სანიოლი: არც აქამდე მიფიქრია წასვლაზე, აქ საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს

AutoSharing Option
მოხარული ვარ, რომ ის შეგრძნებები მაქვს, რომლებსაც განვიცდი - ჩემ გარემოცვაშია კარგი ხალხი, კარგი გუნდი და პროფესიონალები. ყველა ერთად მოვდიოდით ამ შედეგისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალის მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ნაკრების ყველა ფეხბურთელი ფანტასტიკურად დაიხარჯა.

„წარსულში შეიძლება ბევრი ფიქრობდა და უთქვამს კიდევაც, რომ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ზუსტად ამას ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერს სჭირდება დრო, თვეები, წლები.

მოხარული ვარ, რომ ის შეგრძნებები მაქვს, რომლებსაც განვიცდი. სიმართლე
გითხრათ, არც აქამდე მიფიქრია წასვლაზე, აქ საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს. ჩემ გარემოცვაშია კარგი ხალხი, კარგი გუნდი და პროფესიონალები. ყველა ერთად მოვდიოდით ამ შედეგისთვის.

ბევრი ვივარჯიშეთ პენალტებზე. როდესაც პენალტები გიწევს, ამის გათვალისწინება აუცილებელია. არასდროს იცი, ვინ დაასრულებს თამაშს, შესაბამისად, ვის შეარჩევ ხუთეულად. ამიტომ ინდივიდუალურად ვისაუბრეთ ყველა მოთამაშესთან და გავიგეთ, ვინ რამდენად მზად იყო პენალტების დასარტყმელად. ქოჩორაშვილმა თვითონ თქვა, რომ პირველი დაარტყამდა პენალტს. სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია, ის ფანტასტიკური პიროვნებაა. ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ნაკრებში, რაც ქოჩორაშვილი გამოჩნდა ნაკრებში. დღეს ყველა ფანტასტიკურად დაიხარჯა“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მკითხველის კომენტარები / 44 /
აწი სადღა გაგიშვებთ ვილი, ქომორთი აშო ჯიმა.
27 მარტი 2024 13:47
1
საღოლ სანიოლს, სხვა ტაქტიკით ბერძნებს ვერ მოვუგებდით, ქართველებსაც შეგვძლებია კატენაჩოს თამაში…
ზოლა
27 მარტი 2024 13:24
2
ქოჩორაშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდულიდან მახსოვს, ამ ბიჭში არის სერიოზული ფსიქიკა, რომელსაც მოწინააღმდეგე ვერასდროს გატეხავს და ძალიან დიდ როლს თამაშობს მისი ეს პლუსი, ტიპი არასდროს არის აღელვებული
ბაჩო
27 მარტი 2024 12:56
0
გუგლისან თარგმნე ძმა )))
დეივიდი
27 მარტი 2024 13:48
5
ვისთან საუბრობს? ვინ არის მარცხნივ? :)
las
27 მარტი 2024 12:51
0
ერთადერთი შენიშვნა მაქ ვილისთან, ვფიქრობ ხვიჩა თავის ფლანგზე დაეყენებინა და ჩაკვეს ეთამაშა ხვიჩას ადგილზე ცოტა უფრო უკნიდან. სხვა მხრივ მშვენივრად ითამაშა გუნდმა. თუმცა მესმის რახან წინა მატჩში წარმატებას მიაღცია მიქაუტაძის ადგილზე ხვიჩა დააყენა. ასევე შესაძლოა ბუდუს და ჩაკვეს მაგივრად ქვილითაია და მიქაუტაძე ცოტა უფრო ადრე გამოეყვანა. სხვა მხრივ პერფექტო !!!
semi
27 მარტი 2024 12:28
1
ბევრად ძლიერი არა კვახი 5-1 გაანადგურა ავსტრიამ.
R.M-s
27 მარტი 2024 12:22
1
ბევრად ძლიერები არ არიან თქო დავწერე! წესიერად წაიკითხე ))
R.M.
27 მარტი 2024 12:51
0
არ არის ეს კაცი დიდი ტაქტიკოსი მაგრამ არის ძალიან მაგარი მოტივაცია და მენეჯერი
მადლობა ვილის განსაკუთრებით ქოჩორასთვის.
Dato
27 მარტი 2024 12:12
5
გილოცავთ!

ქოჩორა ცალკე სტატიას იმსახურებს!
ქოჩორა
27 მარტი 2024 10:56
1
ის საფეხბურთო ლოსები როგორ გრძნობთ თავს კვირკველიას და კაკაბაძეს გამოძახებისთვის რომ ლანძღავდით, ორივე საუკეთესო იყო ორივე თამაშში, ასე რომ დაანებეთ ფეხბურთის ყურებას თავი.
semi
27 მარტი 2024 10:45
7
ახლა სად ხართ ის ექსპერტები, სანილის რომ ჭკუას არიგებდით.
X-DRIVE
27 მარტი 2024 10:44
8
...-ს. მაგაზე არ იღელვო. ვისაც ჰგონია რომ უმწვრთნელო გუნდს ევროპაზე გასვლა შეუძლია, იმისი 'კრიტიკა' გულშემატკივარს ხასიათს ვერ გაუფუჭებს.
გიორგი
27 მარტი 2024 18:26
1
გუშინდელი თამაში მოიგეს ფეხბურთელებმა და ფანტასტიურმა გულშემატკივრებმა - ეს არ იყო მწვრთნელის ტაქტიკის გამარჯვება. სანიოლი როგორც იყო სუსტი მწვრთნელი ისევე დარჩა სუსტ მწვრთნელად.ფეხბურთელების ამ თაობას, ნამდვილად კარგი მწვრთნელის ხელში ჯგუფური ეტაპიდანაც კი შეეძლო გასვლა. მაგრამ ახლა ყველა ვზეიმობთ და ეს საზეიმო განწყობილება არ მინდა ვინმეს კრიტიკით გავიფუჭო.
...
27 მარტი 2024 13:31
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული