საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალის პირველი ტაიმი საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, მიქაუტაძის ნაცვლად დისკვალიფიკაციამოხდილი კვარაცხელია დააყენა, ხოლო მისმა ვიზავიმ, პოიეტმა, ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დატოვა.

მოლოდინისამებრ, დებიუტი დაძაბული გამოვიდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კვარაცხელია ორჯერ წააქციეს და ბოლდოკმა ყვითელი ბარათი მიიღო. შემდეგ ციმიკასმა ხვიჩას იდაყვი სახეში ჩაარტყა, რაც მსაჯმა მარჩინიაკმა ვერ შეამჩნია. ტემპი მაღალი არ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ზივზივაძის ხელით შეჩერებისთვის არბიტრმა ხაციდიაკოსი
გააფრთხილა. შემდეგ ყვითელი ბარათი მარჩინიაკმა ბუდუს უჩვენა. მერე ხვიჩა იერიშისას მავროპანოსმა წააქცია და ყვითელი ბარათი დაიმსახურა, საჯარიმოდან ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი კი მეკარე ვლახოდიმოსმა მოიგერია. ბოლოს შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და მსაჯმა ჩვენი სათადარიგო მეკარე ლორია და ბერძნების ერთ-ერთი მწვრთნელი გააძევა.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - საბერძნეთი
გოლები:

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 17 /
აკი ვერ გაფრინდებოდით? გილოცავთ პავშვივით მეტირება…..))) გენაცვალეთ ბიჭებო თქვენ ❤️
G.LA
23:48 26-03-2024
1
აი ასე ჰეითერებიდან დაწყებული ნაღდი გულშემატკივრებიდან დასრულებული გავეეედიიით!!!!!
Pepelu
23:47 26-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული