კურიოზული სიტუაცია - საბერძნეთის ნაკრების და კაპიტნის რეაქცია, როცა გაიგეს, რომ მათი ფეხბურთელები ფინალამდე ერთი დღით ადრე ქალაქის ცენტრში მწვრთნელისგან დაუკითხავად გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Geo Team-მა დღეს გაავრცელა "სტამბაში" მყოფი ბერძენი ფეხბურთელების ფოტო. აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე საბერძნეთის ნაკრების 4 ფეხბურთელი: კონსტანტინოს ციმიკასი, კონსტანტინოს მავროპანოსი, ანასტასიოს ბაკასეტასი და ვანგელის პავლიდისი, "თბილისი მერიოტიდან" ფეხით სტამბაში გადმოვიდა, ჭამა და უკან დაბრუნდა.

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელები თბილისში ფეხით თავისუფლად გადაადგილდებიან....

როგორც გავიგე, არალეგალურად გამოვიდნენ სასტუმროდან და თავისუფლად გადაადგილებაში მაგას ვგულისხმობთ. ვინმე დახვდეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს-მეთქი, ეგ არსად წერია"- წერდა Geo Team-ი. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთელების რესტორანში ვიზიტის შესახებ მართლაც
არაფერი იცოდა ნაკრების მწვრთნელმა.

"No Comment!" - საბერძნეთის ნაკრების და კაპიტნის რეაქცია, როცა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გაიგეს, რომ მათი ფეხბურთელები ფინალამდე ერთი დღით ადრე დახურული შეკრებიდან ქალაქის ცენტრში მწვრთნელისგან დაუკითხავად გავიდნენ. თუმცა დღეს ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციის კომენტარებში მიდიოდა ჩვენი დამოძღვრა, რომ "არაფერი ისეთი" არ მომხდარა." - წერს Geo Team-ი და პრესკონფერენციიდან კადრებს აქვეყნებს.

altგუსტავო პოიეტი: საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ - კარგად მომზადებული ჩამოვედით

altანასტასიოს ბაკასეტასი: ფავორიტები არ ვართ - მაყურებლები არ გვაშინებს

მკითხველის კომენტარები / 13 /
რა არის აქ გასაკვირი ქალაქში გაისეირნეს, სათამაშოდ არიან ჩამოსულები. პატიმრები ხომ არ არიან?
გოჩა
26 მარტი 2024 00:41
4
ოსტარინი ან რამე მაგდაგვარი ანაბოლური აგენტები, რომ გაერიათ წვეთი საჭმელში ან წყალში დოპინგ ტესტს ვერ გაივლიდნენ და ვნახავდით კვარას ევროპაზე. წყალიც კი თავისი მოაქვთ სერიოზულ ნაკრებებს.
ვოვა
26 მარტი 2024 12:08
1
მართლა ხომ არ შეიძლება ყველა სისულელეზე აჟიოტაჟის ატეხვა.. გაისეირნეს რა.. მართლა ჩვენს თავს და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მივხედოთ..
ვახო
26 მარტი 2024 12:10
1
მერე და რამე საფაღარათო ვერ ჩაუყარეთ საჭმელში, რომ 2 დღე ტუალეტიდან ვერ გამოსულიყვნენ?
იმერელი
25 მარტი 2024 23:22
23
კაი რა გაგიკვირდათ გაისეირნეს ახალგაზრდებმა, ხვალ უფრო დიდი სიურპრიზები გელოდებათ:)
ნიკა
25 მარტი 2024 21:05
2
ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ რაში გვადარდებს მაგათი ჭამასმა, დაცვას მიხედეთ გაათმაგებული ყურადღებით, ჩავარდნა და ხელების გაშლა არ იყოს მერე! შეტევაში ეგენი რასაც აკეთებენ კი ვიცით
ფეოლა
26 მარტი 2024 07:02
0
არ დაიჯეროთ , კლასიკური ტროას ცხენის ხაფანგია, გუნდი რომელიც უდიდესი მოტივაციით მოდის ფინალის სათამაშოდ, მასეთ რაღაცეებს არ აკეთებს, მითუმეტეს ისე რომ ნაკრების მწვრთნელი და კაპიტანი გაოცებული სახეებით კითხულობენ მაგ ამბავს. ჩვეულებრივი საკუთარი დღისწესრიგის შეცვლის მცდელობაა, რომ ყველამ იმაზე გააკეთოს აქცენტი, რომ საბერძნეთის ნაკრებში დისწიპლინის პრობლემაა. მიყევით საკუთარ გეგმას და ერთი წამით არ იფიქროთ არაფერზე, ეს ეხება მედიასაც, ჭორაობას მოეშვით და მიეცით ნაკრებს თამაშის დღეს მშვიდად შეხვდეს ძალიან დიდი მნიშვნელობის შეხვედრას.
ATP 16
26 მარტი 2024 11:49
2
:"კასტორკა" ("Оleum Ricini") ვერ ჩაუსხეს?
ან რამე სხვა ეფექტური საფაღაღარათე საშუალება?
25 მარტი 2024 21:15
10
ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ბერძნების პროვოკაციაზე-იმედია მსაჯთან კამათის გამო არ ავიღებთ ბარათებს, იმედია მზად არიან ჩვენები რო არ აყვებიან ბერძნებს - იქნება ჩხუბზე პროვოკაციები, დაიწყებენ ცელვას და ჩვენ ჩხუბში არ უნდა გავყვეთ.. წარმატებები ბიჭებო, გამარჯვება საქართველოს!
ბათუმი
26 მარტი 2024 11:02
0
ბაკასეტასი თვითონ ეგ კაპიტანი არაა?
Levani
25 მარტი 2024 22:14
0
აქ რა საკითხავია მაგრამ იმ უცხოურმა სიატებმა რაო რა პროგნოზებს იძახიან ბერძნებთან? ლუქსემბურგთან თითქმის გამოიცნეს 1-1 და დამატებითი დრო...)))DDD
G.LA
25 მარტი 2024 21:34
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული