ბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში, წვიმიან ამინდში, საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა შემტევი, ორთავდამსხმელიანი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და როგორც მოსალოდნელი იყო, თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას. პირველი მომენტი მე-13 წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაკვეტაძის ქუსლით გაკეთებული პასის შემდეგ ზივზივაძემ ბურთი ძელს გაარტყა. მეტოქე პრესინგს მიმართავდა, ტემპის დაგდებას და კონტრიერიშებზე მოქმედებას ცდილობდა. შემდეგ ბუდუმ ბურთი მეკარეს ხელიდან გამოსტაცა, გაიტანა, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და გააფრთხილა. 38-ე წუთზე პირისპირ გასულ კაკაბაძეს მეკარე მორისმა არ გაატანინა, ცოტა ხანში კი ზივზივაძემ ჩვენი გუნდი
დააწინაურა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული გუნდი სრულად დომინირებდა, მოწინააღმდეგეს ყველა კომპონენტში ჯაბნიდა და ზეწოლა მეორე ტაიმში გააგრძელა. სტუმრებს პირველი შანსი მიეცათ და მეკარე მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. მერე მიქაუტაძის წაქცევისთვის მსაჯმა საჯარიმო არ დანიშნა და სწრაფი კონტრიერიშისას როდრიგესმა გოლი გაგვიტანა, თუმცა არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი გააუქმა, საჯარიმო დანიშნა, ბოლო იმედის ჯარიმის გამო ვიზავის მცველი შანო გააძევა, ხოლო საჯარიმოდან ბურთი შენგელიამ ხარიხას გაარტყა. 63-ე წუთზე კი ზივზივაძემ დუბლი შეასრულა. მერე შეცვლაზე შესული კვეკვესკირის, დავითაშვილის და წიტაიშვილის დარტყმული ბურთები ასცდა მიზანს და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

ფინალში, რომელიც 26 მარტს თბილისში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს ათენში გაირკვევა, სადაც საბერძნეთი ყაზახეთს უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ლუქსემბურგი 2:0
გოლები: 1:0 ზივზივაძე (40), 2:0 ზივზივაძე (63)
გაძევება: შანო (56, ლუქსემბურგი)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია (წიტაიშვილი 72), ქოჩორაშვილი (კანკავა 87), ჩაკვეტაძე (კვეკვესკირი 77), კიტეიშვილი, ზივზივაძე (ქვილითაია 86), მიქაუტაძე (დავითაშვილი 77)

მკითხველის კომენტარები / 81 /
მადლობა ბიჭებს მოგებისთვის და ხალხის გახარებისთვის.ბუდუს კი მინდა ვთხოვო, კიდევ მრავალი გოლი გაიტანოს და აღნიშვნა უფრო კორექტული გახადოს.
ენა
08:13 23-03-2024
0
მადლობა ბიჭებს მოგებისთვის და ხალხის გახარებისთვის.ბუდუს კი მინდა ვთხოვო, კიდევ მრავალი გოლი გაიტანოს და აღნიშვნა უფრო კორექტული გახადოს.
ენა
08:12 23-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული