ბერძნები ხალისობენ, ქართველები კი ბილეთების ხელში ჩასაგდებად ბერძნულ წარმომავლობას იჩემებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ საბერძნეთის ეროვნულმა გუნდმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა. მათი მედია წერს, რომ თბილისში საკმაოდ ცივა, სამაგიეროდ, ფეხბურთელთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაა თბილი და ხალისიანი.

აღნიშნულია, რომ ოთხი ბერძენი მოთამაშის სასტუმროდან ყავის დასალევად გარეთ გასვლას ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა გამოეწვია.

საქართველოში საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ყველა ხელმძღვანელი ჩამოვიდა და ისინი 10 წლის ლოდინის შემდეგ დიდ ტურნირზე გასვლას იმედოვნებენ. დღეს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მათ საელჩოში უმასპინძლეს.

ფედერაციამ 2 000 ბილეთი დაჯავშნა (ზოგიერთი მონაცემით, 2 300), თუმცა შეხვედრას დაახლოებით 500 ელადელი დაესწრება.

ყველას უნდა სტადიონზე
შესვლა. ზოგიერთმა საქართველოდან საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას ელექტრონული ფოსტით მისწერა, რომ ბერძნული ფესვების მქონენი არიან და ბილეთები მათთვის დაეთმოთ, თუმცა თხოვნა არ დაუკმაყოფილეს. ასე რომ, ბერძენი ფანები გამოყოფილ სექტორში განმარტოებით იქნებიან.

altკურიოზული სიტუაცია - საბერძნეთის ნაკრების და კაპიტნის რეაქცია, როცა გაიგეს, რომ მათი ფეხბურთელები ფინალამდე ერთი დღით ადრე, ქალაქის ცენტრში მწვრთნელისგან დაუკითხავად გავიდნენ [VIDEO]

altგუსტავო პოიეტი: საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ - კარგად მომზადებული ჩამოვედით

altანასტასიოს ბაკასეტასი: ფავორიტები არ ვართ - მაყურებლები არ გვაშინებს

altკაკაბაძე: მილიონი ბილეთიც რომ ყოფილიყო, მაინც ყველა გაიყიდებოდა

altსანიოლი: ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯერ დააკმაყოფილეთ საქრთველოს მოქალაქეები და მერე სხვები.ყველგან ქართველს რატომ ავიწროვებთ.
მამუკა
26 მარტი 2024 18:01
2
მე კი ვიშოვე ბერძნებისგან ბილეთი და :დდ კიდე ვიცი ხალხმა რო იშოვა ამიტომ იქაც ჩვენ ვიქნებით
ABCABC
26 მარტი 2024 12:40
2
იხალისონ იხალისონ სანამ კიდე აქვთ დრო.ბევრმა სიცილმა წყენა იცისო ამბობენ. აქედანაც ხალისიანად წავლენ ოღონდ დამარცხებულები. 3:0 ვიგებთ
დათო
26 მარტი 2024 11:47
5
ოოუუფფ!! რა მომხდარა!!! თურმე ბუდუ შოკოლადს არ მიირთმევს და ეგ არის ევროზე ვართ, ბერძნებსაც ორს გაუტანს, მითუმეტეს თურმე ყავის დასალევად გასულან ქალაქში რამდენიმე ბერძენი ფეხბურთელი, ან კიდევ 55 ათასი ქომაგის იმედათ რომ ვართ,თითქოს და მეტოქეს ფეხები აუკანკალდება და სტვენა- გინების შეეშინდება. გადამეტებული ბაქი-ბუქი და აჟიოტაჟი,ყოველთვის საპირისპიროდ რომ გვიმთავრდება არ გიფიქრიათ!!....რა ბუდუ და შოკოლადი! რა ყავა! საბერძნეთის ნაკრები ლუქსემბურგი ხომ არ გონია ვინმეს.... დღეს თამაშის ბედს კვარა თუ გადაწყვეტს მამარდასთან ერთად, განსაკუთრებით კვარას ფაქტორი იქნება გადამწყვეტი -ითამაშებს დღეს შედეგიანად და გავალთ ევროზე-საქართველოსთვის ხომ ისტორიული სპორტულ-პოლიტიკური მოვლენა იქნება[ევროკავშირის კანდიტანტი საქართველო ევრო პირველობაზე ფეხბურთში-მაგრად ჟღერს არაა!!],ამასთან ერთად თავის კარიერასაც ხომ საბოლოოდ მოიწყობს,რომელიმე სუპერ კლუბში გადასვლა რეალური გახდება და ყველა კითხვის ნიშანი მის მიმართ მოიხსნება, რაც ამ ბოლოს ხშირია. ბოლოს და ბოლოს ამ დონის ფეხბურთელმა ერთხელ ხომ მაინც უნდა გაისროლოს აუცილებლად მოსაგებ, საკვანძო თამაშში ძლიერ მეტოქესთან-მგონია ასეც იქნება...მზესავით ველოდები დღეს კვარას ბენეფისსსსსსსსსს...
SOSO
26 მარტი 2024 11:07
4
გამიხარდა. გამოდის დისციპლინაში პრობლემა აქვთ, იმდენად დარწმუნებული არიან გამარჯვებაში.
ჰაჰა
26 მარტი 2024 09:27
2
ისეთ ქართველს რა ვუთხარი ვინც ბილეთის გულისთვის სხვა ეროვნებას დაიჩემებს. ეგეთები ოღონდ სარგებელი მიიღონ და ყველაფერს დაიჩემებენ
@#$#@
26 მარტი 2024 05:50
7
მე მკითხე და გეტყვით,ქართველი რას არ კადრულობს საზღვარგარეთ,ოღონდ რამე სტატუსი მიიღონ,ჩემ წინ ინგლისში ორმა ქართველმა კაცმა თქვა რომ მათ ერთმანეთი უყვართ და საქართველოში ამის გამო დევნიან.ამაზე უარესი რა უნდა თქვა კაცმა?ამ დროს ორივეს საქართველოში ოჯახები ყავთ.დიდი ამბავი თუ ბერძნად გაასაღა თავი ვიღაცამ,თუ ბერძენი ქართველს რამით ჩამოუვარდება?ნუ გაქვთ რა ეს პოხონდრიული ამბიციები.
ტასი
26 მარტი 2024 12:00
4
აასე ჩქინი გოთანა რე, აასე ჩქინი გოთანა რე, ჩქიიი მიიბგენთი ლააფისიიი, აბა ულაააა !
მაცი ხვიტია
26 მარტი 2024 00:13
58
მეგრულმა კომენტარმა დისლაიქი რითი დაიმსახურა ვაიქართველობო
ჯაბა
26 მარტი 2024 05:11
4
გამოდის,რომ ბერძნებს დისციპლინის პრობლემა აქვთ და ამ თამაშსაც სრული სერიოზულობით არ უყურებენ.ეს ფინალია და უმცირეს წვრილმანებსაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.აგერ ბუდუმ,5 თვეა,შოკოლადს არ გავკარებივარო!გამარჯვება საქართველოს!
სოსო
25 მარტი 2024 22:52
7
სოსო-ს! შოკოლადი არა ჰამბურგერი. ბერძნები იგებენ ხვალ ტყუილად გაქვს იმედი
ბიძინა
26 მარტი 2024 00:37
56
სოსო მოიცა რა. შოკოლადი დაღუპავდა ბუდუს?) მთავარია საფეხბურთო დისციპლინა. გიორგი სიჭინავა სულ არღვევდა დისციპლინას, ვარჯიშებსაც აცდენდა და ბევრჯერ უხულიგნია კიდეც, მაგრამ კი იცი როგორი ფეხბურთელიც იყო. ჩვენ მაგის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ თუ დღეს ბერძნები სადმე გაგულავდნენ ე.ი ეს ჩვენს სასარგებლოდ იმოქმედებს.
დავით 67
26 მარტი 2024 00:27
12
Berznebisgan provokaciac mosalodneli da rogorc fexburtelebi ise gulshematkivari frtxilad unda iyos.magat saxeze simshvide ar etyobat da mayurebelma sul zewolashi unda amyofos mteli tamashi or it nols ro vigebdet mainc.saxlshi yazaxebtan ivarges imitoro yazaxebi arian sustebi chventan shedarebit. Xvicham pirvel taimshive unda gaayvitlebios mcvelebi. Meore taimshi kide witeli garantirebuli aqvt.
Gia
25 მარტი 2024 22:41
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული