"ნაპოლის" მოვლენა ჰყავს - პრემიერლიგის ნებისმიერი კლუბისთვის შესანიშნავი შენაძენი იქნება" - დევიდ უები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის თანაშემწემ, ინგლისელმა დევიდ უებმა Sky Sport UK-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი უნიჭიერესია:

„ის მართლაც დიდი ტალანტია. როდესაც ვარჯიშებზე მასთან მჭიდრო კონტაქტში მუშაობ, ხვდები რამდენად კარგია. ჩემი აზრით, დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია. ფენომენალური ნიჭის მქონეა და ამასთან ფანტასტიკური ადამიანია. მოედანზე ჩინებულია და ყველა თანაგუნდელთან კარგი ურთიერთობა აქვს. საერთო ჯგუფში ინტეგრირებას ადვილად ახერხებს, როგორც მისი ერთ-ერთი წევრი და ეს მაგარია. თავმდაბალია, მაგრამ წარმატების მისაღწევად მრისხანე განწყობა და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
დიდებული კარიერა ექნება, ეს უეჭველია.

ქართველის სახით „ნაპოლის“ გუნდში მოვლენა ჰყავს. მაღალი დონისაა, პრემიერლიგის ყველა კლუბისთვის შესაფერისი იქნება, რომელიც სწრაფ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. აი, ეს უნარები გააჩნია, ამიტომ ეჭვი არ მეპარება, ნებისმიერი კლუბისთვის შესანიშნავი შენაძენი იქნება“.

altკონტემ თავისი გაიტანა - დი ლორენცომ "ნაპოლიში" დარჩენა გვაუწყა, ხვიჩას ამბავიც თითქმის საბოლოოდ გადაწყდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თვითონ ნაპოლის მკვდარი გუნდი ხვიჩა გაჩერებაზე ელოდება ხოლმე სანამ გაეხსნებიან ,ნაპოლი არის ანტიფეხბურთი აბდაუბდა და ხვიჩა მაც ვერ გაიგო როდის პასი მისცეს როდის დარტყმაზე იფიქროს ესაა რიტმიდან ამოვარდნა
გიო
23:04 12-07-2024
8
დევიდ ბატონო ვიცით, ვიცით, მაგრამ თქვენგან ნათქვამი ძალიან სასიამოვნოა როგორც ხვიჩასთვის, ასევე ჩვენთვისაც.
ვაჟა მასწავლებელი
19:42 12-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული