![](https://sportall.ge/pictures/image5/840d60dc1c463ca6483cdb5ae2529551.jpg)
21 მარტს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:
"სულისკვეთება მნიშვნელოვანია, მის გარეშე დიდ წარმატებებს ვერ მივაღწევთ. ფეხბურთელებს კონცენტრაციაზე მუდმივად ვესაუბრები. ლუქსემბურგთან მნიშვნელოვანი იქნება ასევე გონებით თამაში. მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია და ვეცდებით, საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ.
თამაშამდე საკმაოდ მოკლე პერიოდია და ჩვენ ახალისა და განსაკუთრებულის მოფიქრება არ დაგვიწყია, თუმცა გვესმის, რა მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ტაქტიკური "ნოუ ჰაუს" დრო ნამდვილად არაა.
ლუქსემბურგელთა ყველა მატჩი განვიხილეთ. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე შესაბამისად
ფეხბურთელებთან დამატებითი საუბარი არ გვჭირდება, მათ იციან, თუ რაა საჭირო წარმატების მისაღწევად.
კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით. ვიმედოვნებ, დაზიანებები არ იქნება. ვხედავთ მიქაუტაძისა და ზივზივაძის ფორმას, ქოჩორაშვილი დაბრუნდა...
ჩვენ ასეთი თამაშებისთვის სულ მზად ვართ და ეს გამოწვევები და მოლოდინი სასიამოვნოა. ფოკუსირებული ერთ და მთავარ მიზანზე უნდა ვიყოთ!"
ფრე და პენალტების სერია, ხვიჩა რომ იყოს, სხვა იქნებოდა... - უცხოური მედიის პრევიუ
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა, ტაქტიკური სქემა და გაძლიერების რესურსი
მიყვარს ძველი გაზეთების კითხვა და არც ერთ მათგანში ისეთი სტატია ვერ ვნახე ,რომ წინასწარ ზეიმობდნენ გამარჯვებას. ფეხბურთელისგან ,რომელსაც 90 წუთის განმავლობაში ოფლი არ გამოუვა რა წარმატებას უნდა ელოდე. შეხედეთ ევროპელ ფეხბურთელებს როგორი თავდადებით იბრძვიან მთელი 90+8 განმავლობაში და შეადარეთ მათ.
სამაგიეროდ მწვრთნელი თამაშის შემდეგ გვახარებს,,რომ ესა თუ ის ფეხბურთელი იყო უთამაშებელი და სხვანი ნეელ-ნეელა ფორმაში შედიან [და რამდენი წელია საჭირო ფორმაში შესასვლელად ?] და მომავალ ციკლს მზად იქნებიანო. [ნეტავ ცემი პროგნოზი არ გამართლდეს].
ცოტა ტონს დაუწიოს ჯობია, მართლა ბანანების ქვეყანაში ხომ არ ჰგონია თავი?!! მაგაზე ბევრად გამოცდილი მწვრთნელები გვყოლია უცხოელები იგივე ვლადიმერ ვაისი, იგივე ივო შუშაკი და იგივე იოჰან ბოსკამპი, და კვარაცხელია რომ არ იქნება, ეგ ვისი ბრალია?! ბოდიში მაინც მოიხადე
კარგად გიპასუხა რონიმ.. ნეტავ რისი მადლიერნი უნდა ვიყოთ. რა გაკეთა ისეთი.
რითი სჯობია ტოპმიულერს. მაგისი ხელფასი ქართველ მწვრთნელს რომ მისცა................