"საქართველოში წაგება სავსებით შესაძლებელია - მაინც უნდა დავაფასოთ გუნდი და მწვრთნელი" - ბერძენი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ჟურნალისტმა იანის სერეტისმა gazzetta.gr-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა საბერძნეთის ნაკრებში დიდი სამუშაო გასწია, ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა, თუმცა 26 მარტს საქართველოს ეროვნულ გუნდთან დამარცხება გამორიცხული არ არის:

"წელს ბერძენმა გულშემატკივარმა ცოტა მეტად ირწმუნა თავისი გუნდის შესაძლებლობები, უკეთესის იმედადაა. ყოველთვის კრიტიკულები ვიქნებით წარუმატებლობებისას, ხმამაღლა აღვნიშნავთ წარმატებას და პრეტენზიებს გამოვთქვამთ. ჩვენი ტემპერამენტი უცვლელია, მაგრამ წელს გარკვეულწილად რაღაცები შეიცვალა, სწავლა დავიწყეთ.

მაშ ასე, ჩვენ ეროვნული გუნდის აღორძინების ხანაში ვცხოვრობთ, რენესანსში. ცუდი არაა. ზეიმში მიუღებელი არაფერია, ყაზახეთი ურიგო რეპუტაციით არ სარგებლობდა, მე-40
წუთზე 4:0 გავხადეთ ანგარიში და საქმე მოვუთავეთ. ამას ტალანტით და ძალისხმევით მივაღწიეთ. ფეხბურთელებისთვის ეს ნახევარფინალი კი არა, ფინალი იყო. ვის ეპარება ეჭვი, რომ მაქსიმუმი არ გააკეთეს? პოიეტმა მიიღო რა ზოგიერთი ირაციონალური გადაწყვეტილება, სამუშაოს სწორად წარმართავდა. ყველაფრის შეცვლას ცდილობდა, რეფორმირებას, არჩევანი 30 მოთამაშეზე გააკეთა, რამაც უკვე დაგვანახა პროგრესი. გუნდი უფრო მყარი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარდაცვაში არაა საკმარისი ხარისხი, ის ათწლეულის მიღწევასთან ერთ ნაბიჯში აღმოჩნდა.

თუ მას გამოუვიდა, ძალიან კარგი იქნება. თუ ჩავარდა? არ შეიძლება ჩავარდეს? ნუთუ წარმოუდგენელია საქართველოსთან 55 ათასი მაყურებლის წინაშე მარცხი? ეს შესაძლებელია. ეს სავსებით შესაძლებელია. თუმცა, საბერძნეთის ნაკრები ეყრდნობა რა თავის ნიჭს, ყველაფერს აკეთებს, რაც ძალუძს და გულშემატკივართა მხარდაჭერასა და სიყვარულს იმსახურებს - თუნდაც სახლში ხელცარიელი დაბრუნდეს. იგივე ეხება პოიეტსაც.

ბერძენმა გულშემატკივარმა უკანასკნელ ხანს თავისი გუნდის წარმატებები და წარუმატებლობები იხილა და დროა ფეხბურთელთა ძალისხმევის დაფასება არა მარტო გამარჯვებისას ისწავლოს. მეტადრე მაშინ, როდესაც ეს შეუპოვრობით, ერთიანობით, ღირსებით, ტოქსიკურობისა და ეგოიზმის გარეშე კეთდება".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ზედმეტი თავდაჯერებულობა მარცხისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. სწორედ იქცევიან ბერძნები ამზადებენ გულშემატკივრებს მარცხის მისაღებად და თუ მოიგეს მარცხის მომლოდინე ხალხიდან ასმაგ სიყვარულს და დაფასებას მიიღებენ
ანა
12:26 25-03-2024
0
რა თქმა უნდა მოგების გარდა არაფერზე არ ვფიქრობ. მაგრამ მოგებას სწორი თამაში უნდა . ამისთვის ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. რაც რა თქმა უნდა ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებმა უკეთ იციან. პირადად ჩემთვის თვალში საცემია დაცვაში სუსტი თამაში. სუსტები ვართ ბურთის ამოტანაში თუ მეტოქე პესინგს გვეთამაშება. თამაშის დროს გვაკლია სტაბილურობა და ა. შ. მაგრამ წინ გვყავს ხვიჩა რომლის ბადალი ბერძნებს ნამდვილად არ ყავთ. გვყავს მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, ზივზივაძე,შენგელია ამათ სუყველას შეუძლიათ თამაშის გაკეთება და თამაშის თავის თავზე აღება .როგორც ეს თავის დროზე ვიტალი დარასელიამ გააკეთა. ასე რომ 26 მარტი უნდა ვაქციოთ 13 მაისად. წარმატებას გისურვებ საქართველო
გია
14:35 24-03-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული