გადაიწერება ევროპის ჩემპიონატის ისტორია? - ჩვენ ეს არ გვინდა და ყველაფერი საქართველოს ნაკრებზეა დამოკიდებული...

AutoSharing Option
ჩაივლის თუ არა ევრო 2024 დებიუტანტის გარეშე და გადაიწერება თუ არა ტურნირის ისტორია - ეს ყოველივე საქართველოს ნაკრებზეა დამოკიდებული.

საქმე ისაა, რომ 1960 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ევროპის ჩემპიონატი იმართება, ტურნირს მინიმუმ ერთი დებიუტანტი ჰყავს.

ახლა გერმანიის საგზურის მოპოვება მხოლოდ ერთ დებიუტანტსღა შეუძლია და ეს საქართველოს ნაკრებია, ყველა სხვა გასულ ნაკრებს კი ამ დიდ საფეხბურთო ფორუმზე უკვე უასპარეზია.

მოკლედ, ჩვენი დიდი სურვილია, რომ ევროპის ჩემპიონატის ისტორია არ გადაიწეროს და ტურნირზე ჩვენი სახით კიდევ ერთი დებიუტანტი წარდგეს, ამისთვის კი 26
მარტს ვილი სანიოლის გაწვრთნილებმა საბერძნეთი უნდა დაამარცხონ...
მკითხველის კომენტარები / 47 /
გული მიგრძნობს გავალთ
ტოტტი
11:28 25-03-2024
0
მივმართავ სპოტროლ.გე-ს

გასაგებია, რომ რაც მეტი კამათი იქნება კომენტარებში, მით მეტი მნახველი ეყოლება თქვნს საიტს.
მაგრამ როცა ქართველი ერის და გენის შეურაცხმყოფელ კომენტარებს დებენ, ქართული აღარაფერი შეგრჩათ, რომ ყველა ვიგინდარას ნაჯღაბნი კომენტარი არ გამოაქვეყნოთ?

ამ ავადმყოფ კორბენ დალასს რომ უქვეყნებთ ათასგვარ სიბინძურეს, მის ამ ფრაზაში - ,,უცხო კაცის ნაყოფით, ნოყიერდება, ქართველი ქალის მუცელი", ამაზრზენად შეურაცხმყოფელს ვერაფერს კითხულობთ? ან ოჯახში, ან საახლობლოშო, მანდილოსანი არავინ გყავთ?



კოლა
11:40 25-03-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული