სანიოლი: ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

AutoSharing Option
საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოსამზადებლად და ძალების აღსადგენად საკმაო დრო გვქონდა, ყველა ფეხბურთელი მზადაა. ბოლო ვარჯიში დაგვრჩა, სადაც ტაქტიკურ დეტალებს გავივლით. მოწინააღმდეგეზე საუბარი არ მიყვარს, რადგან თავად ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

როცა გავიგეთ, რომ შესაძლო მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო, ვიცოდით, რთული მატჩი იქნებოდა. ჯერ ერთი, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და მეორე - ფინალია. გამარჯვებულის მენტალიტეტი გულისხმობს, თუ რას გააკეთებ თავად მოგებისთვის. გამარჯვებისთვის საკმარისი მხოლოდ ოცნება არაა. მოგების მენტალიტეტი ნიშნავს,
ყოველდღე გააკეთო რაღაც ამ მიზნისთვის. ჩემი ფეხბურთელები უფრო მეტად არიან მზად წარმატებისთვის!..

ცვლილებები თავდაპირველად გარკვეულ დისბალანსს იწვევს, რაც წინა მატჩის ბოლო ნახევარ საათში მოხდა. ბიჭები 120 წუთის სათამაშოდაც მზად არიან, თუ ამის საჭიროება იქნება.

ჩაკვეტაძე და ქოჩორაშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ, თუმცა აქ განსაკუთრებული არაფერია. ფიზიკურად მზად ვართ და ვვარჯიშობთ პენალტების შესრულებაზეც. 26 ფეხბურთელი გვყავს და სამი განაცხადს მიღმა დარჩება. მთავარი ისაა, რომ თამაში ყველას სურს, ყველა მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

როდესაც ხედავ, რომ შენი გუნდი დასახულ გეგმას კარგად ასრულებს, ბუნებრივია, გახარებული ვარ. ხანდახან ემოციურად, შესაძლოა, ყველაფერი ვერ განვსაზღვროთ... ჩვენ გვაქვს შესაბამისი გეგმა ფინალისთვის, გამარჯვების იდეალური რეცეპტი კი არ არსებობს."

მკითხველის კომენტარები / 33 /
გამიკვირდება,თუ საქართველოს ნაკრები მოიგებს!
ჯაბა
10:16 26-03-2024
8
კვარაცხელია რა იზამს ბაკასეტასის წინააღმდეგ არვიცი, ძალიან ძლიერი მარჯვენა ფლანგი ჰყავს საბერძნეთს! მიქაუტაძეს აღარ გამოუვა ორი კაცის მოტყუება, ნახევარდაცვის ცენტრში კაცი არ გვყავს რომ ზუსტი პასებით თამაში დაალაგოს! კვეკვესკირი არ გააკაროთ შემადგენლობას უკან პასის დიდოსტატი! ჩაკვეტაძე და კვარაცხელიამ მაქსიმალურად უნდა ორ ორი კაცი ატყუოს რომ სხვებს გაეხსნათ თავისუფალი სივრცეები, მჯერა რომ რაღაც გამოგვივა , აი დაცვის ხაზის თამაში იწვევს დიდ ეჭვებს, საბერძნეთმა თუ 3 თავდამსხმელი დააყენა მაშინ 3-4 სერიოზულ შეცდომას დაუშვებს დაცვა! მეკარეს მოუწევს დიდი სამუშაოს გაწევა იმედი მაქვს "ბავშვურ" შეცდომას არ დაუშვებს.
კოტე
10:01 26-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული