გუსტავო პოიეტი: საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ - კარგად მომზადებული ჩამოვედით

AutoSharing Option
26 მარტს, ევროპის პირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ისაუბრა:

"ჩემთვის წარსულს მნიშვნელობა არ გააჩნია, საქართველოს ნაკრებს პირველად ვხვდები და მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ. ფინალისთვის რა დავგეგმე, ამას ვერ გაგიმხელთ. საქართველოს ნაკრების სტილს კარგად ვიცნობთ და არ გვგონია, ვილი სანიოლმა ცვლილებებს ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ მიმართოს. ჩვენ თბილისში კარგად მომზადებული ჩამოვედით.

ორივე გუნდში არაერთი ახალგაზრდაა და წნეხთან გაძლება გადამწყვეტი იქნება - მაქსიმალურად გამოავლენენ თუ არა საკუთარ შესაძლებლობებს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
იასონას და ყველას ვისაც გეხებათ,,ბილეთების გადამყიდველები არიან ჩვეულებრივი ბარიგები რომლებიც ქვეყანასაც და ხალხსაც აზარალებენ და როგორ ბედავთ საერთოდ ეს ბარიგები მშრომელ ხალხს შეადაროთ ან მათ აღვირახსნილ საქმიანობას ბიზნესი უწოდოთ!! კაცი რომელიც ოც ლარიან ბილეთებს დაიტაცებს 150-ლარად ყიდის და ამით ბევრ გულშემატკივარს უსპობს სტადიონზე მოხვედრის შანსს,ოჯახს და შვილებს უნდა მოაკლო კაცმა ეგ ფული იმისთვის რო უგულშემატკივრო ნაკრებს,,ცალკე საკითხია ეგ ბარიგები რამდენ ბილეთს მიყიდიან ბერძენ გულშემატკივრებს ოღონდ მეტი ფული აიღონ და ამით ქვეყანაც და ნაკრებიც დააზარალონ თუმცა მათ არ აინტერესებთ ისინი ბარიგები არიან და მათთვის მთავარია გაასაღონ რაც შეილება ძვირად,,ეხლა კარგად მისმინე,,ბარიგას ბარიგა დაარქვი და მშრომელს მშრომელი,ბარიგებს შენი დაცვა არ ჭირდებათ ისინი ყველასგან მოძულებულები უნდა იყვნენ და შენ მათ საქმიანობას ბიზნესს რატო არქმევ იგივე ბიზნესით ხოარ ხარ შენც დაკავებული?? ახლა რაც შეეხება გლეხის,მშრომელი ადამიანის და ბარიგის გარჩევა როგორ ხდება,თუ გლეხი მოიყვანს კიტრს და შესაბამის ფასად გაყიდის რასაც ბაზარი არეგულირებს ის არის ჩვეულებრივი მშრომელი გლეხი მაგრამ აი თუ გლეხი ჩამოგიტანს მაგ კიტრს და კარტოფილს და ფასს დაადებს თითო კილოს 100-150 ლარს იმის გამო რო დეფიციტშია აი ეგ არი ბარიგობა, გასაგებია ეხლა შენთვიის ბარიგის ბიზნესის და მშრომელ გლეხს შორის სხვაობებიი??როგორ ტრაკი აეწვებათ ხოლმე ამ ოჯახ მოტ,,,ლ ბარიგებზე რო ცუდს წერ ნახეთ რაა,,იმიტომ რომ თავადაც ეგრე გააკეთეს და უნდათ როგორმე ჩირქი მოიწმინდონ ამ უწმინდურებმა
gel-100
26 მარტი 2024 11:06
4
შენც კაი გლეხი ხარ რაა))))) მშრომელ კაცზე კი არ თქვა მშრომელი კაცისგან რომ 1 ლარად ყიდულობს კიტრს და მერე 3 ლარად ყიდის ჩვენზე მაგას იძახის ეგეც ბარიგაა და ბილეთის გადამყიდველიც ბარიგა არისო. და ბანკიც იაფად იღებს და ძვირად ყიდის როცა კაცს სჭირდება.

ჩემგან დავამატებდი რომ ერთის ოჯახსაც გავ... და მეორესაც
შენ კიდე დაწყნარდი დაბეჯითებით რომ იძახი იასონაზე ბილეთები გაყიდაო საიდან იცი? ფასი ეკარგება შენ სიტყვებს
ან შენზე რომ თქვან ეხლა ლელოს წევრი და ხაზარაძის ფინიააო ხომ ხარ ღირსი. რომ იცავ მაგ მართლა ბარიგებს ))))))))
nika7
26 მარტი 2024 12:25
1
გამომდინარე იქედან,რომ ნაკრების თამაშზე ხალხი სულ დადის,უპრიანი იქნება გაიყიდოს ერთწლიანი აბონიმენტები ან მეტიც შეიძლება,თუმცა წლიანი ჯობია. ამით ნამდვილი გულშემატკივარი ყოველთვის მოხვდება სტადიონზე,ერთიდაიგივე ადამიანები ისხდებიან ძირითადად გვერდიგვერდ და ფანობას უფრო კარგად შეძლებენ.არც ასეთი მარაზმი იქნება ბილეთების ყიდვის დროს და ორგანიზატორებისთვისაც კარგი იქნება,ავანსად აიღებენ ფულს. რამდენი თამაში აქვს ნაკრებს წელიწადში სახლში,ალბათ 4-5 თამაში და ბილეთის ყველაზე მაღალ ფასზე გადაამრავლეთ,დაუმატეთ ან გამოუკელით დღგ,ამით ყველა ნასიამოვნები დარჩება. 200-300 ლარამდე იმერყევებს ფასი და მოდით ვთქვათ,ეს თანხა არაფერია საქართველოს ნებისმიერი მოქალქისთვის წელიწადში.თუმცა ეს რო ქნან,გადაყიდვას ვეღარ შეძლებენ,თუმცა მიმაჩნია რო გადამყიდველობა ხიხია არ არის,ეს ბიზნესია და ადამიანები ცდილობენ ფულის მოგებას,როგორც კიტრზე ან პომიდორზე. გადამყიდველობას ვერ აკრძალავს ვერავინ,რადგან ასე ყველაფერი უნდა აკრძალო,თავისი არსით ბანკის მხრიდან ფულის გასესხებაც გადამყიდველობაა,თუმცა ამის გააზრება ბევრს უჭირს. სესხულობ იაფად და ასესხებ ძვირად.თუმცა რა მიკვირს,ხაზარაძის პარტიელმა ისიც კი არ იცის,რა არის მევახშეობა და მის აკრძალვას ითხოვდა,ეს პიროვნება პარლამენტში ზის ეხლა. წინ საქართველო GO GEORGIA
იასონას უდარი
26 მარტი 2024 07:18
3
არაფერი პირადული, მაგრამ ნაკრებში ბევრი ისეთი ფეხბურთელია მომენტებში აუხსნელ გადაწყვეტილებებს რომ ღებულობენ, ცელკე თემაა არასტაბილურობა, კონცენტრაციის დაკარგვა,მაგალითადა 21 ში როდრიგესის გოლი, ორჯერ შემოვიდნენ საჯარიმოში, პირველად კი მამარდამ გვიხსნა... ჩემთვის აუხსნელია-მეტოქეს სულ ერთი ფეხბურთელი ყავდა გოლის მეტნაკლებლად გამტანი- დაცვას კი არ ქონდა სქემა,პასი რომ იკითხებოდა , ჩვენი 4 ფეხბურთელის გარემოცვაში თავისუფლად მიიღო ბურთი გაისწორა და გაიტანა?! კიდევ დავაფიქსირებ, გვყავს სულ 4-5 ფეხბურთელი ევროპირველობაზე სათამაშო დონეს რომ რამდენადმე ესადაგება, ადვილი გამოსაცნობია: როგორც იქნა მათ სიაში მეკარეც გაგვიჩნდა , ხვიჩა და კიდევ +2 ან მაქსიმუმ 3... მეტი ნამდვილად არა. ეხ,მოგებას მთელი ქვეყანა სულმოუთქმელად ველოდებით და იქნებ ცაზე ვარსკვლავებიც ჩვენს სასიკეთოდ განლაგდეს, რადგან მარტო მსაჯის კეთილგანწყობაც არ გვიშველის... გამარჯვება საქართველო!
გუსანი
26 მარტი 2024 00:19
3
საქართველოს ნაკრებს ჩვენ არ ვიცნობთ და შენ საიდან იცნობ,ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირი გუნდია
Levani
25 მარტი 2024 22:47
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული