საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ საბერძნეთის ეროვნულმა გუნდმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა. მათი მედია წერს, რომ თბილისში საკმაოდ ცივა, სამაგიეროდ, ფეხბურთელთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაა თბილი და ხალისიანი.
აღნიშნულია, რომ ოთხი ბერძენი მოთამაშის სასტუმროდან ყავის დასალევად გარეთ გასვლას ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა გამოეწვია.
საქართველოში საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ყველა ხელმძღვანელი ჩამოვიდა და ისინი 10 წლის ლოდინის შემდეგ დიდ ტურნირზე გასვლას იმედოვნებენ. დღეს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მათ საელჩოში უმასპინძლეს.
ფედერაციამ 2 000 ბილეთი დაჯავშნა (ზოგიერთი მონაცემით, 2 300), თუმცა შეხვედრას დაახლოებით 500 ელადელი დაესწრება.
ყველას უნდა სტადიონზე
შესვლა. ზოგიერთმა საქართველოდან საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას ელექტრონული ფოსტით მისწერა, რომ ბერძნული ფესვების მქონენი არიან და ბილეთები მათთვის დაეთმოთ, თუმცა თხოვნა არ დაუკმაყოფილეს. ასე რომ, ბერძენი ფანები გამოყოფილ სექტორში განმარტოებით იქნებიან.