საბერძნეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა:

"ვამაყობ, რომ ამ ნაკრების წევრი ვარ. 4 წლის წინ მიზანი ვერ ავისრულეთ, ახლა კი ამისთვის ყველანი მზად ვართ და შესაბამისი მენტალიტეტი გვაქვს... მახარებს ის განწყობა, რაც გულშემატკივრებში სუფევს. ასეთი განცდა მაქვს, მილიონი ბილეთიც რომ ყოფილიყო, მაინც ყველა გაიყიდებოდა.

მთავარია, ძალების აღდგენა მოვასწროთ და მოწინააღმდეგეზე სრული ინფორმაცია გვქონდეს. დიდი ხანია, რაც ნაკრებში ვარ და დღევანდელი შემადგენლობა ერთ-ერთი საუკეთესოა... ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის!"

vai vai
ამის ძირითადში დაყენებას კალაძე ლობირებს, იქნებ საკუთარ კარში გატანილი გოლებით მაჯობოს და მეტსახელი „ავტოგოლაც“ წამართვასო.
ფეოლა
ჯიგარ! გრამატიკაში 2-იანი გყავდა? პრესკონფერენცია დ არა პრესკომფერენცია. როცა ასეთ მაგარ აზრებს აფრქვევ, უცხოური სიტყვები რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იხმარო...
ეგრე გააგიჟე რომ ყველაფერი ჩაგვიკაკლონ დაბალ ფენას
აბა ბიჭო, კიდევ ხელფასებს გვეტყვიან, ვინ რამდენს ქაფავს, მეტი დარდი არა აქვთ.)))
SOSO-ს
სანიოლმა თავისი ამპლუის ფეხბურთელი შეარჩია პრესკონფერენციისთის, თვითონაც მაგ ადგილას თამაშობდა მგონი. აბა გუნდის ლიდერებს ვინ მოიფიქრებდა ან კაპიტანს. მადლობა ვთქვათ რომ ალთუნაშვილი(არაფერს ვერჩი) არ დაისვა გვერდით.)))
jozef-ს
მიმართეთ პრესცენტრს )))))))))))))))
SOSO
მოდი ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე.... ვის რაში სჭირდება ეს ზღვარგადასული ბაქი-ბუქი,სჯობია უფრო თავშეკავებული და აკადემიური იყოთ ფეხბურთელები შეფასებებში,კიდევ უფრო [ჩემთვის ყოველ შემთხვევაში] გამაღიზიანებელია კაკაბაძის მწვრთნელის გვერდით ყოფნა პრესკომფერენციაზე.კაცი,რომელმაც ლამის კაცნაკრლური დაგვტოვა ლუქსენბურქთან, თავისი გაუაზრებელი ვარდნით მოედნის ცენტრში და რომ არა მსაჯების კეთილგანწყობა, დიდი ალბათობით დღეს ფინალსაც ვერ ვითამაშებდით- რა პრინციპით შეარჩია სანიოლმა თუ შეურჩიეს-საინტერესოა რატომ არ იახლა გუნდის რომელიმე უპირობო ლიდერი-კვარა,მამარდა, თუნდაც მიქაუტაძე ან ზივზივაძე. როგორც ვიცი მწრთნელები პრესკომფერენციაზე,როგორც წესი იახლებენ ან საკვანძო ფეხბურთელს ან გუნდის კაპიტანს-კაკაბა არც ერთია და არც მეორე....პრინციპში მთავარია დღეს საქართველომ მოიგოს და კაკაბაძის "ბრძნული" აზრები ვიღას გაახსენდება...
jozef
ბილეთები როგორ განაწილდა, რა რაოდენობა წავიდა, პირობითად, ბერძენი გულშემატკივრებისთვის, რა რაოდენობა დარჩა ქართველ მაყურებელს, რა რაოდენობა გადანაწილდა tkt.ge-ზე, რამდენი წაიღეს სპონსორებმა, სახელმწიფო უწყებებმა და ა.შ. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულ სპონსორებთან, თუ უწყებებთან დაკავშირებულ პირებთან რამდენი წავიდა, ესეც უნდა იყოს საჯარო და ღია ინფორმაცია.
გიორგი
კაკაბაძის ფასი არის ნული, მაგრამ მაინც ათამაშებენ, უდიდესი ფეხბურთელი ქვილითაია გამოიძახეს,რომლის კარგი თამაში არ მახსოვს.ვერ დავიჯერებ რომ ამას მწვრთნელი აკეთებს.მას არავინ არაფერს არ ეკითხება.ფედერაცია ჩვეულებრივი მაფიაა. დანარჩენ ფეხბურთელებს მივმართავ, დაანებეთ ეგოისტობას თავი და შეიძლება მოიგოთ, თუ არა და განწირულები ხართ.თუ კვირკველიამ კარგად ვერ ითამაშა ეს შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. საბა აბა შენ იცი შენზე ბევრი რამეა დამოკიდებული.
L.J .-ს
გოჩოლეიშვილს ნაკრებში არ მისდის თამაში, რადგან მარჯვენა ფლანგის მცველია და მარცხენა ფლანგზე ათამაშებენ, კაკაბაძე რომ არ ამოვარდეს შემადგენლობიდან. ექსპერიმენტს რაც შეეხება, კაკაბაძის დაყენებაა სწორედ ექსპერიმენტიც, ექსტრიმიც და უბედურებაც!
მეგრელი
ბრმა რო იყო მაინც გოჩოლეიშვილი უნდა დააყენო
L.J .
Gocholeishvils nakrebshi ar misdis tamashi,exla araa eksperimentis dro,mesmis kakabadzes shecdomebi aqvs,margam gamocdilia...xval imedia kariaris tamashss dadebs!!!
გუსანი
არაფერი პირადული, მაგრამ ოთარი ის ფეხბურთელია, ვის ჩანაცვლებასაც სულმოუთქმელად ველოდები, ძალზე არასტაბილურია, მომენტებში აუსნელ გადაწყვეტილებებს ღებულობს.... კიდევ დავაფიქსირებ, გვყავს სულ 4-5 ფეხბურთელი ევროპირველობაზე სათამაშო დონეს რომ რამდენადმე ესადაგება, დასკვნა: მოგებას მთელი ქვეყანა სულმოუთქმელად ველოდებით და ცაზე ვარსკვლავებიც ჩვენს სასიკეთოდ უნდა გალაგდეს, მარტო მსაჯის კეთილგანწყობა არ გვიშველის..... გამარჯვება საქართველო!
ჯუბა
შენ ეტყობა ჯიმალოებიის ნათესავი ხარ
ქომაგი
ამას ლუქსემბურგთან მატჩის მერე მწვრთნელი რომ პრეს-კონფერენციაზე იახლებს, იმ მწვრთნელს თავისი საქმის არაფერი გაეგება, ან არავინ არაფერს ეკითხება. სამარცხვინო მატჩი ჰქონდა და თუ ძირითადში იქნება, წავაგებთ უეჭველად. ბერძნებთან ბოლო თამაშში რაც ქნა, იგივეს გააკეთებს ხვალაც. საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება დააყენო პოლონეთის ჭ კლასის გუნდის არცთუ ძირითადი ფეხბურთელი, როცა გყავს ახალგაზრდა მცველი შახტარიდან, რომელიც ბარსასთან მატჩში ორივე გუნდიდან საუკეთესოდ დასახელდა. თუ ევროპაზე გინდათ გასვლა, ნაგავი უნდა მოიცილოთ, სხვაგვარად ვერ გახვალთ. მე მახსოვს კაკაბაძის დებიუტი, გოჩოლეიშვილზე არაფრით იყო ნაკლები, მაგრამ როგორც ჩანს, პათოლოგიურად ზარმაცია, რადგან იმ მომენტიდან ერთი გოჯითაც არ წაწეულა წინ. დღევანდელ ფებურთში სიზარმაცე და გამარჯვება ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია.
დავით 67
შენ რაღაცეები გერევა ერთმანეთში. გამოვიდა პროდუქტი, ვდგევართ რიგში მეც შენც და ის.ამ დროს მოდის ვიღაც ვიგინდარა და ყიდულობს მთელ პროდუქციას ( რა თქმა უნდა ,ასევე ვიღაც ვიგინდარას დახმარებით) მხოლოდ იმიტომ რომ მან ფული გააკეთოს. და ეს ნორმალურად მიგაჩნია?? ამას სიღორე ჰქვია და არა ბიზნესი. ბიზნესი სხვადასხვანარი არსებობს, მათ შორის მწარმოებელი. იმ შენმა ნაქებმა როჟამ რა დაიმსახურა ასეთი რომ მას მიაქვს ჩემი და შენი კუთვნილი პროდუქტი? ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქაღალდი იშოვა საღებავი თუ საბეჭდი მანქანის ( პრინტერის) გამომგონებელია?
კაკაბაძეს
შენ ყველაფერი გააკეთე, რომ ლუქსემბურგთან წაგვეგო, მაგრამ ჩაგივარდა კოვზი ნაცარში. შორს ნაკრებიდან!!!
ბექა
გამოდი გიცანი. რამდენ ლარში მომყიდი ორ ბილეთს?
dato
არ მაქვს საწინააღმდეგო გადაყიდვაზე, მისი არჩევანია და ფასსაც მესაკთრე დაადგენს. მაგრამ მაშინ გადასახადიც გადაიხადოს თუ ვამბობთ რომ ვერ ავკრძალავთ გადამყიდველების საქმიანობას. მოკითხოს სახელმწიფომ 1000% მოგებიდან გადასახადი 20%. 36% არ ვიცი საიდან დათვალე დღბგს გადამხდელი არავინ არ იქენბა)
Gia
Bevrma ISETMA IYIDA BILETI,Romelic Stadionze tiktokis chasawerad midis da kvaracxelias meti ro kitxo 3kaci tu dagisaxela nakrebis fexburteli.
იასონას უდარი
გაიყიდა,თუმცა უმეტესობა გარკვეულმა ჯგუფებმა დაიტაცეს გადაყიდვის მიზნით. როგორც სხვები ამბობენ,თითქოს გადაყიდვაში იყოს პრობლემა,როცა სისტემაშია პრობლემა. ეს ჩვეულებრივი ბიზნესია,ყიდულობ იაფად და ყიდი ძვირად,რადგან მოთხოვნა გაზრდილია. შევეშვათ ბილეთებს,ნებისმიერმა საკუთარ თავს კითხეთ,თქვენ რო გქონდეთ რაიმე პროდუქტი,რომელიც იყიდეთ იაფად,უცებ მოთხოვნა გაიზარდა და ორმაგ ფასში შეგიძლიათ გაყიდვა,რას იზავთ,გაყიდით იმავე ფასად თუ გააძვირებთ? რა გგონიათ,ბილეთი პროდუქტი არ არის? მეც დამწყდა გული,თუმცა რა ვქნა,ვიღაც ჩემზე მოხერხებული აღმოჩნდა. ფულის და ფასების შესახებ ანუ როგორ ხდება გაცვლა ნივთის ფულზე. ნივთის მფლობელი ადებს გარკვეულ თანხას,რომელიც მისთვის მისაღებია,ხოლო მყიდველი იხდის იმდენს,რაც მისთვის კონკრეტული ნივთი ღირს. ამიტომაც ორივე მხარე კმაყოფილია. გასაგებია,10 ლარიანი ბილეთის 100 ლარად ყიდვა არავის სურს,თუმცა აქ ფასეულობის აღქმა ირთვება,რა უფრო მნიშვნელოვანია 100 ლარი თუ ის ფასეულობა,რასაც ეს თამაში გპირდებათ? მესმის,რომ გაჭირვებულ ქვეყანაში სურვილის მიუხედავად გადახდა ჭირს,თუმცა ეგ გადამყიდველის ბრალი არ არის,ეგ საზოგადოების უმრავლესობის ბრალია.გადასახადებს იხდით,ამ გადასახადის ნაწილით ფინანსდება ფეხბურთი,თუმცა ფეხბურთის საყურებლად კვლავ ფულის გადახდა გიწევთ,რატომ? იმიტომ რო გაუნათლებლები ხართ და იმას ითხოვთ რაც არ გესმით. ეს ავკრძალოთ,ამას გადასახადი გავუზარდოთ ა.შ.,ხოლო გავიწყდებათ რო გადასახადს იხდის მომხარებელი და არა ბიზნესი. ეს არ გეცოდინებათ უმრავლესობას,ამიტომაც ითხოვთ გადამყიდველების ჩაქოლვას. რა მოხდებოდა,თუ არ გადაიხდით გადასახადებს,თქვენი გამომუშავებული 100 ლარიდან ასივე დაგრჩებათ და ნაცვლად 64 ლარის,ხოლო თქვენ გექნებოდათ დანაზოგი და იყიდდით ბილეთს,რომელსაც ასე აფასებთ. თუმცა მთავრობა გადაწყვიტა,რომ თქვენ ხართ დებილები და თვითონ უკეთ განკარგავს ტქვენს ფულს. პ.ს. ყველაფერში რიგი მოგიწევთ,მხოლოდ ომში წასასვლელად არ იქნება რიგი,იქ ურიგოდ გაგიშვებენ,ხოლო თამაშებზე ან სხვა კარგ რამეში რიგში ჩადგებით. ხო ვიცი,ეს ნორმა გგონიათ
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
სანიოლმა ძალებს როგორ აღიდგენენ იმის მიხედვითო. ესეც ძალების აღდგენაზე ლაპარაკობს. აქ თუ არ იციან, სადაც თამაშობთ იქაც არ ასწავლიან ძალების აღდგენას?
ამო
შენ ფრთხილად ითამაშე, არ გაგაწითლონ.
რიკი
35-წუთზე ლუქსემბურქთან უწინარ სიტუაციაში წითელი აიკიდა კინაღამ (100% იყო მსაჯმა გაატარა პროსტა ან ვერ დაინახარა) და საბერძნეთან 1-1 გასვლაზე ავტოგოლი შეაგდო იქაც უწყინარ მომენტში და ვითომც არაფერი :დდდ აზაროვს ერთი ცუდი თამაში არ აპატია კაროჩე მაფიაა რა აგერ ლინკი ლუქსემბურტან წითელი რომ უნდა მიეღო https://www.novasports.gr/web-tv/sport/podosfairo/event/uefa-euro/video/13343286/georgia-louksemvourgo-antiathlitiko-markarisma-tou-kakampatze-video/ აი მაგ მომენტში 10 კაცით რომ დავრჩენილიყავით მაგის კისერზე იქნებოდა მარცხი
inviz9
შენ ოთარ მზად ხარ? ლუქსემბურგთან უამრავი შეცდომა დაუშვი-რამდენჯერმე საკუთარ ნახევარზე და საჯარიმოს სიახლოვეს დაკარგე ბურთი, ვერ გამოიყენე 100%-იანი საგოლე შანსი, დაამტვრიე მოწინააღმდეგე რისთვისაც გაძევებას იმსახურებდი-ხოლო ბერძნებს ბოლო ორ თამაშში 2021 წელს 2 გოლი აჩუქე! რისთვის ხარ ოთარ მზად? მესამე საჩუქარისთვის? შენი დაყენება შემადგენლობაში ამ თამაშზე არ შეიძლება-არ გეწყინოს მაგრამ ასეა. მეც არ მიხარია გოჩოთი შენი ჩანაცვლება, მაგრამ სხვა ალტერნატივა ნამდვილად არა გვაქვს
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ
[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან
[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
საქართველო ევრო 2024-ზეა. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" - ამის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს
სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა
Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა