ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

აბა ულა - საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და ევრო 2024-ზე მიემგზავრება! [VIDEO]

აბა ულა - საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და ევრო 2024-ზე მიემგზავრება! [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში სძლია და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, მიქაუტაძის ნაცვლად დისკვალიფიკაციამოხდილი კვარაცხელია დააყენა, ხოლო მისმა ვიზავიმ, პოიეტმა, ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დატოვა.

მოლოდინისამებრ, დებიუტი დაძაბული გამოვიდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კვარაცხელია ორჯერ წააქციეს და ბოლდოკმა ყვითელი ბარათი მიიღო. შემდეგ ციმიკასმა ხვიჩას იდაყვი სახეში ჩაარტყა, რაც მსაჯმა მარჩინიაკმა ვერ შეამჩნია. ტემპი მაღალი არ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ზივზივაძის ხელით შეჩერებისთვის არბიტრმა ხაციდიაკოსი გააფრთხილა. შემდეგ ყვითელი ბარათი მარჩინიაკმა ბუდუს უჩვენა. მერე ხვიჩა იერიშისას მავროპანოსმა წააქცია და ყვითელი ბარათი დაიმსახურა, საჯარიმოდან ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი კი მეკარე ვლახოდიმოსმა მოიგერია. ბოლოს შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და მსაჯმა ჩვენი სათადარიგო მეკარე ლორია და ბერძნების ერთ-ერთი მწვრთნელი გააძევა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „კვარას“ გარღვევას კარის წინ ჩაწოდება მოჰყვა, მაგრამ სტუმრებმა ბურთის გამოტანა მოახერხეს. მატჩი ისევ პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა. სანიოლმა ზივზივაძე მიქაუტაძით შეცვალა. ცოტა ხანში შენგელიამ ტრავმა მიიღო, რომელიც საკაცით გაიყვანეს და მის ნაცვლად მოედანზე წიტაიშვილი შევიდა. როტამ კვარაცხელია კომპენსირებულ დროში მოცელა, ყვითელი ბარათით დაისაჯა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

პირველ ექსტრა ტაიმში ელადელებმა შემოგვიტიეს. ბაკასეტასის დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია, მავროპანოსმა ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე კვეკვესკირით და დავითაშვილით შეცვალა. ბურთი მიქაუტაძემ ჩაჭრა, ზურიკოს გადააწოდა, რომელსაც გატანა მეკარემ არ დაანება.

მეორე ექსტრა ტაიმში ტრავმირებული კვარაცხელია ქვილითაიამ შეცვალა. წიტაიშვილის კარგ დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა, მიქაუტაძის დარტყმამ მიზანს ვერ უწია. 120-წუთიანი ბრძოლა უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა.

გილოცავთ - საქართველოს ნაკრებს გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს!

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - საბერძნეთი 0:0 (პენ 4:2)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია (წიტაიშვილი 86), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 104), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 104), კვარაცხელია (ქვილითაია 109), ზივზივაძე (მიქაუტაძე 75)

• სოსო

შეხედეთ კვირკველიას სურათებს,გაგრაში რომ გადმოვიდა და დღევანდელს შეადარეთ.მიზნად დაისახა ნაკრებში დაბრუნება და სავარაუდოდ,სწორედ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის სურვილი იყო,მთავარი მამოძრავებელი.სულ ცოტა 20 კგ,ექნება დაკლებული.რა თქმა უნდა სისწრაფე და ნოქნილობაც დაიბრუნა.დღეს გაცილებით უფრო გამოცდილიცაა.კაშიაარასოდეს ყოფილა სწრაფი,მაგრამ პოზიციის შერჩევით,ინტელექტით და დაცვის მართვის უნარით,გუნდში შეუცვლელია.უზარმაზარი გამოცდილება ასეთ თამაშებში ძალიან ეხმარება.უფრო ტექნიკურ და აწრაფ მეტოქეებთან კი,რა თქმნა უნდა ყველაფრის კონტროლი უჭირს.

• სიმართლე უნდა ითქვას

ამ თამაშებში არა თუ ძველი კვირკველია ვიხილეთ, არამედ ჩემი აზრით კარიერის საუკეთესო თამაში ჰქონდა. შეცდომა არ დაუშვია ბერძნებთან. ყველა ბრძოლა მოიგო. ქოჩორაშვილი და შენგელია ნამდვილი აღმოჩენა იყო ამ თამაშებში. საერთო ჯამში ყველა ფეხბურთელმა ბოლომდე გულიანად იბრძოლა. ქოჩორაშვილი უთამაშებელი იყო ტრავმის შემდგომ ფაქტობრივად და მაინც ბოლო წამებამდე დაღლა არ ეტყობოდა. მის მიერ იდეალურად შესრულებული თერთმეტ მეტრიანი ასეთ ურთულეს მატჩში, მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიძლიერეზე მეტყველებს.

• სოსო

რეიტინგი,გუნდის რამდენიმე წლიანი შედეგების განზოგადებული გამოხატულებაა.ჩემპიონატზე კი.,იმ კონკრეტულ მომენტში,კონკრეტული გუნდები ითამაშებენ იმ ძალით,რა ძალისებიც იმ კონკრეტულ მომენტში არიან.სულაც არ არის სავალდებულო,მსოფლიოს ჩემპიონი,დროის კონკრეტულ მომენყშიც უძლიერესი იყოს.თამაში და ბრძოლა,ყველასთან შეიძლება და საჭიროა.იქ,გერმანიაში გამოჩნდება რა შეგვიძლია და რა შეუძლიათ მეტოქეებს.ჩვენი მანდ გასვლაც უკვე დიდი გამარჯვებაა და ბიჭები,ძალიან დაძაბულები არ იქნებიან.ჩვენ ვვითარდებით და სულ რამდენიმე წელში,დ ლიგიდან,ბ ლიგაში გადავინაცვლეთ,თანაც ლიდერების პოზიციებზე,სულ უფრო ხმამაღლა გამოდიან ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები.ცხადია,რომ სულ უფრო მოვუმატებთ გამოცდილების დაგროვებასთან ერთად.ასე რომ,ევროპაზეც უფრო ძლიერები და თავდაჯერებულები წავალთ,მონაწილეობის გამოცდილებასაც მივიღებთ და წინსვლას დავაჩქარებთ.

• mamuka09ze

ყველა ქართველს და განსაკუთრებით გიორგი ყურაშვილს ვულოცავ გამარჯვებას! ასე გავაგრძელოთ ევროპის ჩემპიონატზეც! წინ, საქართველო!!!

• გიორგი

მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის და განსაკუთრებით მოხუცებს დაცვაში!!! მე პირადად ვაღიარებ რომ არ მქონდა კაშია კვირკველიას იმედი და ძალიან მაგრად დადგნენ ყველაზე საჭირო დროს!!!

• დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს

გილოცავთ! ძალიან ბევრი იშრომეს თამაშამდე და თამაშზც იმაზე მეტი გააკეთეს ვიდე შეეძლოთ. ვინც მეტს იშრომებს და უფრო მეტად ირწმუნებს გამარჯვებაც მას რჩება და ამას სპორტულ იღბალს ეძახიან. რაც შეეხება თურქეთთან თამაშს გისურვებთ საქმე პირველ ტაიმშივე მოგემთავრებინოთ!

• რაბუ

ვახ რა ლამაზად გათენდა. ასე ბედნიერები და ერთიანები ვიყოთ ქართველებო

• სამარცხვინო

ფსკერს ქვემოთ ხარ, ტვინით და აზროვნებით ნუუუული!

• სამარცხვინო

ფსკერს ქვემოთ ხარ, ტვინით და აზროვნებით ნუუუული!

• სამარცხვინო

ფსკერს ქვემოთ ხარ, ტვინით და აზროვნებით ნუუუული!

• aburjga

ნუ იტყვი! არა და გამოთიშულ ხმაზე ფეხბურთის ყურება ტეხავს! ))

• Jogi [Yasabi.]

Mოგასწარი. შენი და შენი შვილის მამაშეშენი ვარ.

• კიეზა

ვულოცავ ნაკრებს და მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას..ისტორია დაწერილია..13 მაისის შემდეგ ასეთი დღე ქართულ ფეხბუთს არ ქონია..თავგქნწირვით ითამაშებს ბიჭებმა..მადლობა სტადიონზე ქომაგობდა..და ერთიც..ასე ერთიანი თუ ვიქნებით..ვერავინ მოგვერევა..დიდება საქართველოს

• ლუკა

ყველას ვულოცავ, ჩვენი ნაკრების გამარჯვებას, ვისაც გაეხარდა. ბიჭებმა იომეს, მაყურებელმა უდიდესი წვლილი შეიტანა, მაგრამ ჩემთვის გუშინდელი ზეიმი გააუფერულა რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილმა ღონისძიებამ. ეს რა მუსიკები იყო, დავიჯერო იმ გამარჯვებას მრავალჟამიერი, ჩაკრულო, ხორუმი და კიდევ უამრავი ქართული სიმღერა უფრო არ მოუხდებოდა? რა უბედურება იყო ეს

• ვაჟა

სირცხვილია ასეთი კომენტარების წერა!!

• კოლა

ჩვენი ფეხბურთელების შემართების და საბრძოლო ჟინის ყველაზე სიმბოლური გამოხატულება იყო, ბუდუმ რომ უკვე წაქცეულმა, თავით შეუცვალა ბურთს მიმართულება. მაგ მომენტში დავრწმუნდი, რომ მოვიგებდით. მადლობა ყველა ემოციისთვის.

• Jogi.

დედაშენთან.

• კოლხიდელი

აი მესმის გამარჯვება.ერისა და ბერის გამხარებელ-გამაერთიანებელი,სტიმულისა და განვითარებისთვის მძლავრი ბიძგის მიმცემი!უდიდესი მადლობა ბიჭებს,ამ აღმაფრთოვანებელი შედეგის ყველა შემოქმედს. ქართულ ფეხბურთს გაუმარჯოს, მის დღევანდელობასა და ნათელ,ბრწყინვალე მომავალს!

ქართველებო, მე არმენ ცუცუნ ვარ ერევნისტანიდან. კაკ ვსიგდა მი ზავიდუემ შტო ნამ სძელაც წიპერ?

• თემური

გილოცავთ ყველას! "ბრძოლა" ყველასთან შეიძლება და ... გამარჯვებაც! 09.03.2024 უეფა-ს რეიტინგი: პორტუგალია -- 7 თურქეთი ----- 9 ჩეხეთი ------- 11 საქართველო - 46 საბერძნეთი----17 ლუქსემბურგი--43

• ალიკა

ძალიან დიდი საქმე გააკეთეთ ბიჭებო,სათავე დაედო ქართული ფეხბურთის აღორძინებას, ეხლა დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ნაკრების წევრებზე მოთხოვნა გაიზრდება და გზას გაუკვალავენ მომავალ თაობას, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ღმერთმა თქვენ გაგახაროთ ჩვენი გახარებისთვის

• სიმართლის მოყვარული

ვულოცავ ყველას. 1 კითხვა მაქვს, მარტო მე მიშლიდნენ ნერვებს კომენტატორები?

• ნიკა

როგორც ვნახეთ ერთიანობით და ბრძოლით დიდი გამარჯვებების მიღწევა შეგვიძლია, ღმერთმა ქნას ქვეყნის სასიკეთოდ მუდამ შეგვეძლოს გაერთიანება, როგორც ამ საათებში სიხარულისა და მწუხარების ერთად გაზიარება. დანარჩენი, ნიჭი და წარმატების მიღწევის უნარი ჭარბად მოგვდევს უხსოვარი დროიდან.

• სოსო

კი დაიმსახურა,ერთკვირიანი დასვენება,ოჯახთან ერთად!ჩვენ რომ ამდენი ნერვები და ენერგია დავხარჯეთ,წარმოიდგინეთ,მისი მდგომარეობა!

• სოსო

რა იყო და ის,რომ ძალა ერთობაშია!

• იასონას უდარი

დღეს იზეიმეთ,ხვალიდან მზადება დაიწყეთ. ზეიმი და ეიფორია კარგია,ოღონ ზომიერად. ბევრს სასწაული გონია ეს ამბავი,მე მოცემულობად მიმაჩნია,თან ახლა არა მარტო,დიდი ხნის წინ უნდა გავსულიყავით,რადგან ყიფიანის ქვეყანა ევროპაზე და მსოფლიოს უნდა თამაშობდეს.თუმცა კლანებმა და გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა ბევრი რამის მიღმა დაგვტოვა. ყველას ალბათ მაკედონიასთან თამაში გვახსენდება,ფანების შეშვება შეგვეძლო,თან 30% კი არა,მთლიანი მოცულობის,რადგან უეფამ რეკომენდაცია გასცა და არა ბრძანება,თუმცა ვიღააცეებმა ასე გადაწყვტეს. ამ თამაშამდეც მქონდა მაგის განცდა,ჩვენ იმიტო ვერ გავდიოდით რო ვიღაცა ან ვიღაცეები მაიმუნობდნენ სულ,თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ მაიმუნობასაც აქვს ბოლო. ჯერ ხო ევროპაზე გასვლას გილოცავთ და მეორე,მაიმუნობების ოფიციალურად დასრულებას გილოცავთ. არ მივატოვებ არასდროს ნაკრები ჩემი გულია და მე ყოველთვის ვიქნები იქ სადაც ჩემი გუნდია ყველა "ჯვაროსანს" გილოცავთ,ბევრს ვსაუბრობდით ამ ყველაფერზე,ყველა ვამბობდით რო შეგვეძლო,თუმცა... მართალია ჩვენი ფანკლუბი დაიშალა,თუმცა სურვილები არსად გამქრალა. პ.ს. ზეიმის ზომიერებაზე,ზომიერება კარგია ყველაფერში,ზეიმშიც. ამიტომ ხვალდან უნდა მოვემზადოთ,რათა ღირსეულად გამოვიდეთ ევროპაზე.თურქებთან შეგვიძლია მოგებაზე ფიქრი,რადგან არასტაბლური გუნდია და როგორც ვიცით,6 მესამე ადგილოსნიდან 4 საუკეთესო გადის 1/8 ფინალში.

• დივანი

სად არიან და იქვე არიან დივანზე შემოდებულები, როგორც ტქვენ წერთ ოსე)

• ევრო 2024

ჩვენი ნაკრების ესეთი თამაში არ ვიცი ვის ახსოვს, პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა რომ საომრად იყვნენ გამოსული. ძნელია ვინმე გამორჩევა მარა მაინც, ქოჩორაშვილი უბრალოდ საუკეთესო იყო, ნუ მამარდა რომ მგელია თავისთავად, მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის

• gia

სად ხარ კ ო მ ბ ლ ე? დაგერხა?

• GGG

ამ თამაშიდ ევროპაზე რა გვესაქმება დაიწერა უკვე? :D

• ATP 16

მოკლედ ვულოცავ ყველას ვინ ათწლეულებია , ფეხბურთის თამაშითა თუ გულშემატკივრობით , ელოდებოდაა , ძალიან დიდხანს ელოდებოდა ამ ბედნიერ დღეს . ჩვენ ჩვენი კუთვნილი , ღირსეული ადგილი დავიმკვიდრეთ საფეხბურთო რუკაზე , რომელიც დიდი ხანია გვეკუთვნოდა და ამ თაობის მისია იყო როგორც ჩანს , ალბათ სხვა დატვირთვაც აქვს ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ფერისცვალების და იმედია უდიდეს გავლენას მოახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე . კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და კიდევ , ოფიციალური ციფრი დასწრების იყო 44000 , ანუ დაახლოვებით 8000 ბილეთი შეეტენათ გადამყიდველებს , მიულოცოთ მათაც , ეგ ერთი და სხვა მრავალი , გიმრავლოთ მასეთი დღეები :))

• რაბუ

შემდეგი გაჩერება, ჯგუფიდან გასვლა. მადლობა ღმერთს

• იბერია

ბიჭრვმა დღეს ყველაფერი გააკეთეს რაც შეელოთ რაც არ შეეძლოთ და კიდე იმაზე მეტი. საოცარი მობილიზება იგრძნობოდა. იგრძნობოდა ჟინი თავდადება მარტო ბუდუს და ბერძენის მომენტი რად ღირდა ორივე მიწაზე დაცემული თავით რომ ცდილობდნენ ბურთზე მიწვსომას. საოცრება იყო ძმებო. დიდი მადლობა ყველას.დიდი მადლობა ყველას თქვენ ძმებო ვინც აქ ხართ ღმერთო რამდენი წელი რამდენი იმედგაცრუება რამდენი სიმწარე რამდენი გულისწყვეტა და დღეს ყველაფერი გადაიფარა - თითქოს სიზმარი იყო ის თითქმის 30 წელი. გეხვევით ყველას და ერთ მაგარ ქართულ სიმღერაში მარტივად - დიდ დროს დაწერილ დიდ სიმღერაში - "ყველას სიყვარულში გიტყდებით". შემოგევლე საქართველო

• 100%

ჭაბუა ამირეჯიბს დავესესხები ფრაზას, რომელსაც კარლო საკანდელიძეს გმირი ამბობს, ,,დედა რა იყო ეს,,. )))) საქართველო და ქართველი, მუდამ !!!

• ლაშას

ახლა ვზეიმობთ და არ არის მაგაზე ლაპარაკის დრო. თორემ სალაპარაკო არის. გაუმარჯოს ჩვენს ბიჭებს, თვითოეულმა ძალიან მაგრად ითამაშა , მადლობა მათ, საქართველოს გაუმარჯოს!

• იგორ

დარჩა ბოღმა სასტავი ივნისამდე უსაქმოდ :D

• რონი

შენგელიაზე დაწერეთ როგორ არის :( გილოცავთ ყველას ევროზე გასვლას სულ წიმ გვევლოს. კაკაბაძემ 10 წლის სიცოცხლე დამაკლო ვინაა საიდან მოვიდა

• თავადი

აი, ზუსტად მაგაზე მაქვს ლაპარაკი. სად არიან? სად არიან,სად?

• დავით 67

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერცერთ ჩვენს ფეხბურთელზე აუგს ვერ იტყვი, თითოეულმა ფეხბურთელმა თავდადებით იბრძოლა, რომც წაეგოთ ამას ვიტყოდი. დღეს ყველანი ბედნიერები ვართ, მაგრად გაგვახარეთ ბიჭებო.

• ლაშა

რაო აბა იმ დივანზე შემოდებულმა ექსპერტებმა, სანიოლს რომ ლანძღავდნენ?

• G.LA

ჯიგარი ხარ გიო. მეც მიყვახარ და სულ გამარჯვებით გვევლოს ერთად ქართველებს. ❤️

• გივი

შემოგევლეთ!

• გიო

მიყვარს თითოეული ქართველი. მიყვარს ჩემი საქართველო.გაუმარჯოს ჩვენს მებრძოლ,ამაყ,თავდადებულ ერს.

• gia jashi

მადლობა ბიჭებს საოცარი თავდადებისთვის!მადლობა ქომაგებს ფანტასტიური მხარდაჭერისთვის! გავედით მოჯადოებული წრიდან!ჩემი პატივისცემა საბერძნეთის ნაკრებს! ისინი ამას იმსახურებენ. ვულოცავ სრულიად საქართველოს! წარმატებები!!!

• თავადი

იცით რა უნდა გითხრათ,მე,არც ბოღმიანი ვარ,არც შურიანი და არც ბოროტებით აღსავსე, მაგრამ სიმართლეს რომ ვწერდი აქ, ყველა სხვანაირად გებულობდა, ყველას ძალიან სხვანაირი რეაქცია ჰქონდა და ბევრი ძალიან ცუდად მპასუხობდა. ვისაც საქართველოს წარმატება არ გაუხარდება,მე იმის.....დედაც....... მაგრამ, სიმართლეს რომ უარყობთ,ეგ არის ძალიან ცუდი საქციელი.(აღარ გავაგრძელებ მეტს)

• ტოტო

გილოცავთ!!!!!!!!!!!!!

• სოსო

წელიწადში 365 დღე საქართველოს ასეთი და უფრო დიდი გამარჯვებების გემო განგეცადოს.

• jogi-s

მომესწრო შვილი..მამაშენივარ…

• DD

გაუმარჯოს ბედნიერ, ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!!! ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს,ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი კულმინაცია,რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა!!! უფალი იყოს ჩვენი მფარველი!!!

• თავადი

თქვენ შემოგევლეთ ბიჭებო,მამარდაშვილს ასობი მადლობა

• არტ

არის!!! უდიდესი მადლობა ჩვენს ბიჭებს! დამსახურებული გამარჯვებაა ყველაფერთან ერთად. ყოველთვის ვამბობდი - ჩვენი ფეხბურთელები იმსახურებენ უკეთესს, გუნდებსაც, ევროპაზე და მსოფლიოზე თამაშსაც. მთავარია ირწმუნონ! და ახლა იმედია ასეც იქნება! გილიცავთ❤️❤️❤️

• ნიკა

გილოცავთ!!! ათწლეულების ოცნება აგვისრულდა, უამრავი ტკივილის, იმედგაცრუების, წარმატებების შემდეგ რაც გადავიტანეთ ბავშვობის წლებიდან მოყოლებული დღემდე. ეს მთელი ქვეყნის წარმატებაა და არა მხოლოდ სპორტული. სულ წინ იარე ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

• სოსო

მტერმა ფეხქვეშ ვერ გაგთელა, გულო ბრძოლით ნათენებო, იდღეგრძელე საქართველო, გაგიმარჯოთ ქართველებო! გილოცავთ ძმებო!ვისაც არ გჯეროდათ,ახლა ხომ ხედავთ,რას ნიშნავს,რამხელა ბედნიერებაა, ეს გამარჯვება ,ქვეყნისათვის.დიდება საქართველოს და გამარჯვება არ დაგვლეოდეს.თამაშზე ახლა ვერაფერს ვიტყვი.ემოციებს ცოტა გაციება თუ არ დავაცადე.უბრალოდ მადლობა ბიჭებს,გმირული ბრძოლისათვის.უკლებლივ ყველას და მადლობა სტადიონზე მისულებს,შესანიშნავი გულშემატკივრობისათვის.მათ გარეშე,ალბათ ვერ გავუძლებდით.დღეს ჩვენ,ერთი გუნდი ვიყავით,დღეს საქართველო ერთიანი იყო და ამან შეგვაძლებინა,გამარჯვება.ოთარ კიტეიშვილს კვლავ მივულოცავ ამ უბედნიერეს დაბადების დღეს.

• გიორგი

გილოცავთ! წმინდად ხასიათით ვაჯობეთ. ამ გამარჯვებით ჩვენი ფეხბურთის კიდევ უფრო მეტად განვითარების საფუძველი ჩაეყარა. და არა მარტო ფეხბურთის. ფეხბურთი მეტია ვიდრე მხოლოდ ფეხბურთი. ამიტომ ვერ ჰგუობენ ფეხბურთში ჩვენს მიერ მიღწეულ ნებისმიერ საერთაშორისო წარმატებას. არ უნდა იყოს ესე, მაგრამ მოგწონს არ მოგწონს, სადღეისოდ ფეხბურთს პოლიტიკისგან არ მიჯნავენ.

• ზზზზ

ვულოცავ მთელ საქართველოს

• ზოლა

გილოცავთ, მინიმუმ 5 წლის სიცოცხლე მივაფშვენი ამ 130 წუთს, მარა არ ვნანობ საერთოდ…

• ნოდ

ვაი გულშემატკივარს!!! კიდევ კარგი რო არ წავაგეთ. ეხლა სკდებით გულზე. ჩვენ საქართველო ვართ!!!!

• გია

გილოცავთ ყველას, ვულოცავ საქართველოს. ბიჭებმა ძვლები დადეს მინდორზე. თამაში ბერძნების მხარეს იყო მაგრამ მაინცადამაინც წინ არაფერი გამოდიოდა, რაც დაცვის ბრწყინვალე თამაშით იყო გამოწვეული. კარგი იყო ქოჩორაშვილი მართლაც. კარგი იყო ასევე წიტაიშვილი. ყველა კარგი იყო . პენლებში კი მამარდაშვილი ნამდვილი გმირი გახდა. ეს გამარჯვება მაგონებს 13 მაისის გამარჯვებას. მაშინაც ასეთი რეზონანსული დღე იყო. მრავალი ასეთი დღეები გვქონოდეს.

• ლევანი

გილოცავთ გილოცავთ გილოცავთ! მოვესწარი ხალხო, მოვესწარიიიიი მართლა არ მეგონა, მე თუ ამას მოვესწრებოდი. გილოცააააავთ! დიდება დიდება დიდება საქართველოოოოოოს!

• იკა

გილოცავთ ყველას ამ უდიდეს გამარჯვებას! ერთს დავამატებ, კვარას მართალია დღეს არ ჰქონია საუკეთესო თამაში, მაგრამ როგორც კი სტადიონიდან გავიდა, ჩვენებს ბურთის ატანა უჭირდათ, ანუ კვარას გასვლით ბერძნებს მოეხსნათ დაცვაში დაძაბულობა.

• გ.ხ.

ვაიმე, ჯერ კიდე არ მჯერა. ნუთუ ჩემი ბავშვობის ოხნება ასრულდა

• Lasha

30 celicadi velodi amixda ocnebaa da kidev ar mjera

• ფიგუ

გულითადად გილოცავთ და ბევრი წარმატებები ვუსურვოთ ქართულ ფეხბურთს. დიდი მადლობა ბიჭებს .ეკუთვნით ჩვენი სიყვარული და კარგი პრემიები. ორჯერ დავლიე ორ-ორი 50-იანი კაპტოპრილი.[წნევამ ამიწია 185-მდე]. ახლა უკვე კარგად ვარ, არ ინერვიულოთ. დიდი მადლობა. ყოჩაღ პატარა საქართველოს.!!!!

• ჟორა

ეს ყველაფერში პოლიტიკას რატომ აქსოვებს ჟურნალისტები?? რა შუაშია ევროკავშირი?

• დათო

300 არაგველმა 300 სპარტანელი დაამარცხა.საქართველოს გაუმარჯოს ძმებო და დებო

• G.LA

გილოცავთ ყველას. მადლობა ბიჭებო ❤️ მადლობა სანიოლს. მადლობა გულშემატკივრებს და განსაკუთრებით ქომაგებს. ❤️ ამდენი წლების ოცნება აგვიხდა ქართველებს.

• გ.ხ.

გილოცავთ ყველას ! თუ ვინმე ხართ აქ :)))

• გურულო

გილოცავთ,გილოცავთ,გილოცავთ!გასკდა გული!მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის.მადლობა მწვრთნელებს და ყველა ქომაგს!გაიხარე საქართველო!

• Ლევან ხეცურიანი

გილოცააავ საქართველოოოო!

• ნ.კ

ყველას გილოცავთ!!! მადლობა ბიჭებს!!! საქართველოს გაუმარჯოს!!!!!!!

• სიმენონი

ყველას მადლობა ბიჭებს, მაგრამ არავის ეწყინება ქოჩორაშვილი რომ გამოვყო, რა იბრძოლა 120 წუთი არ გაჩერებულა, მერე რა პენალტით განაგრძო. მამარდას როლი უდიდესია რათქმაუნდა. მადლობა ბიჭებს.

• მწვრთნელი

არის! 30 წელი ამას ველოდი! გაყინული 90-იანი წლებიდან დავდიოდი და ვგულშემატკივრობდი "დინამოზე" საქართველოს ნაკრებს! თვალებიდან არ ამოდიან, კლინსმანი, მათეუსი,ძოლა, მალდინი, შირერი, ნევილები, სტოიჩკოვი, რაში და ჩვენები ქინქლაძე, ნემსაძე, ჯამარაული, არველაძეები, ცხადაძე, შელია, გოგიჩაიშვილი, ჯიშკარიანი, გოგრიჭიანი რავი ყველას ვერ ჩამოვთლი და აი, ამ ადამიანების ოცნება და მთლიანად საქართველოს ფეხბურთის გულშემატკივარის ოცნება ახდა დღეს! ყველას ვულოცავ! სანიოლი გახდა ისეთი მწვრთვნელი რომელმაც პირველად გაწვრთნა ნაკრები და გაიყვანა ევროზე! ყველაფრის მიუხედავად მადლობა სანიოლს და ფედერაციას! თავაწეულებმა შეგიძლიათ დატოვოთ მომავალში თანამდებობა 26 მარტის შემდეგ! ყველა მოთამაშეს დიდი მადლობა თავგანწირვისთვის და რა თქმა უნდა გულშემატკივარს პირველ რიგში!

• ქომაგი

გილოცააააააავთ! გაუმარჯოს საქართველოს!

• თემო

გილოცავთ სუყველას!! წიტაიშვილმა გამოაცოცხლა თამაში!! ყოჩაღ ბიჭებს!

• ზურას

მამარდაშვილმა პენალტი რობ აიღო, იაპონიის ნაკრებიდან არის ?

• ზურაბ სუხაშვილი

გილოცავთ ყველას ჩემო ქართველებო... პირველ რიგში ჩვენს გმირ ფეხბურთელებს, ჯიგრები ხართ, მამარდა განსაკუთრებული გვყავს...

• გეგი

ჩემო საყვარელო ქვეყანაააავვვ... ყველას გილოცავთ სულ ყველას სულ სუუულ ყველაააასსსსსსს!!!!!!!!!!!

• GB

ჰარა ლალე,ჰარი არალალე........!გაიხარეთ ქართველებო!საქართველოს გაუმარჯოს!

• ზაზა

ბიჯო მართლა გასკდა გული!! გაფასებთ ბიჭებო ბოლომდე, არ იყო ადვილი გვესმიიის!

• ზურა

უმაგრესია როგორც იქნა. თან დამსახურებულად. საბერძნეთი ჩვენზე ძლიერია და მაინც მოვგეთ. ჯერ აზრზე ვერ მოვდივარ. გილოცავთ

• ვახტანგ წ

საქართველო უპირველეს ყოვლისა ❤️

• Jogi

Dedashentan.

• ზაზა

ბიჯო მართლა გასკდა გული!! გაფასებთ ბიჭებო ბოლომდე, არ იყო ადვილი გვესმიიის!

• კახა

გაგიმარჯოთ ქართველებო გენაცვალეთ ჯიგარში, გასკდა გულიიი...

• სიმართლე უნდა ითქვას

გილოცავთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს. ალბათ ათი წლის სიცოცხლე მომაკლდა პენალტების სერიის დროს მაგრამ, კიდევ ათს დავთმობდი ამ სიხარულისთვის. გილოცავთ. სიტყვები არ მყოფნის. ევროპის ჩემპიონატზე საკუთარ ნაკრებს ვუგულშემატკივრებთ. უდიდესი ბედნიერებაა. მადლობა თითოეულ ფეხბურთელს, რომლებმაც ბოლომდე დაიხარჯნენ და ეს უდიდესი ბედნიერება აჩუქეს ქართველ ხალხს.

• იღბლიანი

ვაიმე გულიიიი და ყელიიი❤️❤️

• 912

ჩვენი ცხოვრებასავით ნატანჯ გამარჯვებას გილოცავთ არც რომ აფრიკის დონეზე ვართ ვერც რომ ევროპაში ვართ მაგრამ მაინც ვეპოტინებით... გაუმარჯოს ბედნიერების ინდექსით 91 ადგილზე მყოფ ტანჯული საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას...

• გიორგი

გილოცავთ !!!

• თემო

მიყვარხართ ყველა და გილოცავთ. სანიოლი გაუშვით სახლში

• ქობულეთიდან

ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან! გილოცავთ ქართველნო იმ დიდი ოცნების ახდენას, რასაც დიდ ფორუმზე ჩვენი ნაკრების თამაში ქვია.

• ალექს

მიყვარხართ ყველა!!! საქართველოს გაუმარჯოს !!!!!

• გელა

აეეეეეეეე გილოცაააავთ.ყოჩაააააღ.იეეეეეეე

აბე ჰე ჯოგი

• მინდია

ამინ.

• ამინ.

დიდება უფალს.

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ

[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან

შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო

"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია

"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს

დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?

U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა

ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა

"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება

"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა

[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ

სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე

მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან

საქართველო ევრო 2024-ზეა. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" - ამის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს

სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა

Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა