დარჩება თუ არა სანიოლი საქართველოს ნაკრებში?

AutoSharing Option
ჯერ უცნობია, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრებში მუშაობას მწვრთნელი ვილი სანიოლი. ის „ჯვაროსნებს“ 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონიდან B დივიზიონში გადავიდა და ევროპირველობის საგზური მოიპოვა, სადაც მერვედფინალში გავიდა. მას სფფ-სთან კონტრქტი ამა წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

ფრანგი სპეციალისტი ევრო 2024-ზე ყველაზე დაბლანაზღაურებადი მწვრთნელი იყო (მისი წლიური გასამრჯელო 200 ათასი ევროა). ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანიოლს ირლანდიის ნაკრების თავკაცობას სთავაზობენ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართულ ზეიმზე მან განაცხადა, რომ 3.5 წლის
განმავლობაში დიდი სამუშაო გასწიეს, ფეხბურთელებმა ბევრი ოფლი დაღვარეს და მომდევნო 3.5 წელიწადში უკეთესი შედეგის მიღწევას იმედოვნებს. სანიოლმა სამშობლოში გამგზავრების წინ ქართულ მედიასთან აეროპორტში კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია, ფეხბურთის ფედერაციასთან უნდა განიხილონ, რა იყო ცუდი და რა კარგი და გადაწყვეტილების მიღებაზე ამის შემდეგ ისაუბრონ.

სანიოლმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო უყვარს და აქ თავს კარგად გრძნობს.

ერთი რამ ფაქტია - ის საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია.

მკითხველის კომენტარები / 49 /
მწვრთნელის დამსახურება უფრო დიდია ჩვენს წარმატებაში, ვიდრე ფეხბურთელების. ამ გუნდიდან ყავდა 5 ფეხბურთელი ძირითადში ვაისს მაკედონიასთან უშანსოდ რომ გამოვვარდით უფრო ერთა ლიგაში უფრო დაბალ დივიზიონში (D-ში ვერ მოიგო და სანიოლმა ც ჯგუფი მოიგო.). 13 ფეხბურთელი გვყავდა ამ გუნდიდან 2021 წელს საბერძნეთთან 0-2 რომ წავაგეთ და შეტევაში ჩაკვე, კვარა, მიქაუტაძე, ლობჟანიძე და დავითაშვილი იყვნენ. ცოტა ნორმალურ გუნდთან, სადაც ინდივიდუალური შესაძლებლობის ხარჯზე ვერაფერს ახერხებდნენ ჩვენი შემტვევები, გუნდი თამაშს აგებდა, იმიტომ რომ არანაირი ტაქტიკა არ არსებობდა. გუნდს არ ჰქონდა არანაირი ჟილკა, შემართება, არ იგრძნობოდა თავდადება და ზუსტად ამ ფეხბურთელებისგან ჩამოაყალიბა დაბალანსებული, ორგანიზებული მოტივირებული გუნდი, სწორი ტაქტიკა შეურჩია, რომლითაც თურქეთთანაც, ჩეხეთთანაც შეგვეძლო მოგება. მადლობა ვილის, რომელმაც ბევრი ყლის წნეხს გაუძლო, თავის პრინციპებს მიყვა და სასწაული მოახდინა. უყურეთ ანალიტიკურ გადაცემებს გინდა ინგლისურს, გინდა რუსულს და ნახავთ რა დონეზე ჰქონდა დახვეწილი ტაქტიკა გინდა ლუქსემბურგთან, გინდა საბერძნეთთან, თურქეთთან ან პორტუგალიასთან.
baloteli
14:30 04-07-2024
4
კი სანიოლის ბრალია რომ კიტეს შემცვლელი არ გვყავს რომ მაგ როლში არ მოსინჯა არაბიძე თუ ჯანომ შეძლო არაბაც შეძლო ფედერაციის ბრალი არის ის რომ მარადიშვილის პასპორტი დროზე ვერ გააკეთეს იმას კიტეს შეცვლაც შეუძლია და თუ საქმეს დაჭირდა ქოჩოროსაც ასევე ფედერაციის ბრალია რომ კარგი მარჯვენა მცველი თუ იქნა საჭირო რომ კაკაბა შეცვალოს არ ეძახიან გოგლიჩიძეს და ასევე დაკარგეს მაგარი მარცხენა მცველი ვახანია ( ერთმა დებილმა თქვა ის რუსიაო სახელი აქვს რუსულიო როდის მერე გახდს ილია რუსული სახელი )ამ ვახანიას შეუძლია მთელი ფლანგი დაკეტოს ართმევაში ძაან მაგარია და შეტევაში არც თუ ისე ნაკლები ბოდიში ჩვენ ბიჭებთან ( ისიც ჩვენია ვახანიაც იგეთი ქართველია როგორც დანარჩენი 4 მილიონი ) მაგრამ როგორც მცველი ბევრად სჯობს აზარასაც და შენგელიასაც …ძაან მაგარი მარცხენა მცველია ეგაა რომ უკვე ათამაშეს ღრუსეთის ნაკრებში მაგრამ მაინც შეიძლება წავართვათ რუსებს !!! რატომ უნდა ისარგებლოს რუსებმა ქართველი ფეხბურთელით როდესაც ჩვენც გვჭირდება ძაან მაგარი მარცხენა მცველი …!!!და ნუ დაიწყებთ ეხლა რუსეთში მისი დაბადება მისი ბრალი კი არ არის ან როგირც ჯორჯის საფრანგეთში ეგ არის ჩვენი მთავრობების ბრალი და რუსეთში რომ ფიზიკურად ძლიერად ზრდიან ბავშვებს ეგ ფაქტია ასე რომ ფედერაციამ გაანძრიოს თავი და ეძებოს ქართველები საზღვარგარეთ და ეს სამი ჩამოიყვანოს გოგლიჩიძე ვახანია და მარადიშვილი …არავისზე ნაკლები ქართველები ეგენი არ არიან ეს დაგვიმტკიცა საზონოვმა !!!
მდაა
08:48 04-07-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული