22-წლამდელთა ჩემპიონატი ქუთაისელთა ტრიუმფით დასრულდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალური სერიის მეორე მატჩში 92:72 (სტატისტიკა) დაამარცხა კლუბი “ოვერტაიმი” და ჩემპიონი გახდა. სერია 2 მოგებამდე იყო, "ქუთაისმა" კი, წინა სერიების მსგავსად, ფინალიც მშრალი ანგარიშით – 2:0 მოიგო.

შედეგად, ქუთაისელებმა წაუგებლად, 20 გამარჯვებით დაასრულეს ჩემპიონატი. რეგულარულ ჩემპიონატში იმერულმა კლუბმა 14-დან 14 მატჩი მოიგო, რის შემდეგაც მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ახლა ფინალიც, წაუგებლად განვლო და დამსახურებული ჩემპიონი გახდა.

გადამწყვეტი შეხვედრა დღეს "თბილისი არენაზე" გაიმართა. "ოვერტაიმმა" ქუთაისელებს პირველი ტაიმი 45:43 მოუგო, მაგრამ ძალები მეტისთვის აღარ ეყო. მესამე პერიოდში კიდე მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და 19:15 მოგებული ათწუთეულის შემდეგ იმერული გუნდი 2 ქულით დაწინაურდა. აი, ბოლო პერიოდში კი მხოლოდ ქუთაისელები დომინირებდნენ. ტურნირის მომავალი MVP-ის, გიორგი ოჩხიკიძის, ბაქარი ბერეკაშვილისა და გიორგი სულაბერიძის ლიდერობით, ქუთაისელებმა დასკვნითი მეოთხედი 30:12 მოიგეს და საბოლოოდ 20-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.

შეხვედრა 22-22 ქულით დაასრულეს ბერეკაშვილმა და ოჩხიკიძემ. გიორგი სულაბერიძემ 18 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა. გერა ჭეიშვილი გამარჯვებულებს 11 ქულით შეეწია. ოვერტაიმელთაგან 13 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო კოკა კაკულია. 13 ქულა და პასი დააგროვა სერგი ნინუამ. 10 ქულა ნიკა კირიაკიდის ანგარიშზე დაგროვდა.

მატჩის შემდეგ ოვერტაიმის მოთამაშეები ვერცხლის, ხოლო ქუთაისელები ოქროს მედლებით დააჯილდოვეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა, დავით თორთლაძემ და სუპერლიგა/ასაკობრივი ლიგების დირექტორის მოადგილემ, ვანო ლაცაბიძემ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, გიორგი ოჩხიკიძე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა, ხოლო საჩემპიონო თასი ქუთაისელთა მახარობლად მათ კაპიტანს, ბაქარ ბერეკაშვილს გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ 22-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები “სოხუმი-საქართველომ” მოიგო.

GBF

[VIDEO] დარბაზი დაინგრა - საოცრება არგენტინის ჩემპიონატის საკალათბურთო მატჩში
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
"მართალია გავიმარჯვე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი" - უტა აბე
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
თბილისის "დინამო" Vivacom თასის გამარჯვებულია
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება - "ნაპოლიში" ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...