26 მარტს, ევროპის პირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ისაუბრა:
"ჩემთვის წარსულს მნიშვნელობა არ გააჩნია, საქართველოს ნაკრებს პირველად ვხვდები და მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ. ფინალისთვის რა დავგეგმე, ამას ვერ გაგიმხელთ. საქართველოს ნაკრების სტილს კარგად ვიცნობთ და არ გვგონია, ვილი სანიოლმა ცვლილებებს ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ მიმართოს. ჩვენ თბილისში კარგად მომზადებული ჩამოვედით.
ორივე გუნდში არაერთი ახალგაზრდაა და წნეხთან გაძლება გადამწყვეტი იქნება - მაქსიმალურად გამოავლენენ თუ არა საკუთარ შესაძლებლობებს".
ჩემგან დავამატებდი რომ ერთის ოჯახსაც გავ... და მეორესაც
შენ კიდე დაწყნარდი დაბეჯითებით რომ იძახი იასონაზე ბილეთები გაყიდაო საიდან იცი? ფასი ეკარგება შენ სიტყვებს
ან შენზე რომ თქვან ეხლა ლელოს წევრი და ხაზარაძის ფინიააო ხომ ხარ ღირსი. რომ იცავ მაგ მართლა ბარიგებს ))))))))