fosonline.gr: ქართველების ცხოვრების მატჩი - ევრო 2024-ის საგზური მტკვრის ფსკერზე ძევს

AutoSharing Option
საბერძნეთში საქართველოს ნაკრებთან მატჩს დიდი ინტერესით ელიან. მომავალ დაპირისპირებას სტატია fosonline.gr- მიუძღვნა, რომლის ავტორი ჟურნალისტი ანდრეას ხანიასია.

ქართველების მთელი ცხოვრების თამაში!

„სტუმარი ღვთისაა“, - ამბობენ ქართველები, რომლებიც თავიანთი სტუმართმოყვარეობით არიან სახელგანთქმული. როგორც კი ვინმე მათ სახლში შედის, პურმარილით და ღვინით ხვდებიან. ძალიან ბევრი ღვინო აქვთ, იმდენად ბევრი, რომ შეიძლება ვერ გაუძლო.

ასე რომ, სამშაბათს ჩვენს ეროვნულ გუნდს სტადიონზე ფხიზლად შესვლა მართებს და გამოსვლა... გამარჯვებით და არა ღვინით დამთვრალს. კვარაცხელია და მისი პარტნიორები შეეცდებიან სულ სხვა განწყობით გაისტუმრონ ისინი სახლში.

ქართველებისთვის ეს
მთელი ცხოვრების თამაშია, რამეთუ დიდ ტურნირზე არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა და უნდათ, რაღაც განსაკუთრებული მოიწყონ... რევულუცია, როგორც დღე საკუთარი ფეხბურთის აღორძინებისა. სურთ თქვან, რომ 2024 წლის 26 მარტს ბერძნებს სძლიეს და როგორც იქნა ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ. მოტივაცია იმდენად გრანდიოზულია, რომ მზად არიან მთები გადაყლაპონ, რკინა შეჭამონ და მეტოქე გაანადგურონ. ეს გზა უკვე გაიარეს და დიდი ტკივილი განიცადეს, როდესაც 2020 წელს საკუთარ მოედანზე ოცნება გორან პანდევმა ეროვნულ ტრაგედიად გადაუქცია. მაშინ ჩრდილოეთ მაკედონიამ 1:0 მოუგო და ევროპირველობაზე გავიდა.

თუმცა შენს ბედს თავად განსაზღვრავ. ჩვენი ნაკრები მრავალი წლის განმავლობაში დიდ შეხვედრებში გამოიწრთო და ფეხბურთელებმა იციან, რა გააკეთონ, გაიგეს მექანიზმის შესახებ, რომლის მეშვეობით მთელ ამ რთულ სიტუაციაში თავს ანიჭებ ძალას და ენერგიას. დიახ, სამშაბათს საღამოს ეს თბილისში დაგვჭირდება, რადგან გერმანიაში გასამგზავრებელი ბილეთი მდინარე მტკვრის ფსკერზე ძევს და ჩვენს თანამემამულეებს მის მოსაპოვებლად გაყინულ წყალში ჩაყვინთვა მოუწევთ, რათა ათენის რეისზე ხელს გააყოლონ“.

მკითხველის კომენტარები / 27 /
მაგენმა ოქროს საწმისი რო შეიტყაპუნეს ისიც ეყოფათ
Tem
24 მარტი 2024 18:07
0
რა გულუბრყვილო,იდიოტური კომენტარებია!!!მართლაც,ბაქი-ბუქის მეტი არაფერი არ იცით!!!
sandrex
24 მარტი 2024 13:07
2
პალიასტომში ეძებეთ...))
რუსეთს რაააა?
24 მარტი 2024 10:03
0
ბიჭო ბერძნულად კალაა.))
Levani-ს
24 მარტი 2024 10:02
1
ბაქი-ბუქი და შესაძლებლობების მიუხედავად მიზნის დასახვა მავნებელია ჯანმრთელობისათვის
manana
24 მარტი 2024 09:48
1
ოქროს საწმისიც არ დაგავაზვრატებინოთ ბიჭოო(ბიჭო როგორაა ბერძნულად ნეტავ)
Levani
24 მარტი 2024 03:46
1
დიდი სურვილი და დიდი ძალისხმევაა საჭირო შეუძლებელი შეძლო. ბერძნების დამარცხება კი შეუძლებელი სულაც არაა. მჯერა ევრპაზე გავალთ და ოცნებას ავისურულებთ ყველა ერთად.
G.LA
24 მარტი 2024 02:46
0
ისევ გინდათ ოქრის საწმისის მოპარვა და მერე ისტორიის დაწერა თქვენებურად, ათასი ტყუილით და სიბილწით. ამჯერად კოლხების შთამომავლები პირში ჩალაგამოვლებულს გაგიშვებენ და თავზე ლაფსაც დაგასხამენ
suxumchanin
24 მარტი 2024 02:21
0
4:1 s movigebt
Lasha
24 მარტი 2024 01:17
0
წარმატება ჩვენს ბიჭებს! როგორც 21-ში გავიხარეთ, ისევე უნდა გავიხაროთ 26-ში!!!!!! მწამს და მჯერა, რო ისე დამთავრდება, როგორც ყველას გვინდა!!!!!!!!!!!!
გია
23 მარტი 2024 23:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული