთ. რა თქმა უნდა, ბალანსის მნიშვნელობაც გვესმის. "ჯვაროსნებში" არიან ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფი (როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში) გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი, უკანასკნელ ტურში რომ მშვენიერი საგოლე პასი გააკეთა.

ლუქსემბურგელთა მხრიდან ამ მხრივ ყველაზე სახიფათო პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში მოთამაშე, 30 წლოს სებასტიან ტილია. უკანასკნელ ტურებში მან გაიტანა და "ასისტიც" შემოგვთავაზა. ლიხტენშტაინის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში ტილი "ათიანი" იყო.

ბუდუს მეორე ბუნდესლიგაში გააქვს...

Sportall.Ge

შეტევა

ბუდუ ზივზივაძეს გოლი-გოლზე გააქვს და ნებისმიერ ტაქტიკურ სქემაში მას ძირითად შემადგენლობაში ველით. გიორგი მიქაუტაძემ "მეცში" ხასიათი გამოისწორა, ჯერ "ლიონს" გაუტანა, შემდეგ კი არაერთხელ დაგვარწმუნა, სტანდარტულებს რა კარგად ასრულებს. გუნდშია გიორგი ქვილითაიაც, რომელსაც სანიოლი სასტარტოში ნამდვილად არ წარმოიდგენს და გარკვეულ სცენარებში უფრო ხედავს. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, მას თამაში როგორც მეორე ფორვარდად, ასევე ნახევარდაცვაში შეუძლია. როგორ ფორმაშიც უნდა იყოს, "სანაკრებო" ზურიკო სულ სხვაა.

ლუქსემბურგელებს სინანი აკლიათ, "სლოვანის" ფორვარდი გერსონ როდრიგესი კი მონდომებას არ დააკლებს. ვლადიმირ ვაისის გუნდის ბოლო მატჩს ის დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა. საქართველოს ნაკრების ექსმწვრთნელმა დასვენების საშუალება კაშიასა და კანკავასაც მისცა (მისი გუნდი "ტრნავასთან" კი დამარცხდა, მაგრამ დიდი უპირატესობა აქვს).

ანონსი. 19 მარტი - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

altმთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

altკანკავა ნაკრებში დაბრუნდა, კაპიტანი კვლავ კაშია იქნება - შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 40 /
ეს ჩარლი რომელია?ჩაპლინი თუ მეორე))
საბა
09:35 19-03-2024
2
ეს შენგელია ვინაა ყველა რო ასნავნოიში აყენებს..სად თამაშობს იქნებ დაწეროთ..აზაროვი არ გამოიძახო და შენგელია ასნავნოიში? ცოტა უცნაურია.. 0:3 დამთავრდება.
სლავა მინდელი
09:09 19-03-2024
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული