გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი

AutoSharing Option
მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო - უკეთესმა გუნდმა, საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა და პლეი-ოფის ფინალში გავიდა.

ერთადერთი, ვინც ლუქსემბურგელთაგან წაგება ობიექტურად აღიქვა, მათი მეკარე ანტონი მორისი იყო, რომლის თქმით, მაგრად გადარჩნენ, რომ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს.

მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“ - ბურთი მრგვალია, სიტუაცია ხანდახან იცვლება და უკეთესი გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს. ფეხბურთში ხომ ყველაფერი ხდება. შეხვედრის წინ წერილში (მატჩები, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს - რა ფაქტორები განაპირობებს წარმატებას?) ხაზი გავუსვი, რომ უეფა „ჯვაროსნების“ ევრო 2024-ზე გასვლის წინააღმდეგი არ
უნდა იყოს, რამეთუ „წყალქვეშა დინებებს“ აქვს ხოლმე ადგილი და მსაჯს ერთი გადაწყვეტილებით შეუძლია საკამათო ვითარებაში გადაწყვიტოს მატჩის ბედი. ლუქსემბურგის ადგილზე უფრო დიდი გუნდი რომ ყოფილიყო, არაა გამორიცხული, არბიტრს ორი საკვანძო მომენტი სრულიად სხვაგვარად განესაჯა. ვერც მოედავებოდი, ან რომ მოდავებოდი, რას მიაღწევდი? სხვათა შორის, ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა შეხვედრის წინ თქვა, რომ ესპანელი ხოსე სანჩესის ამ მატჩის მსაჯად დანიშვნა ძალიან არ ესიამოვნათ.

ამით ვილი სანიოლის გუნდის გამარჯვებას როდი ვაკნინებ, უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ. თორემ როგორ შეიძლება საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობის, თავგანწირული ბრძოლის და დამსახურებული გამარჯვების უარყოფა. თუმცა, არის საკადრო პრობლემები და ცხადია, თუნდაც ჯაბა კანკავას დაბრუნება კარგი ცხოვრებით არაა გამოწვეული. ელემენტარულად, სხვა გამოსავალი არ არსებობდა და ეს ფრანგმა სპეციალისტმა ჩინებულად იცოდა, სასტარტოში კი შეტევითი სტრატეგიის არჩევის გამო არ დააყენა, რამაც გაამართლა. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ფაქტი ჯიუტია. მუდამ ყველა სახეობაში ყველა მწვრთნელის გადაყენებას ვითხოვთ. რას იზამ, ჩვენში ყველას ჰგონია, რომ ორი რამ საუცხოოდ იცის - სპორტი (განსაკუთრებით, ფეხბურთი) და პოლიტიკა. თამაშის წინ ალექსანდრე ჩივაძემ ბრძანა, რომ შემადგენლობის და ტაქტიკის შერჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა და მის საქმეში ჩარევის უფლება არავის აქვს, თუმცა რატომღაც ბევრს ფეხბურთში ჩივაძეზე უფრო კომპეტენტურად მიაჩნია თავი.

Sportall.Ge

რაც შეეხება წუნს, როგორც კი მეტოქე მეორე ტაიმში შეტევაზე გადმოვიდა, მაშინვე გამოჩნდა სუსტი მხარე, რასაც გაცილებით უფრო ძლიერი საბერძნეთი არ გვაპატიებს. ელადელებს აქამდე ცხრაჯერ შევხვდით და ვერც ერთხელ ვერ ვძლიეთ, დღეს ყაზახეთიც გაანადგურეს, თუმცა მთლად ისეთი ძლიერებიც არ არიან, როგორც ერთი შეხედვით მოჩანდა - უბრალოდ ყაზახეთის ნაკრები სწრაფი გოლის გაშვების შემდეგ დემორალიზებული გახლდათ და თანაც, ობიექტურად არაა მაღალი კლასის გუნდი. ვფიქრობ, თბილისში მაგარი ბრძოლა გაიმართება, სანიოლი უკვე სულ სხვა სტრატეგიითა და ტაქტიკით ათამაშებს გუნდს და შემადგენლობასაც შეცვლის, რაც დააანონსა კიდეც. თან ხვიჩა კვარაცხელია დაგვიბრუნდება და ბუდუ ზივზივაძეც დიდებულ ფორმაშია. მარტო დუბლის შესრულების გამო კი არა, არამედ საერთოდ, რაღაც სხვანაირი ბრძოლის უნარი და გოლის ალღო გააჩნია. აკი აღვნიშნე ადრე, რომ „ნაპოლის“ თავდამსხმელებს არათუ ჩამოუვარდება, არამედ სჯობია კიდეც.

ლუქსემბურგთან სხვებიც კარგად გაისარჯნენ, მეტადრე, ეს გიორგი ჩაკვეტაძეზე ითქმის, რომელმაც ფიზიკურად ძალიან მოუმატა, ბურთი ყოველთვის წარმატებულად გადაჰქონდა მეტოქის ნახევარზე, თამაშს ამწვავებდა და დაცვასაც ჯეროვნად ეხმარებოდა. ასე რომ, საბერძნეთის შიშით გულს ნუ გავიტეხთ, არც მთლად ისეთი გრანდია, ზოგიერთს რომ წარმოუდგენია (გრანდი რომ იყოს, პირდაპირ შესარჩევი ეტაპიდან გავიდოდა ევრო 2024-ზე), ჩვენს გუნდს გამარჯვება და გამხნევება სჭირდება და არა სოციალური ქსელებიდან დაუსრულებელი, სუბიექტური კრიტიკა. შანსები ჩემი აზრით, ნეიტრალურ სტადიონზე 40/60-ზე გვექნებოდა, საკუთარი კედლების ფაქტორის გათვალისწინებით კი, ვფიქრობ, 50/50-ზეა. ბევრი რამ დეტალებსა და ისევ მსაჯობაზე იქნება დამოკიდებული.

დასასრულ, მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება. იცვლება უკეთესობისაკენ. ძველ დროში, მახსოვს, სტადიონზე მხოლოდ მზია მებაღიშვილი და კიდევ რამდენიმე ქალი დადიოდა, ახლა ოჯახებით მიდიან სტადიონზე ჩვენი ლამაზი ახალგაზრდები, ეროვნულ ჰიმნს შვილებთან ერთად მღერიან და უნდა გითხრათ, ფეხბურთსა და სპორტზე გაცილებით მნიშვნელოვანი სამშობლოს სიყვარულია, როდესაც მომავალი თაობა პატარაობიდანვე ასეთი გრძნობით, ასეთ ჩინებულ გარემოში დადებითად იმუხტება, ამაზე მშვენიერება არ არსებობს. რა ვქნა, ბოლოსკენ სადღეგრძელოსავით გამომივიდა, მაგრამ რაც მქონდა გულში, უნდა მეთქვა - გაგიმარჯოთ და მუდამ ასეთი გულანთებული პატრიოტები იყავით.

სამშაბათს ისევ გელით სტადიონზე და ისევ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ!

მიმომხილველი

alt"ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ტაიმი დარჩა, გამორთეთ ტელეფონები, სამშაბათს საქმე გაქვთ გასაკეთებელი" - სანიოლმა ფეხბურთელებს ემოციურად მიმართა [VIDEO]

altცნობილია, როდის დაიწყება საქართველო-საბერძნეთის ბილეთების გაყიდვა და რა ეღირება

altრა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩიდან? [PHOTOS]

alt"შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?" - რას წერს მერაბ მეტრეველი

alt"სად არის ისა?" - თოფურიასა და მამარდაშვილის ვიდეო ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

alt"ალბათ, მის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ" - რა განაცხადა ზივზივაძემ ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ

altროცა ყველაფერი სანიოლის სცენარით მიდის - ხვიჩას დაბრუნება და გადამწყვეტი მატჩი

მკითხველის კომენტარები / 23 /
ათიდან, ერთი მაინც ხო უნდა იყოს ჩვენი და მოვიგოთ! ჰოდა ეგ ერთი 26 - ში ყოფილიყოს და უნდა იყოს კიდეც, ხოლო ის ცხრა, ბერძნებისთვის მიჩუქნია.
მალხაზ ჯობავა
22 მარტი 2024 20:21
0
დიდი ანგარიშით მოვიგებთ.
ქ. გ.
22 მარტი 2024 18:07
5
საქართველო თუ ევროპის ჩემპიონატზე გავიდა (100% გავდივართ) მერე ვისაუბროთ რატომ არ დააღენა ვილიმ დაცვაში გველესიანი (პერსეპოლისი) და შუა ხაზში არაბიძე (ტორპედო)
ჭიჭიკო
22 მარტი 2024 20:07
4
ლუქსემბურგთან თამაშზე მთელი ჩვენი ხელისუფლება რომ იყო მისული,გულივერი გამახსენდა ლილიპუტებში მოხვედრილი.რა დღეში ვართ,რა დღეში!
ჯუდო
22 მარტი 2024 18:32
21
რა იყო, აკრძალული აქვთ მისვლა? ვისაც ფეხბურთი უყვარს, ყველა უნდა მივიდეს სტადიონზე!
ჯუდოს
22 მარტი 2024 18:52
2
ავტორ ყოჩაღ მიზანში მოარტყი!!!! კლავიატურის ვირთხები აბობოქრდნენ!! არაუშავს გავალთ ევროპაზე, ყველა დავწყნარდებით და ერთად გავიხარებთ ნაკრების და ქვეყნის წარმატებით!!!!
Pepelu
23 მარტი 2024 09:38
1
Aseti tamashit berdznebtan gagvichirdeba
Lasha
22 მარტი 2024 21:39
9
ერთი და იგივე ხალხი სხვადასხვა სახელუთ ნუ წერთ კომენტარებს:)))))))))))))) ვხვდებით რატომაც აკეთებთ მაგრამ იმასაც ვხვდებით რომ უფრო სასაცილოდ გამოიყურებით:))))))))))) არაბიძე - ჩაკვეტაძის, ქოჩორაშვილის თუ კიტეს ნაცვლად დაეყენებინა თუ სად უნდა ეთამაშებინა გიორგი არაბიძე? არაბიძეს საზონოვს და აზაროვს აუცილებლად წაიყვანენ ევროპაზე მარა პლეიოფში სადაც მაღალი ინტენსივობის თამაშებია და იქ არ გამოიძახა რათუნდა ამდენი ჭიქაში ქარიშხალი ვერ ვხვდები?!!:))))))
Korsava
23 მარტი 2024 08:58
3
პატრიოტული ნაწერია, თბილი და აღარ დაგიწერეთ დისლაიქი, მაგრამ ბოლოა კარგი და თავიდან კიდევ მაპატიეთ და უტაქტობა გიწერიათ. რას ნიშნავს ბევრი გულშემატკივარი ფეხბურთის უკეთეს მცოდნედ თვლის თავს და პოლიტიკაც გონია რომ ესმის. რაოტმ ვერ იგებთ, რომ ხშირად ასეც არის. გააჩნია ვიზე საუბრობთ. რაოტმ გგონიათ, რომ ფეხბურთი ფეხბურთელებს ესმით და არა მეცნიერებს მაგალითად. სულელური აზრია მეგობარო და ნუ გაიმეორებ შენც უაზროდ ამ კლიშეს. რაც შეეხება თამაშს - ჩვენ გვაქვს ერთი დიდი უპირატესობა - დროა საქართველოს ნაკრები გავიდეს ევროპაზე. ეს დრო რომაა ეს არის უპირატესობა. აქ მთავარია ერთი ფაქტორი, საშიშროება - არ მოდუნდეს საზოგადოება. ნებისმიერი ჭკვიანური, სწორი აზრი არის ძალა, ეს ძალა, უხილავი ძალა, გარდაისახება ხოლმე მერე თამაშშიც. თუ ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით, სწორ აზრებს გამოვთქვამთ, სწორ დამოკიდებულებაშ ვიქნებით ერთმანეთთან, პატივისცემით, გულითადი სითბოთ ვისაუბრებთ ერთმანეთზე და ვიგრძნობთ ჩვენ დადებით მხარეებს, მაშინ არის შანსი, თან და დიდი შანსი. ასე რომ გილოცავთ ამ გამარჯვებას და ვისურვებ ბრწყინვალე, დამსახურებულ, ლამაზ გამარჯვებას ბერძნებზე. უნდა გავიდეთ მეგობრებო ევროპის ჩემპიონატზე
c
23 მარტი 2024 02:38
1
იცანი საკუთარი თავი?!!:))))))))))))))))))))) სხცებმაც იცანით?:)))) კლავიატურის ლიომები!!!!!!!!!!!!
Pepelu
23 მარტი 2024 08:28
1
კარგი სტატიაა პროფესიული თვალსაზრისით, მაგრამ რა დაგვიბარა იეჰოვამ რა, ფეხბურთი ითამაშეთ თუ მე მემსახურეთო?
იკა
23 მარტი 2024 02:18
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული