ლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...

AutoSharing Option
ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.

"ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, რაც განსაკუთრებით პირველი ტყაიმის ფონზე, დამსახურებული იყო. გაუგებარია, მსაჯმა რის მიხედვით იმოქმედა. თავიდან ჩვენს ფეხბურთელს მიქაუტაძე ექაჩებოდა, ამის შემდეგ თამაში გააგრძელა და შემდეგ წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო - ჩვენი გოლი გააუქმა და აქეთ დავისაჯეთ. უკვე მეორე შეხვედრაა, ეს არბიტრი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს.

გულშემატკივრები საკუთარ ნაკრებს ძალიან ეხმარებოდნენ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში, როგორც
ვთქვი, გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით. შესაბამისად, ეს ფაქტორი ნაკლებად მოქმედებდა.

ვიდეორეფერმა ის ეპიზოდი შეამოწმა, როცა წესებს ჩვენი ფეხბურთელი არღვევდა და არა ორიოდე წამით ადრე, როცა ამას მიქაუტაძე აკეთებდა. VAR-ის გადაწყვეტილებები ზოგჯერ გაუგებარია...

საწყის 45 წუთში ჩვენი თამაშის ტემპით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. ბიჭები გაძევების შემდეგაც იბრძოდნენ, მაგრამ რთული იყო", - განაცხადა ჰოლცმა.

altბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 47 /
კაშია-დვალი-კვერკველია ძალიან სუსტი დაცვის ტრიოა, განსაკუთრებით კაშია,გაუქმებული გოლის დროს როგორ დაკარგა თანაკლუბელი როდრიგესი,ბურთის მიღება,გაჩერება და სახლში წაღებაც შეეძლო მოესწრო იმას,სანამ გურიკა აზრზე მოვიდა.აზაროვის არყოფნაში მარცხენა ფლანგიდან რომ გავიდა ის პასი და მთლიანი გარღვევა,ეგეც დასაფიქრებელია.შენგელიამ ბევრი ირბინა,ჩადო ჯიგარი მაგრამ მე-60 წუთიდან დაუჯდა ელემენტები აშკარად,აზაროვის და ლობჟანიძის(ყველაზე სწრაფი ქართველი ფეხბურთელის) ნაკრებში ყოფნა არაფერს გააფუჭებდა თუ პირიქით არ მოიტანდა სარგებელს.საბა საზონოვს შანსი მიეცით,ბოლო-ბოლო სერია ა-ში თამაშობს მეტ-ნაკლები წარმატებით
ჟოზე
22 მარტი 2024 17:29
1
არა, ყოჩაღ მსაჟს! ჯერ გოლი გააუქმა, მერე წითელი უჩვენა და ჯარიმა დანიშნა, მეგონა ბოლოს პანჩურსაც ამოარტყამდა ლუქსემბურგელ ფეხბურთელს :) ჩემი აზრით ყველაფერი სამართლიანად მოხდა, მაგრამ იმ მომენტში ჩვენი დაცვის ჩავარდნა მაფიქრებს, ძალიან ადვილად გაგვიტანეს გოლი.
irakli81
22 მარტი 2024 17:04
1
მაგრა ითამაშებს ბერძნებმა, გაგვიჭირდება, მეტი რო ვთქვათ ჩვენი დაცვის შემყურე
ბეშკა
22 მარტი 2024 13:16
0
პირველი არხის კომენტატორები რაც არიან გასაგებია, მაგრამ შოვინისტები? ერთი რუსებთან არიან ეგენი შოვინისტები დანარჩენებთან კი ჩვეულებრივ კომუნისტ ინტერნაციონალს აწვებიან. მაგრამ ვარი არსებობს და თან ესპანელთა ხელში ეგ რომ საწითლე ყოფილიყო არავინ გაატარებდა. გვერდიდან მოხვდა კაკაბაძის ფეხი ლუქსემბურგელს მუხლზე. წითელი არ ეკუთვნოდა
შვედუნა
22 მარტი 2024 10:36
3
საინტერესოა თქვენი მოსაზრება. შეიძლება ამის გაშლაც მაგრამ ჩემი აზრით ეთნიკური შუღლის გაღვივებას უწყობენ ხოლმე ხელს მათი უაზრო კომენტარებით. ყოველ ჯერზე იქნება მეტოქე სპორტსმენი თუ რეფერი ეროვნულ კუთვნილებაზე მახვილით უთითებენ ხოლმე - ასევე რა გითხრა მეგობარო სპორტული კომენტატორი სახელმწიფო არხის, რომელსაც ბავშვები უყურებენ არ უნდა იძახდეს წლების განმავლობაში ისეთ ფრაზებს როგორიცაა - ძალიანაც კარგი მსაჯს თუ შეეშალა ნამდვილად არ ვიქნები წინააღმდეგი და ასეთი გიჟიბები. სპორტი იმიტომ არის სპორტი სამართლიანობასთან უნდა ასოცირდებოდეს და ახალგაზრდა თაობაში ამგვარი ტიპის ჭინჭყლიბებს ღია ეთერიდან არ უნდა ჰქონდეს ადგილი მინიმუმ თუ შენი პირადი იუთუბ გვერდიდან არ მაუწყებლობ.. ხოდა ამ ხალმა გუშინ თქვეს რომ ასეთი ტიპის დარღვევებზე წითელ ბარათსაც უჩვენებო - რასაც ვეთანხმები. კაცს ტრავმა მიაყენა- გამიზნული ფოლი მუხლის არეში პლუს სწრაფი კონტრშეტევის ჩაშლა.ცოტა ყურადღებით მომავალ მატჩი. დისციპლინური პრობლემები გვაქ - იგივე კანკავამ კაშიამ უაზრო მომენტში გაკეთებულ მატში მიიღეს ყვითლები. ამას მოწინააღნდეგე გუნდი ხედავს და გამოიყენებს.
იბერია
22 მარტი 2024 11:42
0
გამოცდილება არ ეყო ლუქსემბურგელთა მცველს. ნეიმარივით რომ ეკოტრიალა და ერთი კარგი ეღრიალა კაკაბაძე ნაადრევად დატივებდა მოედანს.
დინამიტი
22 მარტი 2024 10:28
4
კაკაბაძე კარგ ფეხზე ადგა გუშინ. გაგვიმართლა გასაძევებელი იყო. პირველი არხის შოვინისტი კომენტატორებიც რომ ვერ უარყოფენ ე.ი. 200% - იანი წითელი იყო. - ისევე როგორც ლუქსემბურგელი იყო გასაგადები. ასეა თუ ისე უამისოდაც არაფრია გამკეთებელი არ ჩანდა ლუქსემბურგი - ბერძნებთან სულ სხვა იატორია იქნება - ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია
იბერია
22 მარტი 2024 10:26
2
რა ქალების დაჩაგვრაზეა საუბარი? ამ მუხლით ძალადობაზე მარტო 10% იხდის სასჯელს დანარჩენი იმის გამო რომ ცოლს დაუყვირა-ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. ასეთი მაგალითები კი პირიქითაც არის ანუ ცოლმაც შეიძლება დაუყვიროს ქმარს, მაგრამ ეს დანაშაულად არ ითვლება, არც უნდა ჩაითვალოს ისევე როგორც ქმრის. საქმე იმაშია რომ ადრე სიტუაცია რაც ოჯახის შიგნით რეგულირებოდა ახლა სახელმწიფო ერევა ეს არის ლიბერალიზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული. შენნაირი "კაცები" კი ამას ამართლებთ. ისე კი კაცი რომელიც არის ლიბერალი სინამდვილეში არის კუკოლდი. რაც შეეხება ფეხბურთს კაკაბაძეზე 100%-იანი წითელი არაფრით არ იყო, ხოლო მიქაუტაძეზე ჯარიმა იყო, კი. მაგრამ მთავარი მაინც ის არის რომ შენ აქ ლიბერასტული მავნებლური იდეოლოგია ჩააკვეხე, რაც იმაზე მეტყველებს რომ მაგარი წარწყმენდილი ხარ. ეს დებილობა კი მიქაუტაძის და კაკაბაძის სრულიად არა სამართლიანი შეფასების გამო მოგივიდა აზრად.
იასონა 'ჭკვიანს"
22 მარტი 2024 10:03
5
მესმის,ასე გითხრა წვერიანმა და თქვენც ასევე ამბობთ,ლიბერალებს სულ ლიბერასტი და სულწაწყმენდლი ეძახეთო. როგორ ყველა კარგი მონა,თქვენც ასრულებთ ამ "დარიგებას" და ილანძღებით. რა არ არის ქალზე ძალადობა,ლამის ყოველდღე ქალებს კლავენ ან გალახულები არიან,რადგან სტატისტიკის გამო სხვა მუხლი მიაწეებეს,ე.ი. ქალზე ძალადობა არ არის? და კიდევ,ფსიქოლოგიური ძალადობა ძალადობა არ არის? თქვენებური ამ ე.წ. გრუზინული კომპლექსებით ძალადობთ ქალებზე,როგორც ფიზიკურად,ისე ფსიქოლოგიურად და მერე იმით იმშვიდებთ თავს რო 10% არის ძალადობა სტატისტიკაში. მე ან რომელიმე ლიბერალს არ უწოდებია ჭავჭავაძესთვის წმინდა ილია მართალი,არ გინდა წაიკითხო,რას წერდა ილია? მსოფლიოს პრობლემა არა ლიბერალობა ან ლიბერტარიანიზმი არის,არამედ ფაშიზმი,კომუნიზმი და ნაციზმი,ასევე ნეოფაშიზმი,ნეოკომუნიზმი,ნეო ნაციზმი და ულტრამემარჯვენებობა. რაც აქ წერე,რაღაც რო წაგეკითხა ლიბერალიზმზე,ხომ გაიგებდი რა არის ლიბერტარიანიზმი ან რას სცემს პატივს. ერთს გეტყვი,თავისუფლებას და საკუთრებას,რომელი არ მოგწონს? თუმცა მონამ რო იცოდეს რო მონაა,ის მონა აღარ იქნება.

იყო დრო,როცა ილიას უამრავ იარლიყის აკრავდნენ და მის დამცირებას ცდილობდნენ,დღესაც აგრძელებენ ამას,არ მოგატყუოთ მისმა წმინდანად გამოცხადებამ,ილიას იდეები ისევე საშიშია დეგრადირებული ადამიანებისთვის,როგორც მაშინ იყო.

ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს -

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!
იასონას უდარი
22 მარტი 2024 16:50
1
"კუკოლდები" საკუთარ საახლობლოში მოიკითხე.
თქვენს თავებში ჩამახედეთ
22 მარტი 2024 15:05
0
სტადიონიდან დავბრუნდი თუ არა, ეპიზოდი გადავახვიე ბევრჯერ, ხან დინამიკაში შევხედე, ხან შენელებულად..

გამკვირვებია იმათი, ვინც ამბობს რომ მსაჯმა დაჩაგრა ლუქსემბურგი...

აშკარად თამაშის წესის დარღვევა იყო. თამაში გააგრძელებინა მხოლოდ იმიტომ, რომ მსაჯმა დინამიკაში ჩათვალა ჯარიმა არ იყო, ეპიზოდი ბოლომდე დასრულდა თუ არა, გადამოწმდა ვარ-ზე, ძალიან ლოგიკური იყო ყველაფერი.

რა არ მოგეწონათ თქვენ?!
Lado t
22 მარტი 2024 09:55
3
აშკარად დაიჩაგრა ლუქსემბურგი. კარგად გააფორმა მიქაუტაძემ, არ იყო ის ჯარიმა. რომც ჩაეთვალა ეგ გოლი მაინც მოვიგებდით.

ბერძნების ჰაილითები ვინც ნახა მიხვდებოდა რომ ძალიან მცირე შანსია რომ აჯობო.
ისე, ყველაფერი ხდება ხორვატიასაც მოვუგეთ შემთხვევით თბილისში.
gzp
22 მარტი 2024 08:55
24
ჩემი აზრიტ ჯარიმა რა არის და რა არა საერთოდ არ იციი , ტიპს კვანტი გამოუდო რაის ჯარიმა არ იყო
ლშა_იუვენტინო
22 მარტი 2024 10:07
3
როცა დანაშაულს ხედავ,უნდა ისაუბრო ამის შესახებ და მსხვერპლს გევრდზე დაუდგე. არ მესმის იმ ხალხის,ვინც მხოლოდ იმიტო იცავს მსაჯს,რადგან მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ იქნა მიღებული. გუშინ ლუქსემბურგი დაიჩაგრა,ხვალ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ამ დღეში. თუმცა იმ ქვეყანაში,სადაც ქმრის მიერ ცოლის დაჩაგვრა ისე განიხილება,როგორც ოჯახური საქმე და არ ერევა,რა ფეხბურთზე გვაქვს საქმე. ნორმალური ადამიანები სიმართლის მხარეს დგებიან და იცავენ დაჩაგრულს. დიახ,მსაჯის გადაწყვეტილებები იყო უსამართლო და განაპირობა შედეგი. როცა უსამართლოდ გექცევიან,ხომ არ მოგწონთ? მაშინ ტაშს რატომ უკრავთ იმას რო სხვას ჩაგრავენ? გაშლილი ფეხით პირდაპირ ფეხზე თამაში და თან სწრაფი შეტევის ჩაშლა,წითელი რანაირად არ არის? და მეორეც,კარგად ნახეთ გამეორება და დაინახავთ,მიქაუტაძე მთლად სუფთად არ თამაშობს. ლუქსემბურგია და არავინ მოიკლავს თავს მათ გამო,თუმცა ბერძნები მოდიან და საფეხბურთო რუკაზე ჩვენზე მეტად ჩანან,ხოდა ადგებიან და ჩვენ დაგვჩაგრავენ,მერე რას იტყვით? ზოგადად,ასეთ სიტუაციაში სიმართლის თქმა იმიტო კი არ ხდება რო არ გიხარია შედეგი ან რაიმე მსგავსი,საკუთარი თავის დაცვას ახდენ,რადგან უსამართლობამ არ გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია და შენ არ იყო რიგში. მე მაგალითად უსამართლოდ გათავისუფლებული თანამშრომლის მხარეს დავდექი და მას მხარი დავუჭირე,თუმცა მეუბნეოდნენ რო ამ თანამშრომლის ნაშრომის გამოყენება შემეძლო და ფინანსურად მეტის გამომუშავება,თუმცა იმ დღეს იყო ის და მერე ვიქნებოდი მე. ამიტომაც სწორ მხარეს დგომა ვარჩიე,შეიძლება დღეს სამსახური არ მაქვს,თუმცა ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. სხვა შემთხვევაში,ეს თამაში ჩაწერეთ გამარჯვებათა ნუსხაში და იამაყეთ,ჩვენ მოვუგეთ ლუქსემბურგს,ტაში დაუკარით. კიდევ ერთხელ,ჩვენ მოვუგეთ ლუქსემბურგს,რამე ემოცია დატოვა ამ სიტყვებმა? რა უნდა დატოვოს,ლუქსემბურგს მოვუგეთ და გვიხარია?

რაც შეეხება ბერძნებს,ჩვენზე ძლიერები არიან და ამათ ხო შეგვიჭამეს ტვინი რა,ჯერ მაკედონიელები და ახლა ბერძნები,სხვა ნაკრები და ხალხს რო შევხდეთ არა? თუმცა ისიც უნდა ითქვას,რომ მოგება შეგვიძლია. 26 მარტს საქართველოს ნაკრები უნდა იყოს გიორგი პირველი და ამოისვას უნდა საბერძნეთი. არცერთი ლოგიკა არ მოასწავებდა ბასილა კეისარის ბიზანტიის მარცხს გიორგი პირველის ქართველებთან,თუმცა წახდნენ ჩვენთან და დაუმარცხებელი ჯარი დავამარცხეთ.

განვმარტავ,დიდოსტატით აღიქვავენ გიორგი პირველს ქართველთა უმეტესობა,თუმცა უდიდესი პიროვნება იყო და საამაყო,რატომ? იმ დროში,როცა ერთმორწმუნე ბიზანტია გვჩაგრავდა,ბაგრატიდან ბაგრატამდე ბიზანტიურ ტიტულს-კურაპალატობას ატარებდა,გიორგიმ შეძლო და წინააღმდეგობა გაუწია,არც ერთმორწმუნის ტიტული მიიღო და არც თავი დაუხარა. დავით მესამე კურაპალატიდან ბაგრატ მეოთხე კურაპალატემდე,ერთი კაცი იყო ამ ტიტულის გარეშე და ეს იყო გიორგი პირველი.
იასონას უდარი
22 მარტი 2024 08:04
21
რა გაახურე საქმე?სად ფეხბურთი და სად დაჩაგრული ცოლი? იქნებ ისიც თქვა, რომ ლგბტ -ს ჩაგრავს ქართველი ერი? იქნებ ისინი გეცოდება და თვლი, რომ მათი უფლებები ირღვევა?
ზაზა
22 მარტი 2024 23:41
0
რა გინდა? ვინმე არ გყავს მეგობარი,ამხანაგი,ნაცნობი იმასთან რომ მოიოხო გული და აქ არ აფრქვიო შენი ,,სიბრძნეები,,. სიხარულიც აღარ შეგიძლიათ იმდენი ბოღმა გაქვთ გულში.ვულოცავ ბიჭებსა და მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას.
გურულო
22 მარტი 2024 08:59
4
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული